დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აპრილი

© Sputnik / Viktor Kaminskyთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აპრილია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

იდეალური დღეა განმარტოებით გონებრივი მუშაობისთვის, მაგრამ არახელსაყრელია გარშემომყოფებთან აქტიური ურთიერთობებისთვის. ახლობლებთან მოსალოდნელია გაუგებრობები, წყენა, ამიტომ აჯობებს, თუ ისეთ საქმეს მოჰკიდებთ ხელს, რომელშიც სხვების ჩართულობა აუცილებელი არაა.

ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები აპრილში>>

ვერძი: დღეს დიდი სურვილი გაქვთ, რომ გარშემომყოფებს სულ რჩევა–დარიგებები აძლიოთ. ამას თქვენი გული გკარნახობთ, მაგრამ რჩევას არავინ გეკითხებათ. და თუ ვინმე დახმარებისთვის მოგმართავთ, მშვენივრად გაართმევთ ამას თავს და თან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ამასთან ისინი, ვისაც დაეხმარებით, კრიტიკისთვისაც უნდა მოემზადონ – დაუნდობლად მიახლით პირში ყველა შეცდომაზე და ხარვეზზე.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

კურო: არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ, თუმცა ამის მიზეზი არა ირგვლივ არსებული ვითარება, არამედ თავად თქვენ იქნებით. გაღიზიანებული ხართ, თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია. აქედან გამომდინარე შესაძლებელია კონფლიქტები, წყენა, გაუგებრობები გარშემომყოფებთან. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ კონტაქტები მინიმუმამდე დაიყვანოთ და პოზიტიურზე იფიქროთ და გააკეთოთ, მაგალითად, უყურეთ კარგ, მხიარულ ფილმს, ეწვიეთ სალონს...

ტყუპი: ისეთი დღეა, რომ თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. გამოგეცლებათ ძალა და ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეიძლება, საკუთარი თავის იძულებაა, რომ საქმე აკეთოთ. სამწუხაროდ, დღეს სამუშაოსთვის განწყობილი არ ხართ და ამას უნდა შეეგუოთ. რთულ საქმეებს არ შეეჭიდოთ – მოსალოდნელია ჩავარდნა. სჯობს, მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ.

კირჩხიბი: აუცილებელია, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან მეტად დელიკატური იყოთ, თუმცა ამის განწყობა არა გაქვთ. ხართ მოუთმენელი, მომთხოვნი, ეს კი კონფლიქტის წყარო შეიძლება გახდეს. თუ ურთიერთბრალდებები თქვენს გეგმებში არ შედის, სჯობს, გონივრულ კომპრომისებზე წახვიდეთ. კარგი იქნება, თუ გარშემომყოფებს ისე მოექცევით, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2018
ზოდიაქოს ნიშნები – გამარჯვების სიმბოლოები

ლომი: დღეს ყურადღებიანი და მზრუნველი უნდა იყოთ გვერდით მყოფ ადამიანებთან მიმართებით. შესაძლოა, თქვენს კოლეგებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება და გამოცდილების გაზიარება, ან მეგობარს, რომელიც განსაცდელშია ჩავარდნილი. ასევე არაა გამორიცხული, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ – დაეხმაროთ თუ არა ვინმეს ფულითმ სამსახურებრივი მდგომარეობით, კავშირებით. დაეხმარეთ, თუ ეს თქვენს ძალებს არ აღემატება – სიკეთე უკვალოდ არ ჩაივლის.

ქალწული: უნდა მოემზადოთ, რადგან გარშემომყოფების მხრიდან, შესაძლოა, კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ თავს, თან სხვადასხვა ფორმით – ახლობლების ჩურჩულით ნათქვამიდან დაწყებული, ხელმძღვანელობის მრისხანე უკმაყოფილებით დამთავრებული. დღეს თქვენი „ბამბაც კი კაკალივით აჩხრიალდება“, და თუ ბამბაც არ არის, მაინც მოიფიქრებენ რამეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ამას იუმორით შეხედოთ, ან სულაც „უჩინმაჩინის“ ქუდი დაიხუროთ.

სასწორი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენგან რაღაც მნიშვნელოვანი იმალება. შესაძლოა, თქვენ ზურგსუკან ინტრიგებს ხლართავენ, დაბრკოლებებს გიქმნიან ცხოვრების გზაზე (კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში), ჭორებს ავრცელებენ. ყოველივე ამან თქვენს რეპუტაციას რომ არ ავნოს, დღეს ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, ასევე რჩევა ჰკითხოთ ადამიანს, რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცის – ასეთები კოლექტივშიცა და სამეზობლო–სანათესაოში აუცილებლად მოიძებნებიან.

ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

მორიელი: თქვენში დღეს ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. შესანიშნავად გაუმკლავდებით ნებისმიერ საქმეს, რომელიც ყურადღებას, მოთმინებასა და პუნქტუალობას მოითხოვს. ამ თვისებების წყალობით სირთულე არ შეგექმნებათ არანაირ საქმეში, სადაც „წვრილი შრიფტის“ წაკითხვაა საჭირო და ზოგადად, დახვავებული საქმეების მოწესრიგება. განსაკუთრებით კარგად დაითვლით ფულს – კარგი დღეა ინვესტიციების, ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვისთვის.

მშვილდოსანი: დღეს ყველაფერში პირველ ადგილზე თქვენი „მე“ იდგება. დღეს ძალზე თავდაჯერებული ხართ, არ შეგაქვთ ეჭვი არაფერში, რასაც აკეთებთ. ეგოცენტრიზმის გამო გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მიიღებთ და სხვების მოსაზრებებს არ გაითვალისწინებთ, თუმცა ამას მხოლოდ კეთილი ზრახვებით გააკეთებთ. გარშემომყოფებს შეიძლება არ მოეწონოთ თქვენი თავდაჯერებული საქციელი, ამიტომ კონფლიქტები გამორიცხული არაა.

თხის რქა: განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს. თუნდაც ბევრი სამუშაო გქონდეთ, გამონახეთ დრო ამისთვის. შესაძლოა, დიდი ხანია, ახლობელ ადამიანთან არ გისაუბრიათ გულითადად, იქნებ წყენა და პრეტენზიები დაგიგროვდათ? ყველაფრის გამოსასწორებლად საჭირო არაა ურთიერთობების გამორკვევა. გაისეირნეთ ერთად, დასხედით კაფეში, ერთად მოამზადეთ ვახშამი... ეს ყველაფერი თქვენ შორის გაჩენილ ბზარს ამოავსებს და სიმშვიდეს მოგიტანთ.

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2018
ზოდიაქოს ნიშნების სანუკვარი ფარული ოცნებები

მერწყული: დღეს, სავარაუდოდ, რეალობას მოწყვეტილი იქნებით და შეგიძლიათ, სასწაულების გჯეროდეთ. შესაძლოა, რამე მოვლენა, რომლის მოწმეც გახდით, არ ჯდება თქვენს მატერიალისტურ წარმოდგენაში ამ სამყაროზე, ან თქვენ თავლწინ რამე საოცარი მოვლენა მოხდეს, განიცადოთ დეჟავუს გრძნობა... ან, შესაძლოა, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან რაღაც „ნაპერწკალმა“ გაიელვოს და სიყვარულს მიეცეს დასაბამი...

თევზები: დღეს სიხარულს მხოლოდ მარტივი, კონსერვატიული გზებით მოქმედებები მოგიტანთ. თუ თამამ ექსპერიმენტს გაბედავთ ან ექსპრომტად მოქმედებას გადაწყვეტთ, დიდი ალბათობით, ინანებთ. დღეს არ ხართ შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღების განწყობაზე და ამიტომ სჯობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედოთ, თუ ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული არჩეულ გზაში. ასეთი დამოკიდებულება დაგეხმარებათ როგორც საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ყველა ახალი ამბავი
0