დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 თებერვალი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 23 თებერვალია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

ჯანსაღი კონსერვატიზმისა და ჩანაფიქრის მშვიდად რეალიზების დღეა. მუშაობისას მოერიდეთ სპონტანურ ქმედებებსა და კამათს – ვინმეს გადარწმუნებას, დიდი ალბათობით, მაინც ვერ მოახერხებთ. იმოქმედეთ ნელა და დარწმუნებით. სასიყვარულო ასპარეზზე იდეალური დღეა მათთვის, ვინც დარწმუნებულია საკუთარ გრძნობებში და არ უფრთხის სიტყვის „მიყვარხარ“ თქმას.

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები>>

ვერძი: თქვენი საქმეები და ფიქრები დღეს ახლობელ ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, რომელიმე მათგანს – ნათესავსა თუ მეგობარს – რამე სახის პრობლემა აქვს და თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება, მორალური მხარდაჭერა მაინც. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვალეობის გრძნობას არ უღალატოთ. ეს ის დღეა, როდესაც პირადი დრო ან სამუშაო საქმეები უნდა გაიღოთ მსხვერპლად იმისთვის, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ახლობელს დაეხმაროთ.

ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო: დღეს შეიძლება მოიწყინოთ. ხართ აქტიური, თუმცა ვითარება ისე აეწყობა, რომ ენერგიის სრულად რეალიზება გაგიჭირდებათ. მოვლენები სახლშიცა და სამსახურში ისე განვითარდება, რომ თქვენგან აუჩქარებლად მოქმედებას მოითხოვს და მოგიწევთ, ამ რიტმს დაემორჩილოთ. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსებიც აქვს. ზოგიერთი საქმე, რომლებსაც სიჩქარეში ვერ გააკეთებდით, დღეს წინ წაიწევს მშვიდი და დაფიქრებული მიდგომის გამო.

ტყუპი: დღეს თქვენი გონება საშინაო ყოფითა და საოჯახო ბიუჯეტით იქნება დაკავებული. ყველაფერს გააკეთებთ ამის წესრიგში მოსაყვანად. გარდა ამისა, კარგი დღეა იმისთვის, რომ მოიფიქროთ ფინანსური გეგმები და საქმეები. ნებისმიერ ავანტიურულ პროექტს, მაგალითად ფულის ჩადებას უცნობ ბანკში, მაშინვე უარყოფთ. შეგიძლიათ უკვე იფიქროთ და დაიწყოთ თანხების მოძიება ზაფხულში შვებულებისთვის. მოკლედ, დღეს შესანიშნავი დღეა ფულთან დაკავშირებული ქმედებებისთვის.

კირჩხიბი: ენერგიითა და ძალებით სავსე ხართ, მაგრამ ამ შემტევი განწყობით რომ გარშემომყოფები არ შეაშინოთ, ამის დამალვა მოგიწევთ. დღე თქვენგან აუჩქარებლობასა და აწონ–დაწონილ, კონსერვატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მოგიწევთ სიფრთხილისა და სიმტკიცის ზღვარზე ბალანსის შენარჩუნება, რომ საქმეები წინ წაწიოთ. ასეთი ფრთხილი მოქმედებების წყალობით შეცდომების ალბათობა თითქმის ნულის ტოლი იქნება.

მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2020
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი

ლომი: დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირებული იქნება. დიდი სურვილის მიუხედავად, ძალა არ გეყოფათ, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ სამსახურშიცა და სახლშიც. და რა საქმესაც შეეჭიდებით, დიდი ალბათობაა, რომ რომელიმე პრობლემა „დააკონსერვოთ“ უკეთეს დრომდე, თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი უკიდურესად კონსერვატიული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ენერგია რამე სახის შემოქმედებითი ღონისძიებისა და ხელოვნების დახმარებით, სხვისი შთაგონებებით აიმაღლოთ.

ქალწული: დღეს ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ კონსერვატიულად მოქმედებით, მაგრამ აის გამო შეიძლება საშინლად მოიწყინოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, განწყობა მცირეოდენი ცვლილებებით აიმაღლოთ. დაელაპარაკეთ მეგობრებს და იკითხეთ, როგორ იმრავალფეროვნებენ ისინი ცხოვრებას. შესაძლოა, მათ გირჩიონ რამე კარგი ფილმის ყურება, ან მაღაზია, ან შეიძლება წვეულებაზე მიგიწვიონ. კარგი იქნება, თუ ექსპერიმენტებს ექნება ადგილი თქვენს პირად ცხოვრებაში, ხოლო სამუშაოზე მხოლოდ ნაცად მეთოდებს გამოიყენებთ.

სასწორი: ნებისმიერ საქმეში საუკეთესო ვარიანტი იქნება ყველაზე ნაცადი ხერხების გამოყენება. თქვენც სწორედ ასეთი განწყობით აპირებთ მუშაობას, ასე რომ ექსპერიმენტის მცდელობა, დიდი ალბათობით არც გამოგივათ. უფრო მეტიც, საერთოდ არ მოგივათ თავში ასეთი რამ აზრდა. სამაგიეროდ, ყველა ძველი და გამოცდილი გზა თქვენ წინაშე გახსნილი იქნება. კონსერვატიული მეთოდებით დღეს იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე თუნდაც ბრწყინვალე ექსპრომტით.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

მორიელი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს უამრავი „მასწავლებელი“ გეყოლებათ. სრულიად შესაძლებელია, რომ არაერთ მოსაწყენ საუბარში მოგიწიოთ მონაწილეობა, რომელშიც „უტყვი და თავის დამკვრელი“ მსმენელის როლის შესრულება მოგიწევთ. არ ღირს დღეს გარშემომყოფებისთვის ახალი იდეების ან გეგმების გაზიარება. უკეთეს შემთხვევაში მათი მხრიდან ირონიას წააწყდებით, ხოლო უარეს შემთხვევაში – თავდასხმებს.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათ მოქმედებებში შეიძლება დაინახოთ მერყეობა, ხოლო მიღებულ ზომებში – უღიმღამობა. ირგვლივ მყოფებში კი თქვენი მისწრაფებები და „რევოლუციური“ ჩანაფიქრები შიშს გამოიწვევს. მოგიწევთ შეგუება იმასთან, რომ დღეს ვერავის გადარწმუნებას ვერ შეძლებთ და თუ თქვენს გეგმებში 100 პროცენტით ხართ დარმწუნებული, მარტოს მოგიწევთ მოქმედება, ან პროექტის სხვა დროისთვის გადატანა.

თხის რქა: რა გადაწყვეტილების მიღებაღ არ უნდა მოითხოვოს ვითარებამ თქვენგან დღეს, დიდი ალბათობით, ამას ვერ შეძლებთ. თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება საბოლოო არჩევნის გაკეთება. ამასთან, რაც უფრო სწრაფად მოქმედება იქნება საჭირო, მით უფრო „შენელდებით“. თუ გარშემომყოფები არ შეეცდებიან თქვენს აჩქარებას და ირგვლივ ქაოსს არ შექმნიან, დაფიქრებითა და მკაფიოდ იმოქმედებთ. ძალიან ნელა, მაგრამ მაინც იმოქმედებთ.

ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2020
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული

მერწყული: დღეს ყველაფერში პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომის ძებნას დაიწყებთ. ეს რომანტიკულ ურთიერთობებსაც კი ეხება: დღეს საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვა რომ გადაწყვიტოთ, მაგალითად, ყვავილების თაიგულის ნაცვლად ფორთოხლის ქოთნის ხეს შეარჩევთ, ხოლო სამკაულის ნაცვლად – საოჯახო ნივთს. ამასთან, საჩუქარში დიდი ფულის დხარჯვას ვერაფერი გაიძულებთ. სამაგიეროდ, ასეთი საქმიანი დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ყოფითი პრობლემები მოაგვაროთ.

თევზები: მშვიდი დღე გელოდებათ, შეგიძლიათ, არსად იჩქაროთ – საქმეები თავისი ჯერით მიდის. შესაძლოა, ვინმეს მოვლენების ასეთი აუჩქარებელი განვითარება მოსაწყენად მოეჩვენოს, მაგრამ თუ თევზები მზად იქნებით, შეძლებთ დროის სასარგებლოდ გამოყენებას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ: ფიტნესი დილით, შოპინგი შუადღისას და არომატული აბაზანა საღამოს – ასეთი „მენიუს“ წყალობით შემდეგ დღეს მხნედ შეხვდებით.

ყველა ახალი ამბავი
0