5 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 5 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 დეკემბრის პერიოდი

3-12 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდს მთვარე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რბილ ხასიათს, შემოქმედებით წარმოსახვასა და მშვენიერის შესანიშნავ აღქმას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია 15, 30, 40, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ბაბუაწვერა.

აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება

3-12 დეკემბრის პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან მხიარული ხასიათით, სულ მოძრაობაში არიან, უყვართ ხალხში ყოფნა, არიან კომუნიკაბელური, ენერგიული. სამუშაოს შესრულებისას ძალზე პასუხისმგებლიანი.

5 დეკემბერს დაბადებულები

5 დეკემბერს ამ ქვეყანას ნოვატორი ადამიანები ევლინებიან. ნოვატორობა და შორსმჭვრეტელობა ამ ადამიანების ყველაზე ძლიერი მხარეებია. ისინი ორიენტირებული არიან პროგრესულ პროექტებზე, ტექნოლოგიებზე, აინტერესებთ ყველაფერი ახალი, ჯერჯერობით უცნობი. უყვართ ახლის შექმნა და თან - დამოუკიდებლად. მოყვარულის დონეზე გამომგონებლები არიან, მაგრამ თავიანთ გამოგონებას იშვიათად თუ აპატენტებენ.

5 დეკემბერს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია მიზნისკენ მიმავალი გზის სირთულე. ერთი ნაწილისთვის პრიორიტეტულია სწორი, გათელილი გზა, ხოლო მეორისთვის - ეკალბარდიანი.

მონადირე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი

5 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები გამოირჩევიან თავდაჯერებულობითა და სიჯიუტით. არ უყვართ სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება. არიან დამოუკიდებლები, მაგრამ, სხვა მშვილდოსნებისგან განსხვავებით, ცხოვრების უზრუნველყოფის ვალდებულებებს დიდი სიამოვნებით აკისრებენ პარტნიორებს.

ამ დღეს დაბადებულებს კომუნიკაბელურს ვერ უწოდებ, უფრო სახლში ურჩევნიათ ყოფნა, მაგრამ დასვენება - თანამოაზრეებთან - მომხიბლავებსა და ენამჭევრებს ბადალი არ ჰყავთ.

5 დეკემბერს დაბადებულებს მუხლჩაუხრელად მშრომელ ადამიანებს ვერ უწოდებ. სამუშაოს ხარისხიანად, პროფესიულად ასრულებენ, მაგრამ დიდ საქმეებზე შეჭიდება და ზედმეტად თავის დატვირთვა არ უყვართ, ამ დღეს დაბადებულებიდან ცოტა თუ იკეთებს თავბრუდამხვევ კარიერას.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

5 დეკემბერს დაბადებულებში დიდია ტრავმატიზმის რისკი. ბევრ ამ ტრავმებს პროფესიულ სპორტში იღებს, მაგრამ ყოფაშიც არანაკლები საფრთხე ემუქრებათ. ასევე მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს სხვადასხვა სახის დამოკიდებულება. უნდა მოერიდონ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას, რომ ეს ჩვევები შემდეგ დიდ პრობლემად არ გადაიქცეს.

რჩევა:

5 დეკემბერს დაბადებულების მთავარი მტერი საკუთარი თავია. საკუთარი სისუსტე იქცევა ხოლმე ჯანმრთელობის პრობლემების წყაროდ. მოერიდეთ სტიმულატორების, ალკოჰოლის, ნარკოტიკების გამოყენებას. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0