9 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 9 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

9 ოქტომბერს დაბადებულები

9 ოქტომბერს შემოქმედებითი პიროვნებები იბადებიან. მათ შორის ბევრია მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი, მოცეკვავე. შემოქმედებითი ნატურები საკუთარ თავს სხვა სფეროებშიც პოულობენ. ისინი ამოცანების გადაჭრისადმი ორიგინალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება>>

9 ოქტომბერს დაბადებულები არასტანდარტულად აზროვნებენ. აქვთ არტისტული, ცოცხალი ტემპერამენტი, არიან მიმზიდველი ადამიანები, იპყრობენ სხვათა ყურადღებას. უყვართ მაღალი საზოგადოების ცხოვრება და ისწრაფვიან საჯაროობისკენ.

ამ დღეს განსხვავებული სასწორები იბადებიან. მათ ახასაითებთ მაღალი სულიერება, თანაგრძნობა. ასევე, არიან ნიჭიერი დიპლომატები.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

კომუნიკაციის უნარი და ანალიტიკური შესაძლებლობები ამ დღეს დაბადებულებს ეხმარება საჭირო ადამიანების გაცნობასა და მათ თავიანთ მიზნებისთვის გამოყენებაში. ამასთან, ეს „საჭირო ადამიანები“ ამ არაორდინალურ პიროვნებასთან ურთიერთობებით კმაყოფილი რჩებიან და დიდი სიამოვნებით ეხმარებიან მათ.

9 ოქტომბერს დაბადებულები რამდენადმე უზრუნველი არიან. მათ ვერ უწოდებ რაციონალისტ და პრაქტიკულ ადამიანებს, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის პროფესიულ საქმიანობაში წარმატებების მიღწევაში.

ამ დღეს დაბადებულების საქმიანობის პრიორიტეტული სფეროებია ხელოვნება, კინემატოგრაფია, თეატრი, დიზაინი, შოუ–ბიზნესი. ბევრი გუნდურ მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ისინი არაფორმალური ლიდერი ხდებიან; შეუძლიათ ადამიანების ორგანიზება და მათი გაძღოლა.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

9 ოქტომბერს დაბადებულები უნდა ერიდონ მრისხანებას, დეპრესიას. მათთვის დამღუპველი მოქმედება შეიძლება მოახდინოს სტიმულატორებმა, ასევე, არ უნდა მიეჩვიონ სედატიურ საშუალებებს. ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მათ დაეხმარება რეგულარული ფიზიკური აქტივობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ კვებას, რადგან კუჭ–ნაწლავის სისტემის ორგანოები შედარებით სუსტი აქვთ.

რჩევა:

ცხოვრება ხანდახან ისე არ მიედინება, როგორც ჩვენ გვსურს. ისწავლეთ ცხოვრებისეული ცვლილებების მშვიდად აღქმა, რადგან ემოციები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გიშლით ხელს. ერიდეთ შურიან ნაცნობებს, რომლებსაც თქვენი კავშირების თავიანთ სასარგებლოდ და თქვენს საზიანოდ გამოყენება სურთ.

ყველა ახალი ამბავი
0