მოსწავლე და ზოდიაქოს ნიშანი: რჩევები მშობლებს სწავლის დაწყების წინ

© Pixabay / WokandapixШкольные парты в классе в школе
Школьные парты в классе в школе - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგები მშობლებს ურჩევენ, გაითვალისწინონ შვილების ზოდიაქოს ნიშანი, რათა ახალი სასწავლო წლის დაწყება მათთვის სტრესული არ აღმოჩნდეს იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მოსწავლეები სკოლაში სამი თვის მაგივრად თითქმის ექვსი თვე არ დადიოდნენ.

სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. 15 სექტემბერი ამაღელვებელი დღეა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. იწყება ორომტრიალი: სახელმძღვანელოები, ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, ათასი საფიქრალი და საზრუნავი – ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ მთავარია, ამ ქაოსში ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა არ დაგავიწყდეთ.

პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში

ვერძი

პატარა ვერძებისთვის პირველი დღეები სკოლაში,. შესაძლოა, ნამდვილი კატორღა აღმოჩნდეს. ისინი ხომ ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ და მთელი გაკვეთილის განმავლობაში მერხთან ჯდომა მათთვის აუტანელია, თან შესვენების დროს სირბილიც შეზღუდული აქვთ. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ვერძის მშობლებმა შეიძლება დაუშვან, ისაა, რომ პატარას მუდმივად შეახსენონ, რომ ის კარგად უნდა მოიქცეს, ისწავლოს „ფრიადზე“ და მერხთან გაუნძრევლად იჯდეს. მათ მოვალეობის გრძნობა არ აღაფრთოვანებს, პირიქით, მოქმედების სურვილს უკლავს. სჯობს, ვერძი სპორტის რომელიმე სახეობაზე შეიყვანოთ, სადაც ის მოჭარბებულ ენერგიას დატოვებს.

კურო

კუროები პირიქით, მშვიდად და წყნარად იქცევიან, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მშობლების მხარდაჭერა არ სჭირდებათ, განსაკუთრებით პირველ დღეებში. წაახალისეთ პატარა მცირე საჩუქრებით, განსაკუთრებით, თუ ის კარგად სწავლობს, აჩუქეთ მისთვის საყვარელი რამე ნივთი, მაგრამ ძალიანაც არ გადააჭარბოთ.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

ტყუპი

ტყუპები ყველაზე მეტად ვერ იტანენ, როცა მოწყენილი არიან. მათ შეუძლიათ კარგად სწავლა, თუ რამით დაინტერესდებიან. მაგრამ თუ სკოლაში მოიწყინეს, კარგ შეფასებებს ნუ დაელოდებით. ჩაატარეთ ერთად საინტერესო ცდები, მოუყევით მათ წიგნების შესახებ, სადაც აღწერილია შორეულ მოგზაურობებზე ან სამეცნიერო გამოგონებებზე, „გამოკვებეთ“ პატარის ფანტაზია და ნუ დატოვებთ მარტოს რთულ და მოსაწყენ დავალებებთან.

დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით

კირჩხიბი

კირჩხიბები ყველაზე ფაქიზი და მგრძნობიარე ნატურები არიან. მათ პირველ დღეებში სკოლაში ძალიან უჭირთ, მაგრამ სტრესთან გამკლავებაში მას სულ უბრალოდ დაეხმარებით – საკმარისია შეიცოდოთ ის და არ დასაჯოთ. დროთა განმავლობაში ბავშვი შეეგუება თავის სოციალურ როლს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ბუნებრივად წარიმართოს.

ლომი

ლომის დასჯა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ის მხოლოდ უნდა შეაქოთ და წაახალისოთ. ლომის ნიშნის წარმომადგენლები ბავშვობაში ბევრ კომპლექსს იძენენ და შემდეგ ამ კომპლექსებისგან გათავისუფლებას მთელი ცხოვრება უნდებიან. ნუ შეგეშინდებათ პატარა ლომების შექება, მეტ ეფექტს მიაღწევთ, თუ ბავშვს ეტყვით, რომ მასზე დიდ იმედებს ამყარებთ. უთხარით, რომ ხვალ ის უკეთესად მოიქცევა და შედეგიც არ დააყოვნებს.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

ქალწული

ქალწულებს ხშირად აწუხებთ ეჭვები, ამიტომ მშობლებმა მათ ყველაფერი დაწვრილებით უნდა აუხსნან: რისთვისაა საჭირო სკოლა, რა ელოდებათ მომავალში, რას მოუტანს სწავლა... ასწავლეთ მათ, რომ იყვნენ თავდაჯერებული საკუთარ თავში, საკუთარ ძალებში და ნახავთ, როგორი სიხარულით დაიწყებენ ისინი ყოველ დილით სკოლაში სიარულს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

სასწორი

სასწორ ბავშვებს უნდა ელაპარაკოთ და შეუთანხმდეთ ისე, როგორც მოზრდილებს. სერიოზული საუბრები და მსჯელობა მათში პასუხისმგებლობის გრძნობას აღვიძებს. გახსოვდეთ, რომ მათ თავიანთი უპირატესობები აქვთ. მათთვის ბრძანება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ეს მთელ ნებისყოფას ჩაკლავს მათში. მოძებნეთ კომპრომისი, მაგალითად: თუ მათემატიკა არ გიყვარს, კარგი, მაგრამ მაშინ კეთილი ინებე და დანარჩენი ყველა საგანი ფრიადზე ისწავლე.

მორიელი

ასწავლეთ ბავშვს უფროსების და მათ შორის, მასწავლებლების პატივისცემა. არავითარ შემთხვევაში არ უსაყვედუროთ მასწავლებელს ბავშვის თანდასწრებით, თუნდაც ეთანხმებოდეთ თქვენს შვილს. თუ პატარა მორიელი კარგად იქცევა, მაგრამ მისი შეფასებებით ხართ უკმაყოფილო, პირდაპირ უთხარით, თუ როგორ ნიშნებს ელოდებით მისგან. ეს უფრო კარგად იმოქმედებს, ვიდრე ჩხუბი და აყალმაყალი.

სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნები მეოცნებეები არიან. თუ მას სკოლიდან მხოლოდ ცუდი ნიშნები მოაქვს, არ ეჩხუბოთ – ეს შედეგს არ მოიტანს. სჯობს, დაანახოთ მას მომავალი, აჩვენეთ პერსპექტივები, რომელიც კარგად სწავლას მოაქვს, თვალსაჩინო მაგალითები მოიშველიეთ. ეს მშვილდოსნებს სწავლისთვის განაწყობს.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

თხის რქა

თხის რქები იშვიათად თუ აშფოთებენ თავიანთ მშობლებს ცუდად სწავლის გამო. ეს ყველაზე სერიოზული და პასუხისმგებლიანი ნიშანია, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მოწყვლადიც. თუ თხის რქა სირთულეებს წააწყდა, ნუ წაუკითხავთ მას მორალს, უბრალოდ, მიეალერსეთ, აჩვენეთ, რომ მის გვერდით ხართ და რომ გიყვართ.

მერწყული

მერწყულებს დამოუკიდებლობა ჰაერივით სჭირდებათ, ამის გარეშე ისინი „დაჭკნებიან“. პასუხისმგებლობა მათთან საკუთარი თავისუფლების შეგრძნებიდან გამომდინარე მიდის. ამიტომ არ ღირს წამდაუწუმ მათთვის მითითება, რა უნდა გააკეთონ, მიეცით მათ არჩევნის თავისუფლება, მაგრამ, ამავე დროს, არ მოუხსნათ პასუხისმგებლობა თავის არჩევანზე.

რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში>>

თევზები

მოსაწყენი რუტინისგან თავდასაღწევად თევზებს მუდამ ოცნებები შველის. თუ გინდათ, რომ თქვენს შვილს დაეხმაროთ, სამომავლო გეგმები მასთან ერთად დააწყვეთ. იოცნებეთ ერთად, როგორი ექიმი ან ფსიქოლოგი გახდება ის მომავალში – სწორედ ეს სპეციალობები იზიდავს მათ ყველაზე ხშირად. ასწავლეთ პატარას საკუთარი თავის რწმენა და ის თვითონ გაუმკლავდება სირთულეებს.

 

მასალა მომზადებულია ასტროლოგ მარინა ფიშერის მოსაზრებებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0