15 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Arijitrexმთების პეიზაჟი
მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 15 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 ნოემბრის პერიოდი

13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.

15 ნოემბერს დაბადებულები

15 ნოემბერს ერთი შეხედვით მხიარული, თავაზიანი და მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. ისინი წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებები არია, ახასიათებთ სიხისტე და ერთგვარი სიუხეშე.

ამ თვისებებს პირველივე შეხვედრაზე ვერ გამოიცნობთ. საკუთარი ჭეშმარიტი არსის დამალვა მათ დიდხანს შეუძლიათ და თან - გაუაზრებლად. ისინი თავაზიანი და კეთილმოსურნე არიან მანამდე, სანამ ყველაფერი მათი გეგმის, სცენარის მიხედვით ვითარდება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები შეიძლება ჰუმანისტი იყვნენ, რომლებიც მზად არიან საზოგადოების დახმარებისთვის, და ასევე შურისმაძიებლები გახდნენ დამსჯელის ფუნქციით.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

15 ნოემბერს დაბადებული მორიელები ძლიერი და ცბიერი არიან. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ მორიელებს ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უყვართ. მათ შეუძლიათ ახლობელი ადამიანიც კი ამოშალონ თავიანთი ცხოვრებიდან, თუ მსოფლაღქმაში პრინციპული განსხვავებები აქვთ.

ამ დღეს დაბადებულები ძალზე ანგარიშიანი არიან. შეუძლიათ, გადამწყვეტი მოქმედებისთვის შესაფერის მომენტს დიდხანს ელოდონ. მათი თავდასხმა ელვისებრი იქნება. როცა მიზანს მიაღწევს, შემდეგ უკვე მიზანზე გადაერთვებიან.

მათი საქმიანობა დანაღმულ ველს ჰგავს. როდესაც სირთულეებს ლახავენ, უფრო ძლიერი, ამტანი, გავლენიანი და გამოცდილი ხდებიან. ასეთი თვისებები კი მნიშვნელოვანია როგორც ხელქვეითის, ისე ხელმძღვანელისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“

ჯანმრთელობა

მორიელების მთავარი მტერი სტრესია. 15 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ვარდებიან სტრესულ სიტუაციებში. ამის მიზეზია ემოციური თავშეუკავებლობა. დესტრუქციული მდგომარეობა, ეჭვიანობა, მრისხანება და ა. შ. ზრდის ნერვულ დაძაბულობას და ამცირებს მენტალურ კონცენტრირებას. ამ ფონზე ვითარდება სხვადასხვა დაავადება. ისინი თვითონვე ხდებიან საკუთარი თავის მტერი. ამ ადამიანებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უმოძრაოდ ყოფნა. უნდა დაიტვირთონ თავი ფიზიკურად და გააკონტროლონ ემოციები.

რჩევა:

მორიელის უმთავრესი იარაღი შურისძიების მუქარაა. მაგრამ არ ღირს ამის ბოროტად გამოყენება. შურისძიება არაა საუკეთესო და საამაყო თვისება. ნებისმიერი სახის მუქარა - ეს ფსიქოლოგიური სტრესია.

ყველა ახალი ამბავი
0