21 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / samvsmithარწივი მთებში
არწივი მთებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 21 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

21 ოქტომბერს დაბადებულები

21 ოქტომბერს ენამჭევრი, მომხიბლავი, ჭკვიანი ადამიანები იბადებიან. ისინი გამოირჩევიან მოქნილობითა და კომუნიკაბელურობით. ასეთ ადამიანებს ხშირად კონფორმისტებს უწოდებენ. აქვთ უნიკალური უნარი, ნებისმიერ ვითარებაში მოახერხონ ადაპტირება. არიან არაორდინარული პიროვნებები. აქვთ კეთილგანწყობის მოპოვების უნარი.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

21 ოქტომბერს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისინი ყურს უგდებენ გარშემომყოფთა მოსაზრებებს, ორიენტირებული არიან სოციუმზე. მათ უყვართ ხმაურიანი კომპანიები, გარშემო ბევრი ადამიანი ჰყავთ შემოკრებილი.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

21 ოქტომბერს დაბადებული სასწორები მოქნილი გონებისა და ფსიქიკის, გულგახსნილი არიან. მათ ბედნიერების შეგრძნება ეუფლებათ, როდესაც საზოგადოებრივ ჯგუფში სიხარულით იღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დეპრესიაშიც ჩავარდნენ.

ეს ადამიანები აზროვნებენ ორიგინალურად, აქვთ გამომგონებლური ნიჭი, არია გამჭრიახი, ერკვევიან ადამიანის ფსიქოლოგიაში, მაგრამ, ამავდროულად, შესაძლოა, საკუთარი პრობლემები ვერ შენიშნონ. ეს ხშირად მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

21 ოქტომბერს დაბადებულებს პროფესიულ საქმიანობაზე ორიგინალური ხედვები გააჩნიათ. თან, ცოდნის სფეროს მნიშვნელობა არა აქვს. ამ დღეს დაბადებულები ნამდვილი ნოვატორები არიან.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

უყვართ როცა სტერეოტიპებს ანგრევენ, ცდიან ახალ მეთოდიკებს, ახდენენ მათ მოდერნიზებას. ეს გარკვეულ შედეგებს იძლევა და მათი პროექტები ხშირად გამარჯვებულია რენტაბელობის მაღალი მაჩვენებლით.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

21 ოქტომბერს დაბადებულების პრობლემების უმეტესობა ფსიქოლოგიაშია ჩაბუდებული. ისინი არ ჩქარობენ სპეციალისტთან მისვლას და სევდასა და ვარამს ალკოჰოლით ან მუშაობით იქარვებენ. ორივემ შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს. ფსიქოსომატური დაავადებები ამ დღეს დაბადებულებში ხანდახან ფანტომურ ტკივილებში ვლინდება. ამასთან, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები შედეგს არ იძლევა. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.

რჩევა:

რა თქმა უნდა, კარგია ცხოვრებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ კრიტიკული უნდა იყოთ არა მარტო გარშემომყოფების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. იდეალური არავინაა - ეს ყოველდღე შეახსენეთ თქვენს თავს.

ყველა ახალი ამბავი
0