დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 თებერვალი

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიმთაში
მთაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 თებერვალია, შაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს სასურველია მშვიდი მუშაობა და უფრო უკეთესი – დასვენება და არაფრის კეთება. მაგრამ ერთია სურვილი და მეორე – რეალობა. სამწუხაროდ, მოსალოდნელია ქაოსი ფიქრებში, საქმეებში, ურთიერთობებში. იმის გათვალისწინებით, რომ ემოციური ფონი ძალზე დაძაბული იქნება, ეს ქაოსი შეიძლება დამანგრეველიც აღმოჩნდეს. ასეთ დღეებში ადამიანები წვრილმანებზე ჩხუბობენ, იქცევიან არალოგიკურად, აღარ ფრთხილობენ და კარგავენ ზომიერების გრძნობას. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ დღეს დაისვენებთ და რამე მარტივ საქმეებზე გადაერთვებით.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს – მთელი დღე გექნებათ შეგრძნება, რომ სულ სადღაც გაგვიანდებათ, რომ გარბიხართ, მაგრამ ვერ ასწრებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს პროექტის ჩაბარების ვადებს, ან სასიყვარულო პაემანზე დაგვიანებას, ჩვეულებრივ ან საქმიან შეხვედრას, ან, უბრალოდ, სახლში თავსაყრელ საქმეებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აი, სულ ცოტაც, და ყველაფერს მორჩებით, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება – დღეს, როგორც ჩანს, ბოლო არაფერს არ უჩანს...

საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია

კურო: ხომ გსმენიათ, ჭეშმარიტება კამათში იბადებაო. ჰოდა, გაითვალისწინეთ, რომ დღეს კამათში ყველაფერი შეიძლება დაიბადოს, მაგრამ არა – ჭეშმარიტება. კამათის ატმოსფერო კი შეიძლება ისე დაძაბოთ, რომ ვიღას ახსოვს ჭეშმარიტება – უბრალო საქმეებისთვის არ შემოგრჩება ძალა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, რომ რამე დისპუტში ჩაებათ, მაგრამ ნამდილად არ ღირს ამის გაკეთება – თუ სიტუაცია გამწვავდა და კონტროლს აღარ დაექვემდებარა, მერე დიდი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ ამის გამოსასწორებლად.

ტყუპი: დღეს მეტი ყურადღება და სისწრაფე გჭირდებათ – არის შანსი, რომ გარშემომყოფებიდან ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ. შემდეგ კი მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული: თუ მშვიდად შეეგუებით დათმობას, არაა გამორიცხული, რომ მომავალში ინანოთ. ასე რომ, სჯობს, არ მოდუნდეთ და არ დათმოთ მოპოვებული პოზიციები. მზად იყავით, რომ კონკურენტებს „მაგრად“ დაუდგეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მრავლისმთქმელი მოქმედებები და სიტყვები საკმარისი არ იქნება.

კირჩხიბი: შრომის განწყობა არა გაქვთ. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალ–ღონე გამოგეცალათ, სასწრაფო საქმეებსაც კი უღიმღამოდ გააკეთებთ. თქვენი დევიზი გახდება: „არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ზეგაც შეიძლება“. თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ მოდუნდეთ, მაშინ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – დღეს მაინც არაპროდუქტიული იქნებით, დასვენება კი ნამდვილად წაგადგებათ.

მდინარე არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2019
ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები

ლომი: ადვილი არ იქნება ცხოვრების ნორმალურ რიტმზე აყოლა, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის. საჭირო განწყობაზე რომ დადგეთ, იქნებ სცადოთ დილით კონტრასტული შხაპის მიღება, ცოტა ხნით მაინც მაჟორული, გამამხნევებელი მუსიკის მოსმენა. ეს აპათიის დაძლევაში დაგეხმარებათ და დღის სწორ ტემპს მოგცემთ. იქნებით ენერგიული, მიზანსწრაფული და პოზიტიური.

ქალწული: დღეს საქმეებში იხელმძღვანელებთ დევიზით – სამუშაო არსად გაიქცევა. ბოლომდე გააჭიანურებთ, სანამ რომელიმე ამოცანის გადაჭრას შეუდგებით, და როდესაც ბოლოს და ბოლოს, მის რეალიზაციას დაიწყებთ, იმაზე მეტი დრო და ძალა დაგჭირდებათ, ვიდრე მას სხვა დროს მოანდომებდით. დიდი ალბათობით, მოიფიქრებთ რამე მიზეზს და ამ საქმეს გადადებთ – ეს სწორიც იქნება, რადგან სხვა დღეს ამ ამოცანას უფრო იოლად გაართმევთ თავს.

სასწორი: დღეს, დიდი ალბათობით, საკუთარი თამაშის წამოწყება მოგიწევთ ისე, რომ სხვებს საქმის კურსში არ ჩააყენებთ. ვითარებამ, შესაძლოა, პირველ რიგში საკუთარი ინტერესების დაცვა მოგთხოვოთ. აქედან გამომდინარე, სხვების ინტერესები, ბუნებრივია, ავტომატურად მეორე პლანზე გადავა. რადგან ასეა, სჯობს, ეს დღე იმისთვის გამოიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოთ. მთავარია, თქვენი თამაში დელიკატური და დახვეწილი იყოს, რომ ჭორებისა და ინტრიგების დონეზე არ დავიდეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2018
რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში

მორიელი: ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერება ფულში არ არის, არამედ მის რაოდენობაშია, მოსვენებას დაგიკარგავთ. მთელი დღე, შესაძლოა, გამდიდრებასთან დაკავშირებით ოცნების კოშკები აგოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში არ უნდა იჩქაროთ – ჯერ იდეებს „დაღვინება“ აცადეთ. როგორც ჩანს, თქვენი სურვილი, რომ მილიონერთა (თუ მილიარდერთა არა) სიაში ჩაეწეროთ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ძალიან შორსაა რეალობისგან.

მშვილდოსანი: დღეს საუკეთესო რეჟიმი თქვენთვის საგანგებო და კრიტიკული ვითარება იქნება. მართალია, ამას თვითონ ვერ გააკეთებთ. მაგრამ თუ ეს რეჟიმი სამსახურში ან სახლში დადგა, შეძლებთ ყველა ფარული ნიჭის გამოვლენას და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსთან შესანიშნავად გამკლავებას. თუ სიტუაცია თქვენგან შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას არ მოითხოვს, მაშინ დღე აბსოლუტურად მშვიდად ჩაივლის – ასეთი უცნაური დღე გელოდებათ.

თხის რქა: დღეს რამის დაკარგვის რისკი არსებობს. ეს შეიძლება სულ უბრალო ნივთს ეხებოდეს, მაგრამ ასევე უფრო სერიოზულ რამესაც, მაგალითად, ხელიდან გაშვებულ სარგებელს ან რეპუტაციას. უსიამოვნებებს რომ თავი აარიდოთ, საჭიროა მთელი ყურადღება მოიკრიბოთ მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ხართ ამისთვის განწყობილი.

თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას

მერწყული: დღეს ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ვითარება არაპროგნოზირებადი იქნება, მოვლენები მოულოდნელი კუთხით განვითარდება. ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მოგიწევთ, სიტუაცია, რომელსაც შეეჯახებით – ამ ყველაფერს არაფერი ექნება საერთო იმასთან, რასაც გეგმავდით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიურპრიზები შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, ეს დღე თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.

თევზები: დღეს შეიძლება წააწყდეთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა გარშემომყოფების ზედაპირულობა და უზრუნველობა. ადამიანები თქვენ ირგვლივ ძალზე მსუბუქად უყურებენ სერიოზულ საკითხებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვითარების შეცვლა ან ვინმეს გადარწმუნება შეძლოთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, ესაა გააკონტროლოთ ის, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. და რა თქმა უნდა, მოთმინებით აღიჭურვოთ.

ყველა ახალი ამბავი
0