კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 16-22 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოემბრის შუა პერიოდი საკმაოდ ხელსაყრელი დრო იქნება, მაგრამ არა ყველასთვის და არა ყველაფერში. როგორი იქნება ეს კვირა კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ

ამ კვირაში, შესაძლოა, გაჩნდეს მრავალი კითხვა, რომლებზეც პასუხი გაუცემელი დარჩება ზოგიერთისთვის. ასეთ შემთხვევაში, სჯობს, მოთმინებით აღიჭურვოთ და მიმდინარე საქმეებსა და საზრუნავს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. ვარსკვლავები მომთმენი და მშვიდი ადამიანების გვერდით იქნებიან.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

ვერძი

ვერძებს წონასწორობის შენარჩუნება გმართებთ, თუ გსურთ, რომ ისეთი რამ არ მოიქმედოთ, რომელიც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. თქვენთვის ახლა ისეთი პერიოდი დგება, როდესაც ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს, მათ შორის ყურადღება ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მიმართ. ასტროლოგები გირჩევენ დაბალანსებულ მუშაობას – არც ზედმეტად გადაღლაა რეკომენდებული და არც სიზარმაცე.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი

წონასწორობა რომ შეინარჩუნოთ, ჯერ პრიორიტეტები უნდა გაანაწილოთ და მოქმედებების გეგმა წინასწარ შეიმუშავოთ. ამ კვირაში თქვენთვის გარისკვა არ შეიძლება, ასევე არ ივარგებს სხვებისთვის საკუთარი გეგმების განდობა – ამას, შესაძლოა, ჩავარდნები, გაუგებრობები და წარუმატებლობები მოჰყვეს.

კურო

სამუშაო კვირა ძალზე პროდუქტიული იქნება. 16–20 ნოემბრის პერიოდი ხელსაყრელია. ვარსკვლავები და პლანეტები ბევრ ენერგიასა და შემოქმედებით მუხტს მოგცემენ. მეტი პროდუქტიულობისთვის უნდა გათავისუფლდეთ შიშების, განგაშისა და ნეგატიური აზრებისგან. ეს ემოციური ტვირთი თქვენს განვითარებას აფერხებს.

უქმეებზე ვარსკვლავების ენერგეტიკა მკვეთრად დაეცემა, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ ხანგრძლივ მგზავრობას, ნაკლები ურთიერთობა იქონიოთ უცნობ ადამიანებთან. საჭიროა სუფთა ჰაერზე გასვლა, დროის მარტივი საქმეებისთვის დათმობა.

მედიტაცია ბუნებაში - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო

ტყუპი

ტყუპებისთვის საშველი სახლის ენერგეტიკასა და სიმყუდროვის აურაშია. ამის დარღვევა ზოგიერთ ნივთს შეუძლია, რომლებიც უსიამოვნებებს იზიდავენ. ისინი სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ თავიდან. სახლი მოაწესრიგეთ, დაასუფთავეთ. სასურველია, უარი თქვათ სტუმრების მიღებაზე – ახლა სიმშვიდე ძალზე მნიშვნელოვანია თქვენთვის. სახლში შეიძლება მუშაობა, დასვენება, პირადი საქმეებით დაკავება.

დიდი წარმატებები ელოდება ინტელექტუალურ სფეროში დაკავებულ ტყუპებს. შეძლებთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას. აუცილებელია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, არ უნდა შეუშინდეთ შეცდომების აღიარებას საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. ამით გარშემომყოფების პატივისცემას მოიპოვებთ. ექსპერტები გირჩევენ, მოერიდოთ უსიამოვნო პიროვენებებთან ურთიერთობებს.

კირჩხიბი

ყველას აქვს რაღაცის ნიჭი, რომელიც შეიძლება გამოვლენილი არ იყოს. კირჩხიბებს ამ კვირაში ვარსკვლავები ფარული ტალანტის გამოვლენაში დაგეხმარებიან. ისინი დაგეხმარებიან აქცენტების გაკეთებაში და გირჩევენ, როგორ იმოქმედოთ.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ამ კვირაში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლია შანსი მოგეცემათ. ენდეთ ინტუიციას – ის სწორ გზაზე გაგიყვანთ. სასარგებლო რჩევების მოცემა შეუძლიათ ახლობლებსაც. ასტროლოგები გირჩევენ, დიდი ყურადღება მიაქციოთ გარეგნობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა მეორე ნახევარს ეძებს.

ლომი

ვარსკვლავები თქვენს ემპათიას გააძლიერებენ, რომელიც დაგეხმარებათ ადამიანებში უკეთესად გაერკვეთ. შეძლებთ სწრაფად ამოიცნოთ, ვინ გატყუებთ და ვინ საიმართლეს გეუბნებათ. ასევე გაგიადვილდებათ სწორი გადაწყვეტილებები მიღება. იღბალი მთელი კვირის განმავლობაში თქვენ მხარეს იქნება. სიფრთხილე გმართებთ მხოლოდ ორშაბათსა და კვირას.

ეს კვირა ავანტიურებისა და რისკებისთვის არაა. ეს დრო განკუთვნილია მათთვის, ვინც უპირატესობის მოპოვებას თავისი შრომით, სიმშვიდითა და შეუპოვრობით აპირებს. შემოსავლების გაზრდისთვის მეტი უნდა იმუშაოთ და არ იზარმაცოთ.

ქალი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

ქალწული

არ არის გამორიცხული, რომ ქალწულების ცხოვრების გზა ახალ, ბევრად ხელსაყრელ კალაპოტში წარიმართოს. უნდა მიიღოთ ნებისმიერი ცვლილება და არ გაუწყრეთ ბედს იმისთვის, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ახლობლებთან ურთიერთობებში თავშეკავებული იყავით, რათა კონფლიქტი აირიდოთ თავიდან.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს იდეალური დროა სიყვარულსა და სამუშაოზე დაფიქრებული ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ აჩქარება არ ივარგებს. კარგად დაფიქრდით მდა მოიპოვეთ საჭირო ინფორმაცია. რომ შევაჯამოთ, ახლა მოქმედების დროა, მაგრამ დაფიქრებით და აუჩქარებლად.

სასწორი

სასწორები ნეგატიურ განწყობასა და აპათიას უნდა ებრძოლოთ, განსაკუთრებით კვირის ბოლოს. ექსპერტები გირჩევენ, არ შეალამაზოთ ფაქტები და არ მიიღოთ სასურველი რეალობად. ახლა თქვენთვის აუცილებელია, რომ რეალისტებად დარჩეთ.

ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იღბალი საკუთარ თავში დარწმუნებულ სასწორებთან იქნება. ვარსკვლავები და პლანეტები ახლა იმგვარ მდგომარეობაში არიან, რომ ბევრ ენერგიასა და მოტივაციას მოგცემენ. დრო დაუთმეთ არა მხოლოდ მუშაობას, არამედ სიყვარულსაც. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, რომელსაც ყურადღება და ზრუნვა ესაჭიროება.

მორიელი

მორიელებისთვის ახალი ცხოვრებისეული გზის მოსაძებნად ძალზე ხელსაყრელი პერიოდი იწყება. ხშირად ადამიანი არ მიდის მისთვის განკუთვნილი გზით. თუ გააცნობიერებთ, რომ ეს ნათქვამი თქვენ გეხებათ, ახლა იდეალური დროა ამის გამოსასწორებლად. საკუთარი ბედი საკუთარ ხელში უნდა აიღოთ.

ვარსკვლავები და პლანეტები დიდ ძალასა და თავდაჯერებულობას მოგცემენ, ამიტომ უნდა გამოიყენოთ მომენტი და შეიცვალოთ საუშაო, წახვიდეთ პაემანზე, წარმატებას მიაღწიოთ საქმეებში. დადგა დრო, რომ აკეთეთ ის საქმე, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობდით.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

მშვილდოსანი

ღამის მანათობლები მშვილდოსნებს პრიორიტეტების სწორად განაწილებაში დაგეხმარებიან – შეძლებთ მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი საქმეების განცალკევებას. იდეალური დრო დგება მუშაობისა და ბიზნესისთვის. ყველაზე მეტად გაუმართლებს მათ, ვინც მშვიდ და მონოტონურ სამუშაოს ასრულებს ან მუდმივად უწევს მგზავრობა. კოლეგებთან და კლიენტებთან ურთიერთობები, შესაძლოა, არცთუ სახარბიელო იყოს.

არ არის გამორიცხული, რომ ოჯახში თავი იჩინოს ჩხუბმა და კონფლიქტებმა. საოცრად სასიამოვნო პერიოდია რომანტიკული დასვენებისთვის. წაგადგებათ სასიყვარულო პარტნიორთან ერთად გარემოს შეცვლა. ასევე სასარგებლო იქნება თქვენთვის ერთად მაღაზიებში წასვლა და საერთო მეგობრებთან შეხვედრა.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ ამ კვირაში ფორტუნა ორჯერ არ გაგიღიმებთ. როგორც კი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ წარმატებებისა ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სამუშაო, ბიზნესი თუ სხვა, სჯობს, გამოიყენოთ. დაგჭირდებათ გაბედულება და სიმტკიცე. ასევე მოსალოდნელია, რომ უკვე მოიმკათ თქვენი ცოტა ხნის წინ გაკეთებული გადაწყვეტილებების პირველი შედეგები.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

ამ კვირაში ასევე სასურველია, რომ გათავისუფლდეთ იმ მავნე ჩვევებისგან, რომლებიც ცხოვრებასა და ბიოველს გიბინძურებენ. იდეალური დროა ყველაფერი ზედმეტის მოშორებისთვის. შეიძლება და აუცილებელიცაა სახლის რევიზიის ჩატარება და ძველმანების გადაყრა, ასევე საინფორმაციო სივრცის გაწმენდა – უსარგებლო ფოტოების, კონტაქტების წაშლა.

მერწყული

ზოდიაქოს ნიშნები თავიანთ გრძნობებს სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ეს უნდა გახსოვდეთ საყვარელ ადამიანთან ან ახალ ადამიანთან ურთიერთობებისას. სიყვარულზე ყველას განსხვავებული წარმოდგენა ააქვს, ამიტომ იდენტური პრინციპებით მოქმედება სხვადასხვა ადამიანთან არ შეიძლება. ამ პერიოდში ძალზე მოქნილი უნდა იყოთ, ასევე მზად კომპტომისებზე წასვლისთვის.

საქმეებში მაქსიმალურად მტკიცედ უნდა იმოქმედოთ. ამ შემთხვევაში შედეგი არ დააყოვნებს. ასტროლოგები გირჩევენ, გეგმები თქვენთვის შეინახოთ და არავის გაუზიაროთ, განსაკუთრებით ამბიციური გეგმები. არ აჰყვეთ ცდუნებებს და არ დახარჯოთ ბევრი ფული. ეს კარგი დროა ფულის „საშოვნელად“ და არა დასახარჯავად.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

თევზები

ამ კვირაში თევზების ყველაზე დიდი მტერი ეჭვები და სკეპტიციზმი იქნება. მოძებნეთ ძალები, რომ თავდაჯერებული იყოთ, არ იქონიოთ ურთიერთობები ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც მუდმივად ეჭვი ეპარებათ ყველაფერში. ასევე საჭიროა ბალანსის დაცვა სამუშაოსა და დასვენებას შორის, რომ არ გადაიღალოთ.

მოერიდეთ ხარბ ადამიანებს. ისინი ხშირად ტოქსიკური არიან, არ შეიძლება მათზე იმედების დამყარება, ძნელია მათთან ურთიერთობები. თევზები ხშირად თვითონაც სცოდავთ ამ მხრივ, მაგრამ ამ კვირაში შეძლებთ, რომ უფრო გულღია და გულუხვი იყოთ. დაეხმარეთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, აჩუქეთ მათ სიყვარული და ძვირფასი დრო.

ყველა ახალი ამბავი
0