06:35 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
406 0 0

გაეცანით 6 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3–12 სექტემბერი

3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.

3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.

ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.

6 სექტემბერს დაბადებულები

6 სექტემბერს მხიარული, კეთილი, ალერსიანი და კომუნიკაბელური ადამიანები ევლინებიამ ამ ქვეყანას. აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, განსაკუთრებული ხიბლი. დაბადებიდან დაჯილდოებული არიან შემოქმედებითი უნარებით; ადვილად შეუძლიათ მოერგონ ნებისმიერ გუნდს და თავი ყოველმხრივ, სხავადასხვა სფეროში გამოავლინონ. წარმატებების მისაღწევად ამ ადამიანებმა ძალები ფუჭად არ უნდა ფლანგონ, უნდა განსაზღვრონ, რა სურთ ცხოვრებაში და შემდეგ მთელი ენერგია ჩანაფიქრის განხორციელებაზე მიმართონ. ცხოვრებაში მაქსიმალური შედეგების მიწევის გარანტი მათთვის კონკრეტული მიზნების განსაზღვრაა.

ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დღეს დაბადებულების ცხოვრებისეული გზა თავად ბედის მიერ არის განსაზღვრული. მათი ცხოვრება პირდაპირია და უკეთესიდან უარესისკენ მიდის. როდესაც ეს ადამიანები დიდი ძალისხმევით ცდილობენ, შეცვალონ გზის მიმართულება და შეზღუდონ პირადი ცხოვრების მოძრაობა, ხშირად რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება. ისინი დიდი ყურადღებით მუშაობენ სვადასხვაგვარ გეგმაზე, ემზადებიან ნებისმიერი მოულოდნელობისთვის, მაგრამ, შედეგად, ყველაფერი უკუღმა ტრიალდება. ეს მათთვის ძალზე მტკივნეულია, უსიამოვნო, ხშირად ამის გამო იმედგაცრუებული რჩებიან. ბევრს ჰგონია, რომ ამ დღეს დაბადებულები თავიანთი თავის მიღმა ვერაფერს ხედავენ და წამიერ წარმატებას სჯერდებიან. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან 6 სექტემბერს დაბადებულები, უბრალოდ, მიეჩვივნენ დღევანდელი დღით ცხოვრებას და ხვალინდელზე აღარ ფიქრობენ.

ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...>>

ამ დღეს დაბადებულები ერთგული არიან, მათთვის ოჯახი და მეგობრები პირველ ადგილზე დგანან. თუ ძვირფასი ადამიანების მხრიდან ღალატის შესახებ შეიტყვეს, ეს მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრებისადმი დამოკიდებულების კუთხით.

ეს ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ გარეგნობას, ცდილობენ, ყოველთვის მომხიბლავად გამოიყურებოდნენ. უპირატესობას ანიჭებენ სილამაზეს, რომანტიკულ სიყვარულს. 6 სექტემბერს დაბადებულები საკმაოდ ხშირად, 30 წლამდე, ზომიერი, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობენ – პათოსისა და სიმდიდრის გარეშე. 30 წლისები კი სრულფასოვან ცხოვრებას იწყებენ. 

ჯანმრთელობა

6 სექტემბერს დაბადებულებს თავიანთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხლე მართებთ. მათ არ უნდა გადაამეტონ თავიანთი შესაძლებლობების შეფასებაში; არ უნდა დაიგროვონ ნეგატიური ემოციები, რადგან ამან, შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირება დაარღვიოს. ამ ადამიანებმა სამყაროზე პოზიტიური და რეალური შეხედულებები უნდა გამოიმუშაონ, ამ შემთხვევაში მათი ჯანმრთელობა – როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით – მყარი იქნება.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

რჩევა:

ისწავლეთ ღირსეულად ცხოვრება, გწამდეთ თქვენი ბედისწერისა. ის თქვენი არც მტერია და არც მეგობარი. თუ თქვენი მხრიდან გარკვეული ძალისხმევა იქნება, ბედიც თქვენი კარგი დამხმარე გახდება ცხოვრებაში. ნუ ჩაუნერგავთ საკუთარ თავს, რომ უიღბლო ადამიანი ხართ და არავის სჭირდებით.

მთავარი თემები