დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 იანვარი

გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 იანვარია. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ საკუთარი მოთხოვნები თავდაჯერებულად და კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ. ასევე იდეალური დროა ახალი ნაცნობობისთვის. არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტიურობაც – საახალწლო დღეებში ხშირად სიზარმაცე გადაწონის ხოლმე და ვარჯიში და სპორტი აღარ გვახსენდება

ვერძი: ახალი იდეებისა და ახალი ადგილების გამოკვლევის დროა. თავგადასავლების წყურვილი თუ გაწუხებთ, შეუდექით მოგზაურობას. ახალი ადამიანების გაცნობა ენერგიით აგავსებთ. ბოლოს და ბოლოს შეძლებთ გააცნობიეროთ, თუ რა გჭირდებათ ამ ცხოვრებაში. თქვენი გონება ცხოვრების ახალი სტილისთვის გაიხსნება და მზად იქნება. ეს ძალიან საინტერესო შტრიხებს შემოიტანს თქვენს ყოფაში.

საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო
2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო: ახლა არანაირი საჭიროება არაა, რომ იწრიალოთ, მოუსვენრად იყოთ. მიზნების ასრულება მოახლოებულია და კარგი იქნება, თუ მათ ამჟამად თავს დაანებებთ. თუ მათ სრულყოფაზე კიდევ იზრუნებთ, შეიძლება სულ გააფუჭოთ საქმე. ეცადეთ, მხოლოდ იმაზე იფიქროთ, თუ როგორ გაატაროთ დრო. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თქვენში „ბობოქრობას“ ჩააცხრობს.

ტყუპი: თუ ახალი წინადადება შემოგთავაზეს და ის ღირსეულად მიგაჩნიათ, მაშინ უნდა მიიღოთ. არ იფიქროთ იმაზე, რომ კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ. მოუსმინეთ მეგობრებისა თუ ახლობლების რჩევას. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ისინი მიხვდებია, რომ თქვენზე დიდი გავლენა აქვთ. ასე სწორად მოიქცევით და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ესაა. ამჟამად არ უნდა იღელვოთ და არ უნდა შექმნათ სრული დამოუკიდებლობის ილუზია.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2021 წელს>>

კირჩხიბი: თქვენი აზროვნების უნარი ახლა სათანადო სიმაღლეზეა. ასევე „მწვერვალებს იპყრობთ“ მჭევრმეტყველებაში – საჭირო სიტყვა მაშინვე თავისთავად ჩნდება და ირგვლივ მყოფნი თქვენი ენამახვილობით დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ექცევიან. თუ ამ დღეს რამე შეხვედრა გაქვთ დანიშნული, საქმიანი თუ პირადი, იცოდეთ, რომ საოცარ გავლენას მოახდენთ თქვენი ენამოსწრებულობითა და ორატორული უნარებით.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს

ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ მხარეს, საჭიროა ყველაფრის ბოლო თეთრამდე დეტალურად გათვლა–გათვალისწინება/ როდესაც ყველაფერს შეამოწმებთ, ეცადეთ, სასწრაფოდ დაფაროთ ვალები და მოითხოვოთ თქვენი ფული, რომელიც გასესხებული გაქვთ, განსაკუთრებით, თუ დიდი ხანი ითმენდით ვალის დაუბრუნებლობას. ზოგადად, ამ საკითხებში შემწყნარებელი ხართ, ბევრს ინდობთ, მაგრამ ახლა დროა, აღკვეთოთ სხვების მხრიდან თქვენ ხარჯზე ხელის მოთბობის მცდელობები. ეს სასწრაფოდ უნდა გააკეთოთ.

ქალწული: შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებიც დახმარებას გთხოვენ, უფრო სწორად, უნდათ ისარგებლონ იმით, რაც თქვენ გეკუთვნით. ამან თქვენზე, შესაძლოა, ძალიან დამთრგუნველად იმოქმედოს, ასევე არაორგანიზებულ ადამიანებთან საკუთარი რესურსების განაწილებამ მათთან ურთიერთობებზე სტრესული ეფექტი იქონიოს. ძალიან ნაკლები ალბათობაა, რომ ამგვარი ვითარებიდან დანაკარგის გარეშე გამოხვიდეთ. მონიშნეთ საზღვრები და ვალდებულებებს აიცილებთ თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვალდებულებები დიდხანს გაგყვებათ.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

სასწორი: თქვენი დრო ძალზე ფასობს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასე დაკავებული ხართ. და ვინ იმსახურებს ესოდენ ძვირფას თქვენს დროს, თუ არა ნათესავები და მეგობრები? ამიტომ დაუთმეთ მათ დრო, გაატარეთ მათ გვერდით უქმე დღე. არ დაივიწყოთ საყვარელი ადამიანიც – დატკბით ურთიერთობებით იმ ადამიანთან, რომელიუც თქვენს ცხოვრებას ალამაზებს.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეძლებენ განხეთქილებისთვის განწირული კავშირის გადარჩენას 2021 წელს

მორიელი: გააკეთოთ ის, რაც გინდათ, მაშინ, როცა გინდათ, უბრალოდ, შეუძლებელია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უამრავი ვალდებულება გაქვთ აღებული ამდენი ადამიანის წინაშე. მაგრამ თუ თავს ძალას დაატანთ, მაინც შეძლებთ იმის გაკონტროლებას, თუ როგორ მიედინება დღე. ახლა რაც ყველაზე მთავარია, თავი უნდა აარიდოთ კონფლიქტებს. მიჰყევით დინებას და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

მშვილდოსანი: ახლა, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება გავლენა გარედან და ამას მკაფიოდ შეიგრძნობთ, მხოლოდ სასიამოვნო დროის გატარებაზე უნდა იფიქროთ. თქვენ არანაირი შეხება და პასუხისმგებლობა არა გაქვთ გარშემო განვითარებული დრამის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემის იგნორირებას ახდენთ, უბრალოდ, უნდა განსაზღვროთ, შეგიძლიათ თუ არა რამის შეცვლა. სითბო და მზრუნველობა გამოიჩინეთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს>>

თხის რქა: თქვენს კარიერაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, რამაც თქვენგან ოჯახის დროებით დატოვება შეიძლება მოითხოვოს. მოგზაურობა, ჩვეულებრივ, დიდ კმაყოფილებას განიჭებთ, მაგრამ ამჯერად დიდი ჯაფა გელოდებათ. ზეწოლას იგრძნობთ როგორც საყვარელი ადამიანების, ისე კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან. მზად იყავით იმისთვის, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მის შედეგებთან აუცილებლად გექნებათ შეხება. მაგრამ არ ინერვიულოთ – თქვენ ხომ პრაქტიკულად არასდროს უშვებთ შეცდომებს.

გოგონა ლიანდაგებზე - Sputnik საქართველო
ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი

მერწყული: როგორ განკარგავთ თქვენს თავისუფალ დროს? ამ კითხვაზე, შესაძლოა, დიდხანს მოგიწიოთ ფიქრი. მოდელი, რომელიც ცხოვრებაში შექმენით, დღოთა განმავლობაში მოსაწტენი გახდა. ახლა რაც გჭირდებათ, ეს პერსონაჟების ახალი შემადგენლობა და გართობის ახალი განრიგია. შეგიძლიათ ურთიერთობები აღადგინოთ ძველ ნაცნობთან, რომელსაც ყოველთვის შეეძლო თქვენი გაღიმება. იქნებ, ძველის ანაზღაურების დრო დადგა?

თევზები: თუ თავს უფლებას მისცემთ, რომ რაღაც საიდუმლოში ჩაიძიროთ, ეს ნიშნავს, რომ ეს საიდუმლო გაბატონდება თქვენზე. ნუ ეცდებით იმაში გარკვევას, თუ რატომ ხდება ყველაფერი ისე, როგორც ხდება. ახლა არ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ ამგვარ მელოდრამებზე დახარჯოთ დრო და თან არც გადაწყვეტილებით დარჩებით კმაყოფილი. უბრალოდ, დაძლიეთ ეს ვითარება და ეცადეთ, შეეგუოთ ცხოვრების ორაზროვან ელემენტებს.

ყველა ახალი ამბავი
0