დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 თებერვალი

© photo: Sputnikსაქართველოს ზამთრის პეიზაჟები
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 15 თებერვალია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში. ვისაც გარშემომყოფებზე გავლენა უყვარს, დღეს გაუჭირდება – მათ შეიძლება ძალზე უხეში პასუხი გასცენ, ფიზიკური ძალის ჩათვლით. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, მოერიდეთ იმ ადამიანებს, ვისაც სხვებისთვის ჭკუის სწავლება და ხელმძღვანელობა უყვართ და ამავე დროს, თვითონაც გამორიცხეთ მბრძანებლური ტონი ხმაში. დღე კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: დღეს გაგიჭირდებათ სხვის მოსაზრებაზე დათანხმება, სამაგიეროდ ნებისმიერს აიძულებთ, რომ თქვენს მოსაზრებას დაეთანხმოს. თუნდაც ძალზე დიპლომატიური იყოთ, დღეს პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებსა და „მეს“–ს დააყენებთ. გასაკვირიც არ იქნება, რომ ასეთი პოზიციით სხვა ადამიანებს შეეჯახოთ. თუმცა ამასაც ფილოსოფიურად შეხედავთ: თუ გარშემომყოფები არ გეთანხმებიან, ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

კურო: ნებისმიერ წვრილმანზე შეიძლება გაღიზიანდეთ. სხვათა შორის, გაუგებრობა თქვენ გარშემო მართლაც ბევრი შეიძლება იყოს. რაღაც მომენტში, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ სიტუაციაზე კონტროლი ხელიდან გაუშვით და თქვენს ძალისხმევაზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და მეტად მოქნილი იყოთ: თუ სიტუაციის შეცვლა თქვენს ძალებს აღემატება, ე.ი. უნდა შეეგუოთ ამას და როგორმე მოერგოთ.

ტყუპი: დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, მოქნილობა გჭირდებათ, თუმცა ამის განწყობა სულ არ გაქვთ – სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა გაიძულებთ, „დამნაშავე“ ყველა კუთხე–კუნჭულში ეძებოთ – იქაც კი, სადაც მათი კვალიც კი არაა. საკუთარი თავის შეცოდებისა და გარშემომყოფების „თავდასხმების“ მოგერიების ნაცვლად, აჯობებს, მოთმინებით აღიჭურვოთ – დადექით წვრილმან ან თუნდაც სავალალო შეცდომებზე მაღლა და არ დაგავიწყდეთ იუმორის გრძნობა, რომელიც ტრაგედიას კომედიად გადააქცევს და თქვენ შესაძლო ჩხუბისგან დაგიცავთ.

კირჩხიბი: დღეს საკუთარ თავსაც აჯობებთ დაგეგმვის სფეროში. რა გეგმაზეა საუბარი – ხელმძღვანელობისთვის სამუშაოს შედგენა, ოჯახისთვის რემონტისა თუ საკუთარი თავისთვის საღამოს გატარების გეგმა – მნიშვნელობა არა აქვს – ამ საქმეში ბადალი არ გეყოლებათ. ამავდროულად, ვარსკვლავები გირჩევენ, უსაფრთხოების ზომები დაიცვათ სახლთან, ავტომობილთან თუ სამუშაო ადგილთან მიმართებით. პროფილაქტიკური ზომები მომავალში ძალზე შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა

ლომი: დღეს სურვილი შეიძლება გაგიჩნდეთ, რომ ვინმეს მფარველობა გაუწიოთ – ამას თქვენში სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა გამოიწვევს. შესაძლოა, შეესწროთ ფაქტს, რომ ვინმეს უსამართლოდ მოექცნენ, ან ვინმემ დახმარება გთხოვოთ, ან, უბრალოდ, კონფლიქტის რომელიმე მხარეს დადგეთ. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დამცველის მთავარი როლი მხარეების შერიგებაა და არა კონფლიქტში ცეცხლზე ნავთის დასხმა.

ქალწული: დღეს საბრძოლო განწყობით ხართ და მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან და რისთვის იბრძოლებთ – მზად ხართ, ნებისმიერ სიტუაციაში პრინციპებს არ უღალატოთ. შესაძლოა, ვინმემ თქვენი საყვარელი ადგილი დაიკავა, ან სიტყვა შეგაწყვეტინათ, ან თქვენ წინააღმდეგ ცბიერ, მზაკვრულ გეგმას ამზადებს – მნიშვნელობა არა აქვს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. დაუნდობელი იქნებით როგორც ნამდვილ, ისე გამოგონილ მტრებთან. თუმცა დასანანია, რომ ხელს ვერ დააჭერთ ღილაკს „გამორთვა“, როცა თქვენი გამძაფრებული პრინციპულობა შეიძლება ურთიერთობებს დაემუქროს.

სასწორი: დღეს ნამდვილი მაქსიმალისტები იქნებით. ყველაფერში მოიდომებთ გარკვევას – იმშიც კი, რაც საერთოდ არ გეხებათ. ასეთი განწყობის წყალობით უფრო ადვილად შეძლებთ გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ იქნებით ბევრად კატეგორიული და ცალსახა. პრობლემები რომ არ შეგექმნათ გარშემომყოფებთან, უფრო რბილი დამოუკიდებულება აჯობებს გარშემომყოფებთან. არ ღირს ირგვლივ ყველაფრის „შავად“ და „თეთრად“ დაყოფა, გახსოვდეთ, რომ სხვა ფერებიც არსებობს.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

მორიელი: დღეს თავშეკავებული უნდა იყოთ, რათა გარშემომყოფებს პირში არ მიახალოთ ყველაფერი, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. თავშეკავევა კი ადვილი არ იქნება: ვითარებებმა, შესაძლოა, თქვენი პროვოცირება გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე საკითხზე თქვენი აზრი იკითხოს. თუ პასუხის გაცემის ცდუნებას აჰყვებით, თქვენი დაუნდობელი კრიტიკით შეიძლება თანამოსაუბრე გაანადგუროთ. სჯობს, ამ დღეს ოქროს შუალედი დაიცვათ და კრიტიკას სულ ცოტა დამაიმედებელი ქებაც დაუმატოთ.

მშვილდოსანი: თუ ბოლო დროს რამე დავაში ან კონფლიქტში შუამავლის როლში გამოდიოდით, დღეს ამ ვითარებას უნდა გაეცალოთ. დამზავებლის როლი თქვენთვის არაა. უფრო მეტიც, შემრიგებელი შეიძლება თვითონ თქვენ დაგჭირდეთ, იმდენად კატეგორიული იქნებით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თავდაჯერებული და უკმეხი გამონათქვამებით შეიძლება ძალიან ავნოთ საკუთარ თავს, ასე რომ, საკამათო საკითხებში აჯობებს, ენას კბილი დააჭიროთ.

თხის რქა: დღეს მზად ხართ, ნამდვილი საოჯახო ტირანის როლი მოირგოთ. ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფები ასეთ ამპლუაში დაგინახავენ. ზუსტად გეცოდინებათ, ვინ და რა უნდა გააკეთოს და ამას ეჭვიანად მიადევნებთ თვალს. ყველაზე ცუდი ისაა, თუ ახლობლებთან პრობლემები დაგიგროვდათ. დღეს შეიძლება მათი გადაჭრა მოინდომოთ და ზეწოლის მეთოდი გამოიყენოთ იქ, სადაც დიპლომატიურობა უფრო გაჭრიდა.

სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს

მერწყული: დღეს ესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეთ. ეს შეიძლება საყვარელი ადამიანის ხრიდან ალერსით ნათქვამიც იყოს, ან კოლეგების კონსტრუქციული კრიტიკა, ასევე ხელმძღვანელობის უკმაყოფილება (მიზეზით თუ უმიზეზოდ). არ ღირს ნერვიულობა და მით უფრო, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა. სჯობს, სანამ რამეს გააკეთებთ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, ხოლო სანამ იტყვით, დაფიქრდეთ – იქნებ, სჯობს, საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ?

თევზები: დღეს ვითარება თქვენთან ფინანსური საკითხების გადაჭრას მოითხოვს. განსაკუთრებით მძაფრად დადგება იმს საკითხების გადაჭრის აუცილებლობა, რომლებიც დიდი ხანია მომწიფდა და მტკიცე ზომების მიღებას საჭიროებს. ახალი სამუშაოს ძებნა, დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა. საუბარი ხელმძღვანელობასთან ხელფასზე და ა.შ. – ნებისმიერ საკითხზე გეყოფათ ძალა და სიმტკიცე. მისწრაფება ფინანსური დამოუკიდებლობისკენ დაგეხმარებათ, რომ გადალახოთ გზაზეგაჩენილი  ნებისმიერი დაბრკოლება.

ყველა ახალი ამბავი
0