დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აპრილი

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 აპრილია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

ვარსკვლავები ძალზე მობილურ და ემოციებით დატვირთულ დღეს გვპირდებიან. კარგი დროა ურთიერთობებისა და აქტიურობისთვის, მაგრამ ემოციებმა შეიძლება ლოგიკა დაჯაბნოს. არაა გამორიცხული, რომ დროის დიდი მონაკვეთი წვრილმანებზე და უსარგებლო რამეებზე დაიხარჯოს, თუმცა მაინც პროდუქტიული და მომგებიანი დღე იქნება. სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში, რადგან დიპლომატიურობა უკანა პლანზეა გადაწეული და არის კონფლიქტების ალბათობა.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“>>

ვერძი: დღეს განწყობილი ხართ იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი უხეშად და უაპელაციოდ განსაჯოთ. ეს აისახება თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც და გარშემომყოფებთან ურთიერთობებზეც. თუ ხელმძღვანელი პირი ბრძანდებით, მაშინ თქვენს ხელქვეითებს მხოლოდ უნდა თანავუგრძნოთ. თქვენთვის დღეს არ არსებობს სხვა ფერი, გარდა თეთრისა და შავისა და თანაც, თეთრი ფერი თითქმის არც მოჩანს თქვენს მარაგებში. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დღეს სათოფეზეც კი არავინ გაგეკარებათ – არც მნიშვნელოვან და არც უმნიშვნელო საკითხებზე.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2019
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

კურო: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი მხარდამჭერი ადამიანები არიან. მარტო იმის მცირე ნაწილსაც ვერ გააკეთებთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ, სამაგიეროდ, თანამოაზრეებს თუ დაეყრდნობით, გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც კი შეგიძლიათ. ამასთან, თქვენდამი ლოიალურად განწყობილთა შორის შეიძლება ისინიც დაინახოთ, რომელთაგან ამას ვერც კი წარმოიდგენდით. გვერდით მდგომ ადამიანებს თუ რჩევას დაეკითხებით და შემდეგ გაითვალისწინებთ, დღეს თქვენთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობს.

ტყუპი: ძალზე დატვირთული და ქაოტური დღე გელოდებათ, მაგრამ – პროდუქტიული. მოგიწევთ აქეთ–იქით სირბილი, ენერგიის დახარჯვა, მაგრამ მოახერხებთ და გარშემომყოფებს საკუთარ თავს ყველაზე მომგებიანი კუთხით წარუდგენთ, აჩვენებთ, რა და როგორი საქმიანობა შეგიძლიათ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღევანდელი დღის დამსახურებით თქვენი ცხოვრება დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ შემობრუნდეს.

კირჩხიბი: დღეს წარმატებას ასხივებთ. თქვენი შინაგანი ჰარმონიისა და თავდაჯერებულობის წყალობით შეგწევთ ძალა, რომ ვითარება თქვენი და თქვენი ახლობლების ირგვლივ უკეთესობისკენ შეცვალოთ. ერთადერთი, რაც დღეს არ შეგშვენით, ეს მოკრძალება და მორცხვობაა. ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს. აჩვენეთ ყველას, რა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს ეს გაახარებს, ხოლო თქვენ შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

ლომი: დღეს ყველაზე კარგად ყოველდღიური, მიმდინარე საქმეები გამოგივათ, თუმცა მათ მიმართ შემოქმედებით დამოკიდებულებას გამოიჩენთ. სულ უფერულ სამუშაოსაც კი ლამაზად გააფერადებთ, ამით კი ერთი ჩვეულებრივი დღის გამრავალფეროვნებას შეძლებთ. რაც შეეხება დიდ პროექტებსა და ახალ წამოწყებებს, სჯობს, თავი შეიკავოთ – დღეს თქვენი აზროვნება გლობალიზმს მოკლებულია და რამე მნიშვნელოვანის ხელიდან გაშვებით რისკავთ.

ქალწული: დღეს წარმატებები გელოდებათ ყველაფერში, რაც თქვენი პროფესიული დონის ამაღლებასა და ახალ ჰორიზონტებს უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, მიხედოთ სწავლას, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მოძებნოთ ახალი ჰობი ან ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც ადრე ნამყოფი არ ხართ. გაქვთ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ – ცოდნა სინათლეა. ასევე შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გააჩნეს.

სასწორი: დღეს გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება ითქვას, გზადაგზა მოგიწევთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა – სიტუაცია შეიძლება ისე განვითარდეს, რომ კიდევ უფრო სწრაფი მოქმედებები გახდეს საჭირო, რათა ხელიდან არ გაუშვათ ახალი შესაძლებლობები. სამაგიეროდ თუ მარჯვედ იმოქმედებთ და სისწრაფის უნარს გამოავლენთ, კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ და საბოლოოდ პირველ პრიზს აიღებთ.

თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

მორიელი: დღეს შესაძლოა, დიპლომატიურობამ დაგაღალატოთ, უფრო სწორად, მისმა უკმარისობამ, რომელსაც გარშემომყოფები განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობენ. თავად არც კი იეჭვებთ, რომ თქვენმა სიტყვებმა ვინმეს გული ატკინა და რომ გითხრან კიდეც, ვერ დაიჯერებთ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ყურადღებით უნდა გააკონტროლოთ ენა, თითოეული სიტყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობებში.

მშვილდოსანი: დღეს იდეალური შემსრულებელი იქნებით. შეგწევთ უნარი, ირგვლივ მყოფების სურვილები აასრულოთ. თუ ხელმძღვანელი ხართ, თავი შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ – არ ხართ განწყობილი, რომ გამოავლინოთ ინიციტივა და შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საუკეთესო გამოსავალი უფროსი–მშვილდოსნისთვის დასვენებაა, უქმე დღის გამოცხადება საკუთარი თავისთვის, ხოლო ხელქვეითი მშვილდოსნები ამ პერიოდში უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებენ.

თხის რქა: ასტროლოგები გირჩევენ, დაფიქრდეთ – განა ყველაფერი გაწყობთ თქვენ ცხოვრებაში? იქნებ დაიღალეთ ყოველდღიური რუტინისგან, ან ცვლილებების დრო დადგა? ასეთ შემთხვევაში ძალა უნდა მოიკრიბოთ და გარისკოთ. დღე მშვენივრად მიესადაგება მტკიცე ნაბიჯების გადადგმას რამის შესაცვლელად. ეს შეიძლება იყოს როგორც დიდი, ისე მცირე და ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები. არ შეუშინდეთ ახლისკენ სვლას, სხვა შემთხვევაში რისკავთ, რომ დიდი ხნით ჩარჩეთ წარსულში.

საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

მერწყული: დღეს თქვენი ლოზუნგი იქნება „ცოდნა – სინათლეა“. უნდა იფიქროთ პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, რათა კარიერაში წინ წაიწიოთ. იზრუნეთ თვითგანათლებაზე ან რამე საკვალიფიკაციო კურსებზე ჩაეწერთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენს უახლოეს პერიოდში, მით მეტი კარი გაიღება თქვენ წინაშე და მით უფრო მეტი საინტერესო წინადადება გაჩნდება თქვენ ცხოვრებაში.

თევზები: დღევანდელი დღე დაკავშირებული იქნება ინფორმაციების მოძიებასა და მათ დამუშავებასთან. თან ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან იქნება მიღებული – მაგალითად, ენციკლოპედიიდან, სოციალური ქსელებიდან, გარშემომყოფებიდან, ზოგ რამეს კი დასკვნების გამოტანით თვითონ მიხვდებით. ამან არ შეგაშინოთ – რაც მეტია ინფორმაცია, მით უკეთესი. იოლად გაერკვევით საინფორმაციო ნაკადში და იქიდან რაციონალურს გამოარჩევთ, ხოლო უსარგებლოს – გადახაზავთ.

ყველა ახალი ამბავი
0