დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 იანვარი

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმი ახალ წელს
ბათუმი ახალ წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 7 იანვარია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

დღის პირველ ნახევარში მგზავრობა შესაძლოა გართულდეს და ცუდი განწყობა შეგიქმნათ. კარგი იქნება, თუ ზედმეტ ემოციურობას თავს გაართმევთ, ასევე მოერიდებით ჭარბი ემოციების გამოვლენას ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. ასე ზოგიერთ მცირე პრობლემას ადვილად გადალახავთ.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ გააქტიურდებით. ასე მოახერხებთ ახლობლებთან ჩხუბისთვის თავიდან აცილებას. თუ კონფლიქტი მაინც წარმოიშვა, გაიხსენეთ, რომ დღეს შობაა, დიდი დღესასწაული. ეს თავშეკავებაში დაგეხმარებათ. თანაც, კონფლიქტის მიზეზი, დიდი ალბათობით, რაღაც უმნიშვნელო წვრილმანი იქნება, რომელიც მეორე დღეს აღარც გემახსოვრებათ.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 4–10 იანვარი>>

ვერძი: ისეთი შთაბეჭდილება გაქვთ, თითქოს სრულ სიბნელეში იმყოფებით? სცადეთ სხვა გრძნობის ორგანოების გამოყენება. შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობა გაწუხებთ, მაგრამ აქ საკუთარი ინტუიცია შეიძლება ჩართოთ. მოუსმინეთ შინაგან ხმას, ის გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. გარშემომყოფების რჩევების მოსმენაც არ დაგავიწყდეთ, მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც თქვენ უნდა მიიღოთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

კურო: სანამ შედეგებს ელოდებით, არ მისცეთ თავს ზედმეტი იმედების უფლება. ყველაზე მთავარი ცვლილებები წამიერად არ ხდება, ნამდვილი პროგრესისთვის დროა საჭირო. შესაძლოა, ბევრ თქვენგანს ამის გამოცდილება უკვე აქვს, როდესაც მოვლენებს უსწრებდით წინ და შემდეგ არაფერი გრჩებოდათ ხელში. ახლა გაურკევეველ სიტუაციებში მოთმინება გმართებთ. არ მოაწეროთ ხელი არანაირ ოფიციალურ დოკუმენტს, სანამ არ მიიღებთ დადასტურებას, რომ მოგებული დარჩებით.

ტყუპი: გაამხნევეთ თქვენი მეგობარი, რომელიც ზედმეტად მორცხვია, მაგრამ იცით მისი მომხიბვლელობისა და სულიერი სითბოს შესახებ, და აიძულეთ, რომ ცოტა იარშიყოს. სხვები მის ამ თვისებებს ვერ ხედავენ. თქვენი მხარდაჭერის სიტყვები მას მერყეობისგან გაათავისუფლებს. თანაც, მეგობრის შემხედვარე, შესაძლოა, თქვენც გაგიჩნდეთ საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენის სურვილი – თქვენც ხომ უამრავ შესანიშნავ თვისებას მალავთ გარშემომყოფებისგან.

კირჩხიბი: თქვენი გონება დღეს ჩვეულებრივზე აქტიურია, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ყველა აზრი თავში, როგორც ცხრაკლიტულში, ისეა გამოკეტილი. შესაძლოა, არც გაქვთ სურვილი, რომ საკუთარი ფიქრები და გრძნობები სხვებს გაუზიაროთ, რადგან ეს აზრები ძალზე ცვალებადია. ასეთ შემთხვევაში დრო გჭირდებათ, რომ ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი გრანდიოზული გეგმები და საოცარი იდეები და მხოლოდ ამის შემდეგ გაამჟღავნოთ.

ქალი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

ლომი: ეს დღე უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, საჭირო პასუხების მიღებას იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ. შეგიძლიათ, აბსოლუტურად გულწრფელი იყო მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობებში, ისინი სწორად გაგიგებენ, თქვენს საქციელსა და მოტივებს ღირსეულად შეაფასებენ. დღე მიესადაგება საზოგადოებაში გასვლას, კულტურულ გართობას.

ქალწული: ყველასთვის ცნობილია, რა კარგად გეხერხებათ გარშემომყოფების დამშვიდება და კონფლიქტის ჩაქრობა მეგობრებს შორის. ,აგრამ ყოველთვის არ შეგიძლიათ სხვისი პრობლემების გადაჭრა. სწორედ რომ დროა, შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ რომელიღაც ორი ადამიანი, უბრალოდ, ვერ გახდება მეგობარი. თქვენს არგუმენტებს ამ ფაქტის შეცვლა არ შეუძლია. ისინი ირაციონალურად ფიქრობენ, ასე რომ, თავი შორს დაიჭირეთ სხვისი კონფლიქტებისგან.

სასწორი: ირგვლივ მყოფებთან ერთობლივი გამოცდილება გაკავშირებთ და დღეს ამ კავშირის გამტკიცება ნამდვილად ღირს. მოუყევით ადამიანებს, რას ელოდებით მათგან და საერთოდ, ცხოვრებისგან. დროა, იმსჯელოთ ურთიერთობებზე, ისაუბროთ ხელფასის მომატებაზე ან კარიერულ წინსვლაზე, ან აღიაროთ რამე, რასაც დიდი ხანი საიდუმლოდ ინახავდით. აჩვენეთ თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხართ. დაინახავთ, რომ ამას გარშემომყოფები აღფრთოვანებით შეხვდებიან.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე საიმედო მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: პროფესიულ ინტერესებს ახლა პირადზე მაღლა აყენებთ? ფრთხილად იყავით, რომ ასეთი დამოკიდებულება დიდხანს არ გაგრძელდეს – შედეგი არც ისე გრანდიოზული იქნება, როგორც ელოდებით. თუ ფიქრობთ, რომ კოლეგების პირველ ადგილზე დაყენებით მათთან ჰარმონიულ ურთიერთობებს აყალიბებთ, მართალი არ ხართ. უზენაესმა ძალებმა იციან, რომ მეტ კმაყოფილებას იმსახურებთ ცხოვრებაში და ახლა სწორედაც რომ დროა, დამსახურებული მოითხოვოთ, იფიქრეთ, როგორ აღადგინოთ ბალანსი.

მშვილდოსანი: თუ გარშემომყოფები შენიშვნებს გაძლევენ, ამას ფილოსოფიურად შეხედო, რთულია. თქვენი პატივმოყვარეობა ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს. თუ დღეს ვერ მოახერხებთთავის ხელში აყვანას და ემოციებს გასაქანს არ მისცემთ, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნებ, მოვლენების ადგილს გაეცალოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, გრძნობებზე და საკუთარ სიამაყეზე – ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

თხის რქა: ძალიან ჭკვიანი ხართ, მაგრამ დღეს განვითარებულ სიტუაციაში თქვენზე ჭკვიანიც შეიძლება გამოჩნდეს. კარგად გაიაზრეთ, როდის უნდა გაჩუმდეთ და სხვას მოუსმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ თავი სულელურ მდგომარეობაში ჩაიყენოთ. საშიშროების გრძნობამ, შესაძლოა, გაიძულოთ, სხვის საქმეში ჩაყოთ ცხვირი, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით. იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცით, ჭკუის მაჩვენებელია. აჩვენეთ ადამიანებს, რომ გონიერი ხართ.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

მერწყული: შესაძლოა, ორ ადამიანს შორის პირადი სცენის შემსწრე გახდეთ და მოგონებების საღერღელი აგეშალოთ. თავი შეიკავეთ და გეცალეთ იქაურობას. თავშეკავების უნარი დღეს ბევრ სიტუაციაში გიხსნით. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც გავლენიანი ადამიანი სანდო პიროვნებას ეძებს. შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ნდობის ღისრი ხართ. ეს თქვენ წინაშე გრანდიოზულ კარიერულ შესაძლებლობებს გახსნის.

თევზები: გადადეთ სამომავლოდ ყველა გეგმა, რომელიც თქვენს მოგზაურობას უკავშირდება. არ არის საუკეთესო დრო მოძრაობისთვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. დარჩით იქ, სადაც ხართ, რადგან ძალზე მომგებიან მდგომარეობაში იმყოფებით. თუ მუდმივად იფიქრებთ იმაზე, თუ საით გაეშუროთ, ვერ დააფასებთ სათანადოდ იმას, რასაც ბრძოლით მიაღწიეთ.

ყველა ახალი ამბავი
0