20:22 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
147 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია.

მთვარე სასწორში – იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, სადაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

რეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, მუშაობა, ახალი საქმეების დაწყება, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა, სიმშვიდის შენარჩუნება ყველა საქმეში, მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველობა, აუჩქარებლად მუშაობა, სულიერ ზრდაზე ყურადღების გამახვილება, საკუთარი წარმატებების საიდუმლოდ შენახვა.

არარეკომენდებულია სიზარმაცე და ასევე გაძლიერებული, დაძაბულად მუშაობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება, ერთ და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება

მთავარი თემები