დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 იანვარი

© Sputnik / STRINGERსაახალწლო ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის პირველი დღე, 1 იანვარია. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

საუკეთესო დღეა ადამიანური ურთიერთობებისთვის – როგორც ახალ, ისე ძველ ნაცნობებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს შორის.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: თუ სწორად შეუხამებთ ერთმანეთს ძალისხმევასა და დროს, საოცარი წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ. განწყობა გრძელვადიანი მიზნების მიღწევისთვის სათანადო გექნებათ, ამიტომ არ ღირს ეჭვის შეტანა საკუთარ ძალებში. ჯერ შედეგებს ვერ ხედავთ, მაგრამ ისინი უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო
2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო: დიპლომატიურობა, გულუხვობა და თავდაჯერებულობა სასურველი მდგომარეობის დაკავებაში დაგეხმარებათ როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. საკუთარი მომხიბვლელობა მთელი სიმძლავრით გამოიყენეთ და შედეგებიც არ დააყოვნებს. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. იგრძნობთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

ტყუპი: არავის უყვარს მეგობრებთან ჩხუბი და მით უმეტეს – თქვენ. მაგრამ სიტყვიერი დაპირისპირება ახლა, შესაძლოა, არც ისე ცუდი იყოს. როდესაც ვითარებაზე ხმამაღლა მსჯელობთ, ყველაფრის გამორკვევისა და გზის გაგრძელების შესაძლებლობა ჩნდება. ამიტომ არ ღირს უსიამოვნო საუბრისთვის თავის არიდება – სანამ არ განიხილავთ პრობლემას, ის არსად გაქრება.

კირჩხიბი: სამყარო ირგვლივ შესანიშნავი შესაძლებლობებითაა სავსე და ახლა სწორედაც რომ დროა, უკვე მოფიქრებული პროექტების რეალიზაციას შეუდგეთ, განსაკუთრებით კომუნიკაციების სფეროში. ირგვლივ მყოფნი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. შეიძინეთ რამე და განახლეთ გარდერობი.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს

ლომი: ყველა არ აპირებს თავის დანაპირებს და ამ დღეს შეძლებთ სხვა თვალით შეხედოთ ადამიანებს, რომლებიც პირფერები აღმოჩნდნენ. ენდეთ იმას, რასაც ხედავთ და მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი ჩამოაყალიბეთ. თქვენი გულღია შეფასება დაეხმარება ადამიანებს, მაგრამ საკითხი ასე დგას – მზად ხართ მათი იმისთვის, რა რეაგირებაც მათ ექნებათ ამაზე? ეცადეთ შორს დაიჭიროთ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფაქტებს ვერ ეგუებიან.

ქალწული: ემოციების დღეა, ხოლო გარშემომყოფები ძალზე არაპროგნოზირებულად იქცევიან. საბედნიეროდ, როგორც თითქმის ყოველთვის, ანალიტიკურ აზროვნებაზე ხართ განწყობილი და ეს უსიამოვნებებს აგარიდებთ, ხოლო გვერდიდან თუ შეხედავთ მოვლენებს, შეიძლება კარგადაც იხალისოთ. თუ მათი გაბრაზებისა არ შეგეშინდებათ, შეგიძლიათ შეახსენოთ კიდეც, რომ ამის შესახებ აფრთხილებდით.

სასწორი: თუ დღეს გზას შეუდგებით, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი თანამგზავრი ლაპარაკის დიდი მოყვარული აღმოჩნდება. თუ გინდათ, ამას თავი აარიდოთ, წიგნი წაიღეთ თან. ყველას არ შეუძლია თავაზიანი მოქცევა და შესაძლოა, ვინმეს უხეშმა რეპლიკამ შოკში ჩაგაგდოთ. მისთვის ჭკუის სწავლებას ნუ მოჰყვებით – აზრი არა აქვს, სჯობს, ყველაფერი ცალ ყურში გაატაროთ.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეძლებენ განხეთქილებისთვის განწირული კავშირის გადარჩენას 2021 წელს

მორიელი: ხანდახან გულის გახსნას სითამამე სჭირდება. დღეს კი თქვენ ძალზე გაბედული იქნებით. დარჩით თანამოსაუბრეებთან, როდესაც საუბარი სარისკო კალაპოტში გადავა. მოუსმინეთ მათ და პატივი ეცით მათ მოსაზრებებს, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ. გააცნობიერეთ, თუ ვინმე რამეში არ გეთანხმებათ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ადამიანია.

მშვილდოსანი: დღეს შეძლებთ, რომ თავი აარიდოთ ემოციებით ნაკარნახევ მოსაზრებას და ყველაფერი კარგად გააანალიზოთ. არსებული ვითარების ლოგიკური ანალიზი იმედგაცრუებისგან დაგიცავთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და უფრო ადვილად შეძლებთ ვითარებაში გარკვევას. არ იფიქროთ, რომ სერიოზული აუცილებლად მოსაწყენს ნიშნავს.

თხის რქა: თუნდაც მთელი დღე მოზრდილთა შორის მოგიწიოთ ყოფნა, ზოგიერთ მომენტში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საბავშვო ბაღში იმყოფებით. ზოგიერთი თქვენი მეგობარი პატარა ბავშვით იქცევა და ჭირვეულობს. ნუ ეცდებით იმის გაგებას, თუ რატომ ხდება ასე, ამის გარეშეც უამრავი საზრუნავი გაქვთ და ამაზე დროს ნუ დახარჯავთ. უბრალოდ, მოერიდეთ მათთან ურთიერთობებს.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

მერწყული: სხვადასხვა თაობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც დრო ვერ ცვლის. მოუსმინეთ უფროს თაობას, მათ აქვთ თქვენთვის სათქმელი, შეუძლიათ ბევრ რამეში თავიანთი გამოცდილება გაგიზიარონ. ასე რომ, თუ გვერდით არ გყავთ ბებია, ბაბუა, ან სხვა ნათესავი, აუცილებლად დაურეკეთ რომელიმე ასაკოვან ნათესავს და მიხვდებით, რომ ეს საუბარი ყოველდღიური საზრუნავის ორომტრიალში ძალზე სასიამოვნო და სასარგებლო შესვენების პერიოდი იყო.

თევზები: აჩვენეთ საუკეთესო თვისებები და გარშემომყოფებს ამაზე საუკეთესო რეაგირება ექნებათ. იმის მაგივრად, რომ ადამიანები „შეაშინოთ“, გამოიჩინეთ მეტი სითბო. ღიმილს სასწაულების მოხდენა შეუძლია – ამას მალევე მიხვდებით.

ყველა ახალი ამბავი
0