18 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 18 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-21 დეკემბერის პერიოდი

13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.

მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.

აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.

ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.

18 დეკემბერს დაბადებულები

18 დეკემბერს დაბადებულებს მაღალი იდეალები, მიზნები აქვთ. ისინი არიან კეთილშობილი, პატიოსანი ადამიანები გამორჩეული შესანიშნავი მანერებით; იბრძვიან სამართლიანობისთვის.

ამ ადამიანებს მეოცნებეებს, იდეალისტებს უწოდებენ, თითქოს სხვა, რაინდების ეპოქაში დაიბადნენ, ხოლო ამ ეპოქის იდეალებით დღეს ცხოვრება ძალზე რთულია; მაგრამ 18 დეკემბერს დაბადებული არაორდინარული პიროვნებები ამას ახერხებენ.

ამ ადამიანების ძლიერი მხარეა გულწრფელობა, ისინი იზიდავენ ადამიანები ყურადღებას. მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს გარშემო თანამოაზრეების შემოკრება.

პეიზაჟი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: მშვილდოსანი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

18 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები საკუთარი მისიის ერთგული იდეალისტები არიან. ისინი თავდადებით იცავენ იმ იდეებს, რომლებისაც სწამთ. მათთვის სამყარო ორ ნაწილად იყოფა – თავისიანებად და უცხოებად. თავისიანები იზიარებენ ამ ადამიანების ფასეულობებს, იდეალებს, ინტერესებს, ხოლო სხვები მათთვის უცხო კანონებით ცხოვრობენ.

18 დეკემბერს დაბადებულები არიან ცნობისმოყვარენი, უპირატესობას ანიჭებენ საქმიანობის კვლევით სახეობებს. მათთვის მნიშვნელოვანია ახალი ცოდნისა და გამოციდლების მიღება, თითოეული მუდმივი განვითარებისკენ ისწრაფვის. მათ წესებში არაა მიღწეულზე გაჩერება.

ამ დღეს დაბადებული პროფესიონალები გლობალურ მიზნებს ისახავენ; აზროვნებენ მასშტაბურად, მუდმივად აქვთ ახალ–ახალი იდეები. არიან შესანიშნავი სტრატეგები; ხოლო ტექნიკური შესრულება სხვა სპეციალისტებისთვისაა განკუთვნილი. მათ რუტინული სამუშაო თრგუნავს, ღლის და საქმიანობით უკმაყოფილებას იწვევს. რაც შეეხება საქმიანობის სფეროებს, ირჩევენ ისეთ მიმართულებებს, რომლებიც აუცილებლად მოიცავს კვლევებს, აღმოჩენებს და ეს მათ უნდა შეასრულონ არა კაბინეტებში, არამედ „საველე პირობებში“.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

18 დეკემბერს დაბადებულების ჯანმრთელობის შერყევა ზედმეტ დატვირთვას შეუძლია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ შესაძლებლობებს საზღვარი აქვს; საკუთარი თავის გამოცდა ფიზიკურ და ფსოქოლოგიურ სიმტკიცეზე ნამდვილად არაა საუკეთესო გადაწყვეტილება. ეს ადამიანები მიდრეკილი არიან სხვადასხვა დამოკიდებულებისადმი – ნარკოტიკი იქნება ეს, ალკოჰოლი თუ აზარტული თამაშები. ასევე არანაკლები პრობლემები მოაქვს ჯანმრთელობისთვის შრომისმოყვარეობის სენს.

რჩევა:

თქვენ გიყვართ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ნებისმიერ ფასად და ეს შესანიშნავია. მაგრამ, განა არ სჯობს, პროექტი დაასრულოთ ბეტონის კედლის გვერდის ავლით, ვიდრე დრო დახარჯოთ მის დანგრევაზე, შემდეგ ამ ნამსხვრევების აღებასა და სხვა უსარგებლო სამუშაოზე?

ყველა ახალი ამბავი
0