22 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC0 / Pixabay / პეიზაჟური ბაღი
პეიზაჟური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 22 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

22 სექტემბერს დაბადებულები

22 სექტემბერს დაბადებულები მგრძნობიარე, გამჭრიახი, პრაქტიკული და მიზანსწრაფული ადამიანები არიან, ისწრაფვიან ჰარმონიისკენ. ხასიათის ასეთი თვისებები მათ ნებისმიერი პროექტის დიდი ძალისხმევის გარეშე რეალიზებაში ეხმარება.

ამ დღეს დაბადებულებისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სჩვევიათ ნებისმიერი ვითარების დეტალური ანალიზი, ამის წყალობით პოულობენ ერთი შეხედვით უიმედო პრობლემის გადაწყვეტის გზებს. ამ ადამიანებს არ აკლიათ ამბიციები, მაგრამ მათთვის მთავარია აღიარება და არა მატერიალური წარმატება; თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ერთი მეორეს გულისხმობს.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

22 სექტემბერს დაბადებულებს ხანდახან მერყეობა სჩვევიათ - თავიანთ გადაწყვეტილებებს ხშირად გზადაგზა იცვლიან; ასევე უჭირთ ხოლმე პრიორიტეტული მიზნების გამოყოფა.

ამ დღეს დაბადებულებს ქალწულის ნიშნის თვისებები მრავლად აქვთ - არიან პრაქტიკული, რაციონალური, პედანტური ადამიანები. ასევე რამდენადმე უნდობლობა და სიფრთხილე ახასიათებთ. მაგრამ ეს ხელს არ უშლის, გარშემო მრავალი საინტერესო ადამიანი შემოიკრიბონ.

22 სექტემბერს დაბადებულები ძალზე შრომისმოყვარენი არიან და ნოვატორები. ისინი მთლიანად ეფლობიან შრომის პროცესში და შედეგი მუდამ გარანტირებულია. არ უყვართ ხანგრძლივი დასვენება - თუნდაც საუცხოო პლაჟზე მოხვდნენ, მაინც სამუშაოზე ფიქრობენ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

22 სექტემბერს დაბადებულებს ძალიან ეშინიათ იზოლაციისა. მარტოობისას ისინი ღრმა დეპრესიაში იძირებიან. დაუოკებელი ხასიათის გამო ხშირად აქვთ ტრავმების მიღების საშიშროება, ამიტომ სანამ გარისკავენ, სჯობს, სიტუაცია კარგად შეაფასონ.

რჩევა:

ძალზე დახვეწილი იუმორის გრძნობა გაქვთ, მაგრამ ეს ბევრს არ ესმის, ამიტომ ხუმრობისას იფრთხილეთ. ნუ შეიძულებთ თქვენზე მეტად გულგახსნილ და მიმნდობ ადამიანებს. ნუ „ჩაიციკლებით“ ერთსა და იმავე მოსაზრებაზე. ხანდახან თავს ოცნების უფლება მიეცით.

ყველა ახალი ამბავი
0