მთვარის კალენდარი: 23 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 23 ნოემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია.

თევზების დღე რომანტიკულია და ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანებში ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა. შეიძლება სესხის აღება.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომავლის განჭვრეტის უნარი გააჩნიათ

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

რეკომენდებულია დასვენება და ძალების აღდგენა, თავშეკავება და მოთმინებით აღჭურვა მუშაობის პროცესში, რადგან ამ დღეს აღმოცენებული კონფლიქტების მოგვარება რთულია, ნეიტრალური პოზიციის დაკავება – არც აგრესიის გამოვლენა და არც კეთილი ზრახვების, ყველა სერიოზული საქმის გადადება, შემოქმედებითი საქმიანობა.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

არარეკომენდებულია ავანტიურულ ღონისძიებებში ჩართვა და მომგებიანი, მაგრამ საეჭვო გარიგებების დადება, ბიზნეს–საქმიანობა, პრეზენტაციებსა და მხიარულ ღონისძიებებზე დასწრება, კონტრაქტების დადება, ვალის გაცემა და აღება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: არცთუ ხელსაყრელი დღეა თმის შეჭრისთვის, შეღებვისთვის, ასევე მანიკურისთვის – ფრჩხილების გაკეთებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: თევზები ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ხელსაყრელი დღეა ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის.

არახელსაყრელია ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, გასხვლა.

ყველა ახალი ამბავი
0