დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 თებერვალი

© Sputnik / STRINGERსაქართველოს ზამთრის პეიზაჟები
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 თებერვალია, შაბათი. სავსე მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

განსაკუთრებით კარგი დღეა რომანტიკისა და სიყვარულის, ახალი ნაცნობობისთვის. მოულოდნელად გაღვიძებული კაშკაშა ემოციები დიდ შესაძლებლობებს იძლევა იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ საწინააღმდეგო სქესზე და გაიოლდეს ადამიანის გაცნობა. ამასთან ინტუიცია სათანადო სიმაღლეზე იქნება. ასეთ დღეებში შედარებით მარტივია ახალი ინფორმაციის აღქმა, სწავლა, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, ცოდნისა და უნარების გამოყენება. რაც შეეხება ბიზნესსა და სამუშაოს, ამ თვალსაზრისით არცთუ სახარბიელო დროა, რადგან ემოციებითაა გაჯერებული.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

ვერძი: სცადეთ და ექსპერიმენტი ჩაატარეთ – გააკეთეთ რამე ახლებურად და ნახეთ, რას მოიტანს ეს. ექსპერიმენტი ნებისმიერ უბრალო რამეზე შეგიძლიათ ჩაატაროთ, რაც ჩვევად გაქვთ უკვე ქცეული, მაგალითად, გზის ერთი და იგივე მარშრუტი, სადილის მენიუ, საურთიერთობო წრე... ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ და ცხოვრებაში რაღაც არაპროგნოზირებადი შეიტანოთ. ამან, შესაძლოა, საინტერესო შედეგები და ცვლილებები გამოიწვიოს.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2017
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

კურო: დღეს შეიძლება რამე წვეულებაზე მიგიწვიონ. თუ ასეთი რამ არ მოხდა, თვითონ უნდა ეცადოთ ყველანაირად, რომ რომელიმე ღონისძიებას დაესწროთ და საზოგადოებაში „გახვიდეთ“. ხართ მშვიდი, თავდაჯერებული, საღი გონებით, კომუნიკაბელური და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ თავს მთელი სისავსით წარმოაჩენთ და საინტერესო ნაცნობობას გააბამთ. გარშემომყოფები მოხიბლული დარჩებიან თქვენი მსუბუქი კატეგორიულობით, იუმორის შესანიშნავი გრძნობითა და საუბარზე გავლენის მოხდენით.

ტყუპი: შესაძლოა, სადმე წასვლა მოინდომოთ, მაგრამ ვითარება სახლში დარჩენას გაიძულებთ. მოგიწევთ ჩვეულ „ტერიტორიაზე“ ყოფნა, მაგრამ შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. მეგობრების დაპატიჟება, თემატური საღამოს მოწყობა, კერძის მომზადება – დღეს საკუთარი დღის გალამაზება უამრავი მხიარული ფერებით შეგიძლიათ ისე, რომ სახლიდან არ გახვიდეთ.

კირჩხიბი: ცვლილებებისკენ ლტოლვა დღეს აპოგეას მიაღწევს. მზად იქნებით ყველანაირი საბაბი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ადგილს მოწყდეთ და გაიქცეთ. გარშემომყოფებს არ გაუჭირდებათ თქვენი ნებისმიერ ავანტიურაზე „გამოჭერა“, როგორიცაა, მაგალითად, ღონისძიებაში მონაწილეობა, მივლინება, სადმე გამგზავრება ან დეკორაციების შეცვლა. თვითონაც არ გაგიჭირდებათ, რომ მოიფიქროთ უამრავი გადაუდებელი საქმე, ოღონდ სახლში ან სამსახურში არ იყოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2018
საუკეთესო დედმამიშვილი – ზოდიაქოს ნიშნების ტოპ–სამეული

ლომი: თავგადასავლების ძებნის დღეა, მაგრამ სჯობს, თბილ კომპანიასა და სულიერად ახლობელ ადამიანებთან ერთად გააკეთოთ ეს. თუ გარშემომყოფები არ შემოგთავაზებენ გართობის რამე ვარიანტს, თქვენში ორგანიზატორის ნიჭი გაიღვიძებს და უსწრაფესად მოიფიქრებთ, სად, ვისთან ერთად და როდის უნდა წახვიდეთ. პროგრამა საკმაოდ ფართო შეიძლება იყოს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ დროს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ.

ქალწული: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ რამე ფიქრისა და გრძნობის დამალვა – ყველაფერი სახეზე გექნებათ დაწერილი. უფრო მეტიც, წინააღმდეგი არ ხართ, ეს ხმამაღლაც თქვათ იმისდა მიუხედავად, ღირს თუ არა ამის გაკეთება, თუ დუმილი აჯობებს. ზოგადად, თქვენთვის დღეს ტაბუდადებული თემები არ არსებობს. გარშემომყოფებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ დაინდობთ და არაფერს იტყვით, თუ რამით ხართ უკმაყოფილო – სულაც არ აპირებთ ჩუმად ყოფნას.

სასწორი: დღეს გარშემომყოფების ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით და ეს კარგია, თუ ეს ემოციები პოზიტიური იქნება. არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ იაქტიუროთ და მით უმეტეს – საჯაროდ. სამაგიეროდ, იქნებით შესანიშნავი მაყურებელი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ განვითარებული ნებისმიერი სპექტაკლი ღირსეულად შეაფასოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც „ცხოვრება დუღს“ და სადაც გარშემომყოფებზე დაკვირვებას შეძლებთ.

მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2020
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი

მორიელი: დღეს თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არა აქვს. ამ ლტოლვის დათრგუნვა არ ღირს, პირიქით, უკვე დიდი ხანია, ღირს, რიგ საკითხებზე ეს ცნობისწადილი დაიკმაყოფილოთ. რაზე საუბარი – რომელიმე ადამიანთან ნაცნობობაზე, ახალი ფილმის ნახვაზე, ახალ ვარცხნილობაზე თუ ახალ კაფეში წასვლაზე – აქ ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ შემთხვევა და ექსპერიმენტი ჩაატაროთ. თუნდაც ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდათ, მაინც არ იქნებით ზარალში – თქვენი ცნობისმოყვარეობა ხომ დაკმაყოფილდება.

მშვილდოსანი: დღეს, რომ იტყვიან, შუაზე იქნებით გახლეჩილი ორ რამეს შუა: რისი გაკეთებაც გიწევთ და რისი გაკეთებაც გინდათ. ძალიან რთული იქნება ბალანსის დაცვა. ერთი მხრივ გადაუდებელი საქმეები უამრავ დროსა და ძალას ითხოვს, მეორე მხრივ კი თქვენი ფიქრები ამ საქმეებისგან ძალიან შორსაა, რადგან ფიქრობთ, როგორ გაატაროთ თავისუფალი დრო, ან, უბრალოდ, ოცნებობთ... შესაძლოა, თქვენი ფიქრების განხორციელება დღის ბოლოს მაინც შეძლოთ.

თხის რქა: დღეს თქვენზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ტელეფონი არ გაჩერდება, ადამიანების რაოდენობა კი, რომლებსაც სურთ, გაგიზიარონ სიხარული, იდეები, ჭორები, საიდუმლოებები, თავიანთი განცდები, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გასცდება. თავად კი ურთიერთობებში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – თქვენი კომუნიკაციური უნარები და იუმორის გრძნობა დღეს უმაღლეს მწვერვალზეა.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

მერწყული: დღეს მკაცრ განწყობაზე ხართ. გარშემომყოფები ამას მაშინვე იგრძნობენ, როგორც კი თქვენთან რამე საკითხის გადაწყვეტას შეეცდებიან. ყველაზე უბრალო შეწინააღმდეგებაც კი შეგიძლიათ გადააქციოთ დისკუსიაში, სადაც თანამოსაუბრეზე ზეწოლით მას დათანხმებას აიძულებთ. ერთადერთი, რაც ამ საქციელს ამართლებს, თქვენი გულწრფელობაა. ფიქრობთ, რომ ოპონენტს გარდაუვალი შეცდომისგან იცავთ. საინტერესო ისაა, რომ, შესაძლოა, ეს მართალიც იყოს.

თევზები: დღეს თქვენთვის საუკეთესო იქნება, თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე იფიქრებთ, მოამზადებთ ამისთვის საფუძველს: შეარჩევთ ქვეყანას (ან ქვეყნებს) შეისწავლით ტურებს, დაათვალიერებთ ვებ–გვერდებს და შეიძლება, შესაბის სააგენტოში დარეკოთ კიდეც. ეს დაგეხმარებათ, რომ შეეგუოთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას და წინასწარ მიიღოთ ეგზოტიკის მუხტი.

ყველა ახალი ამბავი
0