15 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 15 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

15 სექტემბერს დაბადებულები

15 სექტემბერს საკმაოდ წინააღმდეგობრივი და ორსახოვანი ადამიანები იბადებიან. თუ ეს ადამიანები მორალის, სიკეთისა და კაცთმოყვარეობის, გულმოწყალების კანონებით იხელმძღვანელებენ, მათი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით იქნება აღსავსე, წინააღმდეგ შემთხვევაში - ცარიელი და უსიხარულო ცხოვრება ელოდებათ.

ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები>>

15 სექტემბერს დაბადებულებს უყვართ, რომ იპოვონ რაიმე ტვირთი - უმნიშვნელო, ან ძალზე მძიმე, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოჩანდეს. ამას შეგნებულად აკეთებენ, რათა საკუთარი პოტენციალის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. აქვთ განსაკუთრებული უნარი, სრულყოფილებას მიაღწიონ ერთ სფეროში, მაგრამ, ამავე დროს, სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა სფეროზე. ისწრაფვიან პროფესიონალიზმის მიღწევისკენ.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

15 სექტემბერს დაბადებულები ბავშვობასა და ყმაწვილობაში ძალზე მორცხვი და მოკრძალებული არიან. ხანდახან ეს პერიოდი, შესაძლოა, 30 წლამდეც გაიწელოს. ამ პერიოდის გავლის შემდეგ კი სააშკარაოზე გამოდის ამ ადამიანების ფარული და დაგროვებული ამბიციები. ჩვეულებრივ, დრო მათ მხარესაა, რადგან ათეული წლები შეუძლიათ ლოდინი, თავიანთი ოსტატობის პედანტურად დახვეწა და სხვადასხვა ნიჭის განვითარება, იდეების სისტემაში მოყვანა და შემდეგ ერთი ნახტომით ამის განხორციელება.

ცალკეულ შემთხვევებში ამ დღეს დაბადებულებს აქვთ ყველასგან დაფარული საიდუმლო, თუმცა, ზოგიერთ სიტუაციაში ყველაზე სანუკვარის გამჟღავნება მოულოდნელად და სირცხვილის გარეშე შეუძლიათ. ბევრი აჩვენებს ფულის წყურვილს, თუმცა, თავად სიმდიდრე მათთვის მოტივაცია არ არის, მათ აღიარება და წარმატება იზიდავს. არ მორცხვობენ დამსახურებული წარმატებებისთვის ჯილდოსა და ფულის მიღებისას.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯანმრთელობა

15 სექტემბერს დაბადებულებს ხშირად აწუხებთ ზედმეტი წონა, ამიტომ მათ ყურადღებით უნდა გააკონტროლონ კვება და ასევე, ხელი მიჰყონ ფიზიკურ აქტივობას. უნდა შეზღუდონ ცხიმიანი, ტკბილი საკვები, ალკოჰოლური სასმელები.

რჩევა:

თქვენი ამტანობა, ლოდინის უნარი ადრე თუ გვიან შესანიშნავ შედეგებს მოიტანს, ნუ ეცდებით, წამიერი ჯილდო მიიღოთ რამე კომპრომისის ხარჯზე. გააკონტროლეთ თქვენი ფიზიკური სისუსტეები.

ყველა ახალი ამბავი
0