დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 მაისი

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 13 მაისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

დღეს ვარსკვლავები გვირჩევენ, არ ვენდოთ გარეგნულად გამოხატულ გრძნობებს. მაგალითად, ხილული სიმშვიდე სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი მშვიდადაა – სტიქიურმა ძალამ შეიძლება მოულოდნელად და მკვეთრად გაიღვიძოს და ადამიანები აიძულოს, სრულიად მოულოდნელი და მათთვის უჩვეულო საქციელი ჩაიდინონ. დღეს განწყობა ყველას სწრაფად შეიძლება შეეცვალოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მოულოდნელობები და სიურპრიზები. ინტუიციას კი უნდა მივენდოთ – სწორედ ახლა მას ძალზე ღირებული რჩევების მოცემა შეუძლია.

მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები>>

ვერძი: როგორც არ უნდა გინდოდეთ მოდუნება და დასვენება, სიტუაცია ამის ნებას არ მოგცემთ. მოვლენები თქვენგან აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს და ერთმანეთის მიყოლებით გამოგიყვანთ არაფრის კეთების ნეტარი მდგომარეობიდან. ბოლოს და ბოლოს მოგიწევთ ამ თავსმოხვეულ რიტმზე აყოლა, მაგრამ არ ინანებთ – მოგეცემათ საინტერესო შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებასაც იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოვლენების სრულუფლებიანი მონაწილე იქნებით.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2018
გველოსანი – ზოდიაქოს მე-13 ნიშანი

კურო: შესაძლოა, მოულოდნელად თანხა მიიღოთ, რომლის იმედიც არ გქონდათ, ან აღმოაჩინოთ ფულის შოვნის უჩვეულო ხერხი. ასევე არაა გამორიცხული, რომ დიდი თანხის დახარჯვის სურვილი გაგიჩნდეთ. სხვა სიტყვებით, თქვენს ფინანსურ სფეროზე შეიძლება გავლენა იქონიოს ბედის სიურპრიზებმა ან თქვენივე განწყობის ცვლილებებმა. სხვათა შორის, ეს გავლენას არა მხოლოდ ფინანსებზე, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებზეც მოახდენს. ასე რომ, მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის.

ტყუპი: თქვენმა განწყობამ ნებისმიერი შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში, მაგრამ მხოლოდ თქვენ არა. მთელი დღე რაღაც გაურკვეველ შფოთვას იგრძნობთ, რაც ხანდახან გარშემომყოფებზე გაღიზიანების სახით გამოვლინდება. იგივე შფოთვის შეგრძნება სხვა მოულოდნელი საქციელებისკენაც გიბიძგებთ, მათ შორისაა რომანტიკული ქმედებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს ერთ ადგილზე ვერ მოისვენებთ და ამასთან, საკუთარ თავსაცა და ირგვლივ მყოფებსაც საპირისპიროს დაუმტკიცებთ.

კირჩხიბი: დღეს დინებას უნდა მიჰყვეთ და მისცეთ ცხოვრებასა და გარშემომყოფებს უფლება, თქვენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები. შესაძლოა, ზოგიერთმა მოვლენამ გაგაკვირვოთ კიდეც, რადგან ისინი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩარჩოებში არ ჩაჯდება. ამასთან, მოირგებთ რა დამკვირვებლის როლს, ზევრ რამეს სხვა კუთხიდან შეხედავთ და ბედის ბრძნულ მინიშნებებს დაინახავთ იქ, სადაც ადრე სრულიად გულგრილი ჩაივლიდით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები

ლომი: ბედმა დიდი მოულოდნელობა შეიძლება გაგიმზადოთ და ახალი ჰორიზონტები გახსნას თქვენ წინ. ამისთვის, არაა გამორიცხული, რომ მოულოდნელი და უსწრაფესი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, რასაც თქვენი ცხოვრების ძირეული შეცვლა შეუძლია. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ამოვარდეთ რეალობიდან და მოვლენების მიმდინარეობა აკონტროლოთ. თავად უნდა გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ახალი შანსის გამოყენება, ვიდრე ხვალ თავს უსაყვედუროთ, რომ ეს შესაძლებლობა ვერც კი შენიშნეთ.

ქალწული: დღეს თვითორგანიზებულობისა და დისციპლინის საოცრებებს აჩვენებთ – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ირგვლივ ყველა და ყველაფერი თქვენი ყურადღების გაფანტვას შეეცდება. ვარსკვლავები სიმტკიცის დიდი მარაგით უზრუნველგყოფენ – თქვენი მიზანმიმართული განწყობა, რომ ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოთ, მხოლოდ შესაშურია. ამასთან გარშემომყოფების მცდელობა, რომ საქმეს მოგწყვიტონ, დიდი ალბათობით, უშედეგო იქნება.

სასწორი: დღეს დიდი შანსია იმისა, რომ ვინმეზე შეხედულება შეიცვალოთ. ეს ადამიანი შეიძლება თვითონ თქვენც იყოთ. ირგვლივ მყოფებიდან ვინმემ სრულიად უჩვეულო საქციელით შეიძლება განგაცვიფროთ. მაგალითად, ძალზე ძუნწი ხელგაშლილი გახდეს, კოლეგამ, რომლისგანაც ამას არ ელოდებით, საკმაოდ კარგი იდეა გამოთქვას და ა.შ. ასევე შეგიძლიათ თავადაც გააკვირვოთ გარშემომყოფები საკუთარი მრავალმხრივი ნატურის არაერთგვაროვანი გამოვლინებებით.

პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2018
ზოდიაქოს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი ნიშნები

მორიელი: დილით რომ ადგებით, შესაძლოა, წარმოდგენაც კი არ გქონდეთ, თუ დღეს რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. მოვლენები, დიდი ალბათობით, ისე არ განვითარდება, როგორც ელოდებით. ეს გაიძულებთ, რომ გადაწყვეტილებები გზადაგზა მიიღოთ. ნებისმიერი მოვლენა – მოულოდნელი სიახლე, საქმე, ახალი ნაცნობობა – შეიძლება თქვენს ბედზე აისახოს და წარუშლელი კვალი დატოვოს. ეს უნდა დაიმახსოვროთ, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი და რა საქმეც არ უნდა გააკეთოთ.

მშვილდოსანი: დღეს აჯობებს, თუ საკუთარ ინტუიციას მოუსმენთ. ის დაგეხმარებათ, რომ სწრაფად ცვლად გარემოში გზა არ დაკარგოთ. დღე დატვირთული, საინტერესო და მრავალფეროვანი გელოდებათ, ბედის ცვლილებები – არაპროგნოზირებადი. პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყტვარეობა და ავანტიურიზმის მცირე მუხტი ამ დღის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში დაგეხმარებათ, მათ შორის, რომანტიკული კუთხით – არის შანსი, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს ააძგერებს.

თხის რქა: დღეს იუმორთან ცუდი დამოკიდებულება გექნებათ, განსაკუთრებით თუ ეს იუმორი თქვენკენ არის მომართული. დღის განმავლობაში გაღიზიანება შეიძლება დაგიგროვდეთ და სიამოვნებით იყრით „ჯავრს“ იმაზე, ვინც გაბედავს და გაგეხუმრებათ ან შეგეწინააღმდეგებათ. გარშემნომყოფების ან საკუთარი თავის პროვოცირება რომ არ მოახდინოთ, აჯობებს, თუ მთელი თავით საქმეებში გადაეშვებით – აქ თქვენი სერიოზულობა სწორედ რომ წაგადგებათ.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2020
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული: დღეს გაქვთ შესანიშნავი შანსი, რომ ვინმეზე გაიმარჯვოთ. თუნდაც ეს თქვენს გეგმებში არ შედიოდეს, ვითარება არაერთხელ გიბიძგებთ, რომ თავი მომგებიანი მხრიდან წარმოაჩინოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს – ანუ ნებისმიერ სფეროს ცხოვრებაში, სადაც შეგიძლიათ საკუთარი ნიჭი (არაერთი) თუნდაც ერთ მაყურებელს აჩვენოთ.

თევზები: დღის დიდი ნაწილი თქვენი საქმიანი აქტიურობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იქნება, სამაგიეროდ, სიამოვნებით გაატარებთ დროს ახლობელ ადამიანებთან. შესაძლოა, შეხვედრის, პიკნიკის ან სხვა რამე აქტივობის ინიციატორი თავადვე იყოთ. ხოლო აქტიური დასვენების პერსპექტივამ შეიძლება საშინელ განწყობაზე დაგაყენოთ – დღეს თქვენთვის დასვენების, სიმყუდროვისა და კომფორტის დროა.

ყველა ახალი ამბავი
0