კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 7–13 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERპეიზაჟი
პეიზაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკმაოდ პოზიტიური და პროდუქტიული კვირა იქნება, თუ წვრილმანებსა და უარყოფით ემოციებზე დროსა და ნერვებს არ დახარჯავთ

იწყება დეკემბრის მეორე კვირა. ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება და ამიტომ მატულობს დაძაბულობაც. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გადაღლა არ შეიძლება – ამას, შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვეს. ამასთან ასტროლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლებად იკონტაქტოთ აგრესიულ ადამიანებთან.

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

თქვენთვის იდეალური დრო დგება იმისთვის, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ. ორშაბათიდან კვირის ჩათვლით შეგიძლიათ ფლირტი, პაემანზე მიწვევა ადამიანის, რომელიც მოგეწონათ. დიდი შანსია წარმატებების, თუ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში გაიცნობთ.

კვირის ბოლოს კარგი იოქნება, თუ სახლის საქმეებს დაუთმობთ ყურადღებას. ასტროლოგები გირჩევენ, საფუძვლიანად დაალაგოთ და დაასუფთავოთ სახლი და მოაგვაროთ ყოფითი პრობლემები.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

კურო

ბევრისთვის დეკემბერი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო, ახლა კი დროა, გათავისუფლდეთ უიღბლობისგან და წარმატების გზას შეუდგეთ ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ ამას ვერ შეძლებთ, თუ ძალას განცდებზე და წვრილმანებზე ნერვიულობაზე დახარჯავთ. იწყება შესაძლებლობების დრო, მაგრამ ამ შესაძლებლობებს მხოლოდ მოტივირებული კუროები დაინახავთ.

კვირის მეორე ნახევარში შეიძლება საქმიან მივლინებაში წასვლა და შთაგონების ან შემოსავლების ახალი წყაროს ძებნა. სამუშაო დღეებში შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად კარგად აწონილ–დაწონილი უნდა იყოს. სიყვარულში ყველაფერი მშვიდადაა, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ტყე - Sputnik საქართველო
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ტყუპი

ამ კვირაში თქვენთვის აქტუალური გახდება სხვისი ნეგატიური ენერგიისგან დაცვა. უნდა მოერიდოთ ენერგეტიკულ ვაპირებს, მტრებსა და არაკეთილმოსრუნეებს, ასევე ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებიც მუდამ რაღაცაზე ეჭვობენ.. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობები იღბალს ნელ–ნელა გააქრობს თქვენი ცხოვრებიდან.

ამ კვირაში არ გელოდებათ აღმასვლები და ვარდნები, არამედ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოთასტროლოგები გირჩევენ, დრო იმ სფეროზე დახარჯოთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია საქმეების დროულად გაკეთება – არ გადადოთ ისინი სამომავლოდ.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

კირჩხიბი

ყველაზე ხშირად ფინანსურ კეთილდღეობაში ხელს გიშლიან არა ირგვლივ მყოფი არაკეთილმოსურნეები ან ნაჭის ნაკლებობა, არამედ ერთგვარი დაპროგრამება, ნეგატიური აზროვნება და სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად, „უნდა“, „არ შეიძლება“, „არ გამოვა“, „სიღარიბე“, „უიღბლობა“. თუ გსურთ, რომ საქმეებში წარმატებებს მიაღწიოთ, მოქმედებაა საჭირო. უნდა იშრომოთ მუხლჩაუხრელად და ამასთან, დროულად დაისვენოთ.

სიყვარულსა და ურთიერთობებში ასტროლოგები გირჩევენ, მეტად თანაუგრძნოთ ადამიანებს, ჩააყენოთ საკუთარი თავი მათ ადგილზე. გარშემომყოფები ემპათიას ღირსეულად შეაფასებენ. კვირის ბოლოს სახლის საქმეებს მიხედეთ და გაათავისუფლეთ საინფორმაციო სივრცე, ანუ წაშალეთ მოუხერხებლად გადაღებული ფოტოები, სპამი, უსარგებლო კონტაქტები ტელეფონსა და სოციალურ ქსელებში და ა.შ.

ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები

ლომი

ლომებს ძალზე რთული და მნიშვნელოვანი კვირა გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ ვარსკვლავებმა და პლანეტებმა შეგახვედროთ ადამიანს, რომელიც თქვენთან კარმული თვალსაზრისით იქნება დაკავშირებული.

საბედისწერო ნაცნობობის გარდა ლომებს გელოდებათ არჩევნის წინაშე დადგომა (უფრო მეტა ორშაბათსა და ხუთშაბათს). თქვენი გადაწყვეტილება თქვენს მომავალს გასაზღვრავს. უქმეებზე ასტროლოგები გირჩევენ, ზედმეტი რამეებისგან გათავისუფლდეთ, მათ შორის, მავნე ჩვევებისგან, მაგალითად ჩვევისგან, რომ ყველას უმტკიცოთ საკუთარი სიმართლე.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>

ქალწული

ქალწულები უნდა ებრძოლო ნეგატიურ პროგრამებს, რომლებსაც თქვენი ურთიერთობების დანგრევა შეუძლია – ეჭვიანობასა და უნდობლობას, ამპარტავნებასა და სიამაყეს. სასიყვარულო სფეროში ეს უპირველესი ამოცანა იქნება მათთვის, ვისაც გყავთ პარტნიორი, ხოლო ვინც ეძებთ, სჯობს, დროებით შეჩერდეთ – დიდია ალბათობა, რომ ამ კვირაში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმედებს გაგიცრუებთ.

რთული და მონოტონური, ინტელექტუალური სამუშაოსა და გუნდური პროექტებისთვის იდეალური დღეებია ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და შაბათი. ოთხშაბათს არ არის გამორიცხული უსიამოვნებები კოლეგების, ხელმძღვანელობის ან პარტნიორების მხრიდან.

ლაქლაქი - Sputnik საქართველო
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები

სასწორი

სასწორებს ძალიან გჭირდებათ მეტი მოძრაობა, ჰაერზე ყოფნა. ეს მძლავრ მუხტს მოგცემთ და უსიამოვნო მოგონებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანია, რომ არ აჩქარდეთ, საღად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები – რისკი და ავანტიურა არაფერ კარგს არ მოგიტანთ.

ვარსკვლავები და პლანეტები მნიშვნელოვნად გააძლიერებენ თქვენს ხიბლს. შეგიძლიათ ფლირტი, პაემანზე წასვლა, ინიციატივის გამოჩენა და პარტნიორისთვის სიურპრიზის მომზადება. მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, თუ ადამიანი თქვენს ინიციატივას არ პასუხობს, აღარ იაქტიუროთ.

საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მორიელი

მორიელებს ექსპერტები გირჩევენ, ენერგია ფუჭად არ დახარჯოთ. აჯობებს, თუ საქმეებს დეტალურად დაგეგმავთ. შეგიძლიათ დასახამრებლად თამამად მიმართოთ საკუთარ ინტუიციას.

ამ კვირაში რეკომენდებულია ფულის ეკონომიურად ხარჯვა, არასასურველია საცხოვრებელი ადგილიდან შორს გამგზავრება. ადამიანებთან ზოგადად და ახლობლებთან ურთიერთობებში უნდა მოთოკოთ ეგოიზმი, იმპულსურობა და თვითკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, იღბალი დააფრთხოთ.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნებს უამრავი დადებითი ემოცია გელოდებათ. ძალზე ხელსაყრელი დროა მუშაობისთვის, განსაკუთრებით – შემოქმედებითი. ასტროლოგები გირჩევენ, დაიცვათ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის, რათა არ გადაიღალოთ ისე, რომ უქმეების გეგმები ჩაგეშალოთ.

სიყვარულში წარმატებები გელოდებათ. შეძლებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას. მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანთან გულწრფელი იყოთ, აჩვენოთ, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, კარგი იქნება, თუ უქმეებზე ერთობლივ რომანტიკულ დასვენებას დაგეგმავთ.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

თხის რქა

მთელი ყურადღების კონცენტრირება ამ კვირაში ფინანსურ საკითხებზე სჯობს. რთულ სიტუაციაში ენდეთ არა ინტუიციას, არამედ პირად გამოცდილებას – ხლა ლოგიკური დასკვნებისთვის ძალზე ხელსაყრელი დრო დგება.

ასევე შესანიშნავი კვირაა იურიდიული უთანხმოებების მოსაგვარებლად. იგივე ეხება ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ყოფით პრობლემებს – მათთან საერთო ენის გამონახვა ბევრად იოლი იქნება. რომანტიკისა და სიყვარულისთვის იდეალური დღეებია სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე უდრეკი და შეუპოვარი ნიშნები

მერწყული

თქვენთვის უპრიანი იქნება ენერგეტიკული დაცვის გაძლიერება, რაც მოიცავს როგორც სახლის დასუფთავებას, ისე აზროვნების პოზიტიურ ტალღაზე გადართვას, ნეგატიური ფიქრებისა და სიტყვების მოშორებას და მათ ნაცვლად თავდაჯერებულობის გაზრდაზე მუშაობას ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „მე ეს შემიძლია“, „წარმატებას აუცილებლად მივაღწევ“, „თავს სრულიად ვაკონტროლებ“ და ა.შ.

სასიყვარულო ურთიერთობაში, თუ ის ახალი დაწყებულია, შესაძლოა, „სამკუთხედი“ გაჩნდეს. მაგრამ მხოლოდ ფუჭი ეჭვები სერიოზული ეჭვიანობის საფუძველი არ უნდა გახდეს. სჯობს, მხოლოდ ფაქტებით იმსჯელოთ და დასკვნები ისე გამოიტანოთ.

იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

თევზები

ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან, რაც თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგების რჩევაა, რომ კვირის დასაძყისში ძვირადღირებული ნივთები არ შეიძინოთ, ამისთვის საუკეთესო დღეები პარასკევი და შაბათი იქნება.

კარგი დროა სახლის საახალწლოდ მომზადებისთვის. შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ხე, დაგეგმოთ საახალწლო სუფრის მენიუ, შეადგინოთ საჩუქრების სია. სამსახურში ყურადღება მიაქციეთ კოლეგების თხოვნას დახმარების თაობაზე. ყველაზე მეტად ფგაუმართლებს იმ თევზებს, რომლებსაც კომპრომისზე წასვლა შეუძლიათ და საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან.

ყველა ახალი ამბავი
0