3 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 3 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

© Sputnik / Maria Tsimintiaსასწორი
3 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
სასწორი

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

3 ოქტომბერს დაბადებულები

3 ოქტომბერს მომხიბლავი, ენამახვილი, მეგობრული ადამიანები იბადებიან. ისინი შესანიშნავი მთხრობელები არიან, ბუნებით აქვთ ბოძებული ენამჭევრობა და მათთვის აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა ძალზე იოლ საქმეს წარმოადგენს.

ამ უნარს ჯერ კიდევ ბავშვობაში ავლენენ. შემდეგ მთხრობელის ნიჭი თანდათან იხსნება. მათ მონათხრობში შერწყმულია იუმორი, გონივრული მსჯელობა და ანალიტიკური დასკვნები.

ამ ადამიანებს უყვართ ელიტურ საზოგადოებაში ყოფნა. ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. აღიარების მოპოვება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ასევე არაა პრობლემა გუნდის გაძღოლა.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

3 ოქტომბერს დაბადებული სასწორები კომუნიკაბელური, კეთილმოსურნენი არიან; აქვთ უზადო გემოვნება, სტილი. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებრივ აზრს. თითოეულისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ სტატუსს შეესატყვისებოდეს.

ამ დღეს დაბადებულებმა იციან, რა სურთ ცხოვრებაში, არ ვარდებიან უკიდურესობაში, არ ებმებიან ავანტიურაში; მათ ტკბილი ცხოვრებით ვერ აცდუნებ. ადამიანებში აფასებენ გულწრფელობას, მოსმენის უნარს.

3 ოქტომბერს დაბადებულებმა სტილისა და მოდის შესახებ, პრაქტიკულად, ყველაფერი იციან. იციან სილამაზის ფასი. ხშირად პროფესიას შესაბამის სფეროში ირჩევენ. კომფორტულად გრძნობენ თავს მოდელიერის, დიზაინერის, სტილის როლში. ბევრს იტაცებს არქიტექტურა. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს ერთი რამ - სრულყოფისკენ სწრაფვა აერთიანებს.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

ბუნებამ 3 ოქტომბერს დაბადებულები კარგი ჯანმრთელობით დაასაჩუქრა. ამ ჯანმრთელობის შერყევა გაუფრთხილებლობას - სხვადასხვა სტიმულატორს, ალკოჰოლს, ყავას, თამბაქოს შეუძლია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საშიშროება შეიძლება შექმნას მათმა მოთხოვნილებამ, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყვნენ. უყვართ საღამოებსა და წვეულებებზე სიარული. მუდმივი სიარული სხვადასხვა საღამოზე სრულფასოვანი დასვენების საშუალებას არ იძლევა, ეს კი ფსიქოსომატური დარღვევების მიზეზი ხდება.

რჩევა:

3 ოქტომბერს დაბადებულებს არ სჩვევიათ თავიანთი ემოციების შეკავება და დამალვა. ეს კი ხანდახან ნამდვილად უადგილოა. თქვენთვის ეფექტური იქნება და წაგადგებათ ურთიერთობებში, თუ თვითკონტროლს ისწავლით.

ყველა ახალი ამბავი
0