დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აპრილი

© photo: Sputnik / Konstantin Mihalchevskiy / გადასვლა მედიაბანკშიგოგონები მზესუმზირის ყვავილობისას მინდორში
გოგონები მზესუმზირის ყვავილობისას მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 აპრილია, კვირა. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

შესანიშნავი დღეა, როდესაც სანუკვარ მიზნამდე მისაღწევად ყველა შანსი გვეძლევა, როდესაც ჩევნ მიერ დათესილის მომკის შესაძლებლობა გვექნება. ვინც მუხლჩაუხრელად მიდიოდა თავისი ოცნებისკენ, დღეს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება. ამავე დროს, იღბლიანი დღეა ფინანსური თვალსაზრისით – მოსალოდნელია თანხის მიღება.

ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“>>

ვერძი: დღეს რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერს ფატალური დევიზით – „რაც მოსახდენია, მაინც მოხდება“ გააკეთებთ. არის ალბათობა იმისა, რომ რაღაც საქმეებში გაუმართლებელი იმედი გქონდეთ იღბლისა, რომელიც ყველაზე შეუფერებელ დროს დაგაღალატებთ. ეს რომ არ მოხდეს, დევიზი უნდა შეცვალოთ – ბედის იმედი გქონდეთ, მაგრამ თავადაც იმოქმედოთ. თუ კეთილსინდისიერად შეასრულებთ ყველაფერს, იღბალიც თქვენ გვერდით იქნება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2018
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

კურო: დღეს რამემ ან ვინმემ, შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ. არის ალბათობა, რომ რამე დაკარგოთ, ან ვინმემ თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, შესაძლოა, მოვლენები თქვენი სურვილის საპირისპიროდ განვითარდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ „ჩაიციკლოთ“ იმაზე, რაც არ მოგწონთ. სავარაუდოდ, თქვენი მოლოდინები გაზვიადებულია, ამბობენ, რომ ბედნიერების ძებნა უბედურების მთავარი წყაროაო. ამიტომ შეცვალეთ მოთხოვნები და თავს ბევრად უფრო ბედნიერად იგრძნობთ.

ტყუპი: ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო, მეგობრული და ნათესაური, ზოგადად, ყველა სახის ურთიერთობებისთვის. წარმატება გელოდებათ იქ, სადაც შეგიძლიათ, ვინმეს დაეყრდნოთ, პარტნიორი იქნება ეს ბიზნესსა თუ სიყვარულში, მეგობარი თუ ნათესავი. გარდა ამისა, აქტიური ხართ ახალი ადამიანების გაცნობის კუთხით. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, შეთანხმებებზე ხელმოწერა. მარტოხელებს კი რომანტიკული შეხვედრის შანსი გაქვთ.

კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დაწყებისთვის. საქმეები ადვილად წაიწევს წინ და პრაქტიკულად, წარმატებისთვის იქნება „განწირული“. თუ აქამდე ვერ ბედავდით, ახლა თამამად შეგიძლიათ ნაბიჯის გადადგმა ბიზნესში, კარიერაში, სიყვარულში. გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანს სიყვარულში, დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებაზე, დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა, წამოიწყოთ რემონტი – ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სასურველ ნაყოფს გამოიღებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2017
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

ლომი: დღეს შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეს საკუთარი გამოცდილება ან ცოდნა გაუზიაროთ, ვინმეზე იზრუნოთ, რომელიმე ადამიანისთვის გახდეთ ბრძენი მოძღვარი ან მისი გულის მესაიდუმლე. თუ თქვენ თვალსწინ რამე უსამართლობა მოხდება, მზად ხართ სუსტის დასაცავად. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამართლიანობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხანდახან ამ „სუსტებსა და დაჩაგრულებს“ შემდეგ „კისერზე წამოსხდომა“ უყვართ ხოლმე.

ქალწული: ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ვითარება თქვენ სასარგებლოდ ეწყობა. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც პროექტში დამსახურებულად გაიმარჯვოთ და გარშემომყოფების აღიარება მოიპოვოთ. კარგი დღეა ადრე დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად. ხართ ენერგიული, შემტევი, იღბლიანი და თავდაჯერებული. ასეთი „არსენალით“ მხოლოდ გამარჯვებები გელოდებათ.

სასწორი: ისეთი დღეა, როდესაც ბევრი რამაა დამოკიდებული თქვენს სიტყვებზე, საქციელზე, გრძნობებსა და ფიქრებზეც კი. შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელზეც თქვენი მომავალი ბედი შეიძლება იყოს დამოკიდებული. ცხოვრებაში არცთუ მცირე როლს შეასრულებს თუნდაც თქვენი ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყურადღებით ყოფნა – უნდა დაფიქრდეთ, რას ამბობთ და რას აკეთებთ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2019
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

მორიელი: ადამიანებთან ურთიერთობებში ნებისმიერმა უკიდურესობამ შეიძლება იჩინოს თავი. შესაძლოა, ისე, რომ ვერც მიხვდეთ, სხვის ნებას აჰყვეთ, დათმოთ თქვენთვის მომგებიანი პოზიცია. შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს – თქვენ მოახდინოთ ზეწოლა ადამიანებზე. ასეა თუ ისე, დღეს თქვენს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ეს რომ კონფლიქტის საფუძველი არ გახდეს, კონტაქტებში ოქროს შუალდი უნდა ეძებოთ.

მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა, ხართ მხნე, ენერგიით სავსე და პოზიტიურ განწყობაზე. საკმარისია, საქმეს ხელი მოჰკიდოთ და იგრძნობთ, როგორ იოლად, თითქოს თავისით განვითარდება ის. ბედი სასიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებთ. იღბლიანი შენაძენი, კარგი სიახლეების გაგება, საინტერესო წინადადებების მიღება, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები, რომანტიკული შეხვედრები – დღეს ცხოვრებაში ეს ყველაფერი და ბევრი სხვა კარგი რამ გელოდებათ.

თხის რქა: დღეს ასტროლოგები გირჩევენ, დრო ოჯახსა და მეგობრებს დაუთმოთ. არაა ის დღე, როდესაც უნდა ეცადოთ წარმატებების მიღწევას ბიზნესში, სამუშაოზე ან სწავლაში, არამედ იდეალური დღეა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. გულღია კონტაქტი, მეგობრული მხარდაჭერა, გულწრფელი საუბრები – ეს ყველაფერი უდიდეს ბედნიერებას მოგანიჭებთ და გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. მარტოხელა თხის რქებს გაქვთ შანსი, სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2019
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული: სწრაფვამ ურთიერთობებისკენ, შესაძლოა, უკიდურესი ფორმები მიიღოს, გამომჟღავნდეს ზედმეტ საუბრებსა და მოვლენების ცენტრში ყოფნის სურვილში. ფიზიკურ შიმშილზე უარესი შეიძლება საინფორმაციო შიმშილი აღმოჩნდეს. ვინც თქვენ გვერდით იმყოფება, განურჩევლად ყველასთან შეგიძლიათ ილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, გაუზიაროთ მათ საკუთარი აზრები. მათი მხრიდან კი შეკამათება ნამდვილად არ ღირს – ეს შეიძლება ძალზე მტკივნეულად აღიქვათ.

თევზები: დღეს სიჯიუტის „შემოტევა“ გექნებათ. პრაქტიკულად, შეუძლებელია თქვენი რამეში გადარწმუნება, ასევე უაზრობაა თქვენი შეჩერების მცდელობა. თუმცა, ამას, შესაძლოა, თავისი პლუსებიც ჰქონდეს: თუ ამ სიჯიუტეს სწორ კალაპოტში მიმართავთ, მთების გადადგმა შეგიძლიათ. ხოლო თუ წვრილმანებზე და უაზრო საკითხებზე დახარჯავთ ენერგიას, ემოციებით იმოქმედებთ, იმპულსური საქციელის გამო სავალალო შედეგები შეიძლება მიიღოთ.

ყველა ახალი ამბავი
0