7 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 7 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 ნოემბრის პერიოდი

3-12 ნოემბერი მორიელის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება, რომელსაც მზე მართავს.

მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 75.

© Sputnik / Maria Tsimintiaმორიელი
7 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მორიელი

ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.

ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

7 ნოემბერს დაბადებულები

7 ნოემბერს იდუმალებით მოცული ადამიანები იბადებიან. თავიანთი ქმედებებით მათ გარშემომყოფები ხშირად შეჰყავთ შეცდომაში. მათ შეუძლიათ ერთხანს ძალზე აქტიური იყვნენ გართობის მხრივ, ხოლო შემდეგ გარკვეული პერიოდი საერთოდ მოწყდნენ გარე სამყაროს. საქმე არანაირ პირად პრობლემაში არაა, უბრალოდ, საკუთარ თავთან მარტო ყოფნა სჭირდებათ და რადგან არ უყვართ თავიანთი მდგომარეობის ახსნა, ეს კოლეგებთან თუ ოჯახის წევრებთან გაუგებრობებს იწვევს.

ამ დღეს დაბადებულებს ფაქიზი ინტუიცია აქვთ. არიან ბუნებით ფსიქოლოგები, შეუძლიათ ადამიანური ხასიათის არსს ჩაწვდნენ, მაგრამ ამ უნარზე გაჩუმებას ამჯობინებენ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>

7 ნოემბერს დაბადებული მორიელები არიან დიპლომატიური, უმეტესად მშვიდი და თავშეკავებული. არ უყვართ კონფლიქტები, მაგრამ სხვა მორიელებისგან განსხვავებით, „გაქცევის“ მეთოდს არ აძლევენ უპირატესობას. ეს ადამიანები ცდილობენ, მშვიდობისმყოფელის როლი შეასრულონ, კონფლიქტი ისე გადაწყვიტონ, რომ არც ერთ მხარეს ნეგატიური შედეგი არ დაუდგეს.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

ამ დღეს დაბადებულები კომპრომისზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ მიდიან. საუბარია მათ იდეებზე, პრინციპებსა და რწმენაზე. ასეთ დროს 7 ნოემბერს დაბადებულისთვის არსებობს ორი მოსაზრება - საკუთარი და მცდარი.

7 ნოემბერს დაბადებულები მკვლევარის მგზნებარებით გამოირჩევიან. ეს თვისება ხშირად მათ მიერ პროფესიის შერჩევასაც განსაზღვრავს. თუ შესაძლებლობა აქვთ, რომ რაიმე ახალი შეიცნონ, ისინი თავიანთი არჩევნით კმაყოფილი რჩებიან.

ეს ადამიანები კარიერისტები არ არიან, კარიერის გასაკეთებლად ძალისხმევას არ იჩენენ, მაგრამ, როგორც წესი, სამსახურში აღიარებას მალე პოულობენ. მათთვის კარიერა თვითმიზანი არ არის.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული

ჯანმრთელობა

7 ნოემბერს დაბადებულების პოტენციურად სუსტი ადგილებია რეპროდუქციული, საჭმლის მომნელებელი და გამომყოფი სისტემები. ამ დღეს დაბადებული ქალებისთვის არაა რეკომენდებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები, მამაკაცებმა კი ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანოებს, რომლებიც სქესობრივი ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მათზე, შესაძლოა, მძიმე კვალი დატოვოს სტრესებმა. ასევე საფრთხეს წარმოადგენს მათთვის გადაღლა.

რჩევა:

თქვენთვის უმჯობესია, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ გარშემო სივრცეში წესრიგის დამყარების მიმართ. იზრუნეთ, რომ არ დანაგვიანდეს თქვენი სამუშაო ადგილი და სახლი უსარგებლო ძველმანებითა და არასაჭირო ნივთებით.

ყველა ახალი ამბავი
0