რამდენად ვნებიანი ხართ, ანუ სისხლის ჯგუფი და სექსუალური ტემპერამენტი

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ანალიზი
სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰემატოლოგებმა და ფსიქოლოგებმა არაერთი გამოკვლევა ჩაატარეს და სასიყვარულო ტემპერამენტსა და სისხლის ჯგუფებს შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს

ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანში სექსუალურობას (არ აგერიოთ სექსუალურ მომხიბლაობაში) სისხლში სქესობრივი ჰორმონების რაოდენობა განსაზღვრავს. ჰემატოლოგებმა და ფსიქოლოგებმა არაერთი გამოკვლევა ჩაატარეს და სასიყვარულო ტემპერამენტსა და სისხლის ჯგუფებს შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს. 

ბიჭი კითხულობს წიგნს  - Sputnik საქართველო
ნიჭი, მიდრეკილება და ხასიათი: რომელი ჯგუფის სისხლი აქვს თქვენს შვილს?

როგორც ვიცით, ადამიანის სისხლში ოთხი ჯგუფი გამოიყოფა, რომლებსაც ზოგ ქვეყანაში ციფრებით, ხოლო ზოგში ასოებით აღნიშნავენ: I ჯგუფის ანბანური სიმბოლოა O, II ჯგუფისა А, III ჯგუფისა B და IV ჯგუფისა AB.

ვნახოთ, რამდენად ვნებიანები არიან ადამიანები სისხლის ჯგუფის მიხედვით. 

I ანუ O ჯგუფის სისხლი

ეს გამუდმებით მოძრავი ადამიანები არიან. ენერგიული და კომუნიკაბელური „პირველები“ ძლიერი ნებისყოფის ხალხია, არიან „მიმწოლები“, ფლობენ კონტაქტების დამყარების არაჩვეულებრივ უნარს. და, რაღა თქმა უნდა, ფრიად და ფრიად ტემპერამენტულები არიან სექსუალურ ურთიერთობებში. ისინი სიამოვნებით ფანტაზიორობენ და ექსპერიმენტიორობენ საწოლში და ხანდახან უბრალოდ დაუღლელები არიან სასიყვარულო სარეცელზე.

II ანუ А ჯგუფის სისხლი

ეს კეთილსინდისიერი, მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები არიან, რომლებიც აკურატულად ასრულებენ მოვალეობებს. მათ თავისუფლად შეიძლება ეწოდოთ სრულყოფილების განსახიერება.

სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
რომელია „ფინანსური კეთილდღეობის“ სისხლის ჯგუფი: იაპონური კვლევა

„მეორეები“, როგორც წესი, სწრაფად მიიწევენ მაღლა კარიერულ კიბეზე. ეს მათთვის უმთავრესია. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ. თუ „მეორე“ რაიმე საქმეს ხელს მოკიდებს, აუცილებლად მაღალ დონეზე შეასრულებს. მათი „დიახ“ ნიშნავს საიმედოობას და ამიტომ ყოველთვის შეიძლება მათზე დაყრდნობა.

„მეორეები“ ერთგული მეგობრები არიან. მათ საკმარისი, მაგრამ არა ძალიან მაღალი ტემპერამენტი აქვთ. საქმეში უზომოდ შრომისმოყვარეები არცთუ ისე სექსუალურები გახლავან, თუმცა მზად არიან რეგულარულად და ბეჯითად შეასრულონ ცოლქმრული ვალდებულებები. თანაც ისე, რომ ხარისხი დამაკმაყოფილებელი გამოდგეს. მაგრამ ხანდახან მათთვის სექსი მოსაწყენი ხდება და ამ დროს რუტინას ემსგავსება. ეს იმის გამო, რომ ან მთელი არსებით ეძლევიან საქმეს, სამსახურს და „შემოქმედებისთვის“ დრო არ რჩებათ, ან უბრალოდ კონსერვატორები გახლავან. თუ ამ ჯგუფის სისხლის პარტნიორი გყავთ, სჯობს ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და თავად გახდეთ „პროგრესის მამოძრავებელი ძალა“, ანუ სექსუალურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემტანი. „მეორე“ კი ბეჯითად განახორციელებს თქვენს იდეებს.

III ანუ B ჯგუფი

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
დადგენილია სისხლის ყველაზე სახიფათო ჯგუფი: ჰარვარდელი მეცნიერების კვლევა

ეს მგრძნობიარე ნატურის ხალხია, დახვეწილი და ნიჭიერი ადამიანები, საიმედო კოლეგები და მეგობრები. „მესამეები“ საქმეშიცა და სექსშიც მაღალ მოთხოვნებს უყენებენ როგორც პარტნიორებს, მეგობრებსა თუ თანამშრომლებს, ისე საკუთარ თავსაც.

გარეგნული სიმშვიდისა და აუღელვებლობის მიღმა მგრძნობიარე და ერთგვარად დაუცველი სულის მქონე ადამიანი იმალება. „მესამე“ შესაძლოა ცივი ტიპის შთაბეჭდილებას ახდენდეს, მაგრამ როგორც კი საქმე სიყვარულს შეეხება, მათი გრძნობები ქარიშხალივით იწყებს ბობოქრობას.

IV ანუ АВ ჯგუფი

ეს გრძნობების ამყოლი ხალხია. მათში, სულ ცოტა, ორი „სული“ ცხოვრობს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.

„მეოთხეები“ ძლიერი ვნების ადამიანები არიან და ისეც ხდება, რომ ხანდახან ამ ვნებას სულიერ დისონანსამდე, მტანჯველ ეჭვებამდე და ტკივილამდე მიჰყავს ისინი. უფრო ხშირად გრძნობების ამ ქარიშხალს „მეოთხეები“ მარტოობაში უმკლავდებიან და არავის ანდობენ საკუთარ საიდუმლოს. მაგრამ მარტოობისადმი მიდრეკილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი სექსუალურობა ეჭვქვეშაა დასაყენებელი. პირიქით, მათ კარგი, ხარისხიანი და ვნებებით სავსე სექსი ახასიათებთ.

ყველა ახალი ამბავი
0