დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 თებერვალი

© Sputnik / Viktor Kaminskyთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 26 თებერვალია, პარასკევი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

დღეს „მომარაგების“ დღეა და ეს ეხება ყველაფერს – ფიქრს ბანკში ფულის შეტანაზე, უძრავი ქონების ყიდვაზე, ან, მაგალითად, მარკების შეგროვების დაწყებაზე. არ შეეწინააღმდეგოთ ამას, მაგრამ არც ცხელ გულზე არ იმოქმედოთ, სჯობს, გადაწყვეტილების მიღება გადადოთ. ამასთან, დღეს ადამიანები ზანტად იმოქმედებენ, მომძლავრდება სიზარმაცე. ამასთან, პასიურობის ფონზე შეიძლება მძლავრი ენერგიული მუხტი დაგროვდეს და ნებისმიერ მომენტში „ამოხეთქოს“.

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: დღეს ადამიანების გულების დასაპყრობად ყველაზე მარტივ გზას – ფულს გამოიყენებთ. შეიძლება გახდეთ რამე წვეულების ან ღონისძიების სპონსორი. აუცილებლობის შემთხვევაში მზად ხართ, სხვა გადასცეთ თქვენთვის უსარგებლო რამე ნივთი, ან ფული ასესხოთ ვინმეს. სხვათა შორის, ეს აღქმული იქნება არა როგორც უაზრო ხარჯი, არამედ როგორც ჩადებული კაპიტალი – საკუთარ სტატუსში და ადამიანების მხრიდან სიმპათიაში.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

კურო: მიუხედავად იმისა, რომ საქმეები შეიძლება თავსითავად კარგად განვითარდეს, მთელი დღე გექნებათ რაღაც უხერხულობის შეგრძნება, თავს არაკომფრტულად იგრძნობთ. ხოლო თუ რამეს მოჰკიდებთ ხელს, ეს საქმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება – ყველაზე მარტივი საქმეც კი შეიძლება ჩააგდოთ და პრობლემად აქციოთ. როდესაც ყავის მოდუღებაც კი პრობლემად გადაიქცევა, ეს უკვე სიგნალია: სჯობს, მოდუნდეთ და არაფერი გააკეთოთ. ამას თავისი პლუსიც აქვს – შესანიშნავი საბაბია დასვენებისთვის.

ტყუპი: თქვენი აქტიურობა დღეს ხანდახან „უადგილო“ იქნება – მისი შედეგი იმის საპირისპირო შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც ელოდებოდით. და მაინც, შეგიძლიათ ენერგიულად იმოქმედოთ იქ, სადაც უკან დახევა აჯობებდა. სხვის საქმეებში ჩარევის, სიტუაციის იძულებით შეცვლის მცდელობა და სხვა არაადეკვატური მეთოდების გამოყენებამ შეიძლება გავნოთ. ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურობა მინიმუმამდე დაიყვანოთ.

კირჩხიბი: დღევანდელი დღე შეიძლება არცთუ სახარბიელოდ აისახოს თქვენს ფიგურაზე: ძალიან გაგიჭირდებათ ცდუნებების გაძლება. შოკოლადი მოგინდათ? ან, იქნებ, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა მოგესურვათ... და დღეს ყველაფერზე პასუხი არის „რა თქმა უნდა, კი“. ძალიან შორს იქნებით ეკონომიისგან საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ კარგი იქნება, ხანდახან მაინც გაიხსენოთ, რა არის ზომიერების გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მალე მიხვდებით, როცა ცარიელ საფულეში ჩაიხედავთ და ზედმეტ კილოგრამებს დაინახავთ სხეულზე, როცა სარკეში შეხედავთ საკუთარ თავს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ლომი: დღეს უზარმაზარი ფარული ენერგია გაქვთ და თუ ის გარეთ გამოვიდა, ნებისმიერი ბარიერის დანგრევა შეუძლია, თუ არა – მშვიდად დაიხევს უკან. ამ სცენარებიდან რომელი განვითარდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია შეიქმნება თქვენ ირგვლივ. ჩვეულებრივ, მშვიდ დღეს თქვენში „სუპერმენის“ გაღვიძება არ შეუძლია, ხოლო თუ საჭიროა რამე „გმირობა“ სამსახურეობრივ ასპარეზზე, მაშინ იგრძნობთ, რომ ძალა თქვენში ვულკანივით დუღს.

ქალწული: დღეს თქვენთვის თვითორგანიზაციისა და დისციპლინის მოთხოვნა უაზრობაა – ამას აზრი არა აქვს. შესაძლოა, კი გინდათ, რომ ცხოვრებაში ნაკლები ქაოსი და მედი წესრიგი შეიტანოთ, მაგრა „მინდა“ და „შემიძლია“ სხვადასხვა რამაა – ამ ორ სიტყვას შორის დღეს უზარმაზარი უფსკრულია და მისი გადალახვის ძალა არ შეგწევთ. მეტი არაფერი დაგრჩენიათ, ვიდრე მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ დღეს. მოდუნდით და დინებას მიჰყევით – დღეს თქვენ არაფერს წყვეტთ, თქვენ მაგივრად წყვეტენ.

სასწორი: დღეს თქვენს ფანტაზიებს საზღვრები არ ექნება. განსაკუთრებით ეს გამომჟღავნდება, თუ სწრაფი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. მაგრამ თუ თქვენი ფიქრები დინებას გაჰყვება, მაშინ შეიძლება ჩვეულებრივი ოცნებების ღრუბლებში აღმოჩნდეთ. თქვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ ცხოვრება ერთი–ორ გადაუჭრელ ამოცანას დააყენებს თქვენ წინაშე. ასეთი თავსატეხები თავის წარმოჩენის შანსს მოგცემთ.

თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით

მორიელი: არცთუ საუკეთესო დღეა. გაგაღიზიანებთ ბევრი რამ და შეიძლება მდგომარეობიდანაც გამოხვიდეთ. საქმეები „დამუხრუჭდება“, გარშემომყოფები გაუგებრად იქცევიან, ზარმაცობენ... თუმცა სამართლიანობისთვის უნდა იტქვას, რომ უკმაყოფილო იქნებით არა მხოლოდ გარშემომყოფებით, არამედ საკუთარი თავითაც. ელემენტარული მოვალეობების შესასრულებლადაც კი დიდი ნებისყოფა დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები დაგცინიან, იმდენად ნელი, არაორგანიზებული შეიძლება გამოიყურებოდეთ მათ თვალში. ეს დღის განმვალობაში გაგაღიზიანებთ, თუმცა ამის დამალვას შეძლებთ, სანამ ვინმეს საქციელი არ გამოგიყვანთ წყობილებიდან. თუ ასეთი რამ მოხდა, თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეიძლება მხოლოდ თანავუგრძნოთ, იმდენად საშინელი იქნება თქვენი რისხვა.

თხის რქა: დღეს თქვენი მიღწევები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ „რომელი ფეხით ადგებით საწოლიდან“, ანუ რა განწყობით გაიღვიძებთ. საკმაოდ ენერგიული ხართ, ძალების მარაგი საკმარისი გაქვთ, მაგრამ რომელ კალაპოტში მიმართავთ მას, სწორედ იმაზე დამოკიდებული, როგორ ხასიათზე იქნებით. თუ დადებითი განწყობა იქნება უპირატესი, არ ინანებთ და პოზიტივის დახმარებით მთების გადადგმას შეძლებთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

მერწყული: დღეს გამოფხიზლება გაგიჭირდებათ და თუნდაც დააღწიოთ ძილს თავი, საქმის დაწყება მაინც გაგიჭირდებათ. თქვენი მთავარი „საქმე“ დღეს არაფრის კეთება იქნება. ვარსკვლავები როგორც ამბობენ, ასეთი სასიამოვნო „ტაქტიკა“ არ დაგაზარალებთ. უყურეთ რამე ფილმს, ითამაშეთ, გაერთეთ, დათქვით პაემანი... გაატარეთ დღე ისე, როგორ თქვენ გესიამოვნებათ.

თევზები: დღეს მკაცრი ეკონომიის რეჟიმში მოგიწევთ ყოფნა და ეს ეხება არა მხოლოდ ფულის ეკონომიას, არამედ ასევე სასიცოცხლო ძალებისას. არ ხართ აქტიური, პირიქით, ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, რაც არცთუ სასიკეთოდ აისახება თქვენს ფიქრებსა და საქმეებზე. აქედან გამომდინარე, არ ღირს რთულ პროექტებთან შეჭიდება. გადადეთ ეს სხვა დროისთვის. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის გაკეთება მაინც, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ.

ყველა ახალი ამბავი
0