მთვარის კალენდარი: 31 დეკემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 31 დეკემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობიარობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა 30 დეკემბერს და ზოდიაქოს ნიშნები

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

რეკომენდებულია ურთიერთობები, შემოქმედებითი აქტიურობა, პრეზენტაციების გამართვა და სარეკლამო კამპანიების წარმოება, ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, დასვენება, პრობლემებისგან გათავისუფლება.

არარეკომენდებულია მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, სერიოზული და მასშტაბური მოლაპარაკებების გამართვა, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, გეგმების განხორციელების მცდელობა დღის მეორე ნახევარში.

საახალწლო განწყობა - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 28 დეკემბერი – 3 იანვარი

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

ყველა ახალი ამბავი
0