7 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 7 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3–12 სექტემბერი

3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.

3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.

7 სექტემბერს დაბადებულები

7 სექტემბერს დაბაებულები, ძირითადად, პრაგმატიკოსები ან რეალისტები არიან, ისინი ნათლად აანალიზებენ ყოველ ახალ ვითარებას. ცხოვრებაში მხოლოდ მკაფიო და შესრულებად ამოცანებს ისახავენ და ამ მიზნებისკენ გზაზე ნებისმიერ ბარიერს ლახავენ, რადგან ფხიზლად აფასებენ თავიანთ პოტენციალს. ხშირად საზოგადოებაში მაღალ სტატუსს აღწევენ.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები მუდამ ცდილობენ, პირად წარმატებას მიაღწიონ და ამ სწრაფვას საზღვრები არა აქვს. ამის გამო მუდამ სირთულეები ხვდებათ გზაზე; მაგრამ იმდენად მიზანსწრაფული არიან, რომ მიზნამდე მაინც მიდიან, თუდაც ამას ძალიან დიდი დრო, ძალა, ჯანმრთელობა შეალიონ.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

გარშემომყოფები ამ დღეს დაბადებულებს საჩუქრებით არ ანებივრებენ, მაგრამ მათ კოლოსალური ნებისყოფა გააჩნიათ, აქვთ გენიალური იდეები, შედეგად, ადამიანები იწყებენ ამ დღეს დაბადებულების რწმენას. 7 სექტემბერს დაბადებულებს მოსწონთ არა შედეგი, არამედ თავად მუშაობის პროცესი, სირთულეების გადალახვა, ბრძოლა. თუ მათ ვინმე დაარწმუნებს, რომ მათი ჩანაფიქრი მცდარია, შეუძლიათ, მრავალწლიან ნამუშევარზეც კი უარი თქვან.

7 სექტემბერს დაბადებულები მტრის სახით ძალზე სასტიკი და საშიში არიან, რადგან მოწინააღმდეგის გასანადგურებლად ყველა ხერხს იყენებენ, ხოლო ისეთი თვისებით, როგორიცაა გულმოწყალება – ვერ დაიტრაბახებენ. მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც – არიან ერთგული, საიმედო მეგობრები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათი შეხედულებები ერთნაირია.

ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...>>

ამ დღეს დაბადებულები, რომლებიც ტექნიკურ სპეციალობას, ან ვიწრო სპეციალიზაციას ირჩევენ, თავიანთ სფეროში ნამდვილი ოსტატები დგებიან. თუ ხელმძღვანელ პოზიციას იკავებენ, თანამშრომლებისგან ისეთ მექანიზმს აწყობენ, რომლისთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება. ხელქვეითები ყოველთვის ასრულებენ მათ მოთხოვნებს. ასევე მომთხოვნი არიან ოჯახში – ისინი მხარს უჭერენ თავიანთ მეორე ნახევარს, ბავშვებს, მაგრამ უარს მათი მხრიდან არასდროს მიიღებენ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

7 სექტემბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას უდიერად ეპყრობიან. ისინი კარგი კულინარები არიან; ფიზიკური ვარჯიშები მაინცდამაინც არ აინტერესებთ, თუმცა, წაადგებოდათ სპორტის შეჯიბრებითი სახეობები, რადგან ამ დროს დაგროვებულ ემოციებსა და დაძაბულობას გარეთ გამოსვლის საშუალება ექნება. 

რჩევა:

იყავით მომთმენი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. შეამცირეთ თქვენი მომთხოვნელობა და ისწავლეთ, მოერგოთ ამ სამყაროს. ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ.

ყველა ახალი ამბავი
0