29 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneზღვის სანაპიროზე
ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 29 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

29 აგვისტოს დაბადებულები

29 აგვისტოს ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული, ნიჭიერი ადამიანები ევლინებიან ამ ქვეყანას. ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, წარმატების ენერგია სდევს თან. არიან შესანიშნავი ხელმძღვანელები, ადვილად იხვეჭენ ავტორიტეტს სამუშაო ადგილზე, არასდროს ტოვებენ საქმეს დაუმთავრებელს, რომელსაც, როგორც წესი, ენთუზიაზმით ეკიდებიან. აქვთ თეატრალური ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის ნიჭი. ფინანსურ სფეროში უმართლებთ. მათ ოჯახებში ურთიერთგაგება და სიმშვიდე სუფევს.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

29 აგვისტოს დაბადებულები კატეგორიულად ვერ იტანენ ქაოსს ნებისმიერ გამოვლინებაში, ამიტომ მათ ნებისმიერ საქმიანობას წინასწარ კარგად შეუშავებული გეგმა უდევს საფუძვლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მოსაწყენი ან პირქუში ადამიანები არიან.

ამ დღეს დაბადებულების ერთ–ერთი მთავარი თვისებაა იმპროვიზაციულობა, აქედან გამომდინარე, ძალიან იშვიათად იწვნევენ ხოლმე ფიასკოს თავიანთ საქმეებში, ადვილად ლახავენ სირთულეებს, რადგან სწორ გადაწყვეტილებებს, პრობლემის გაჩენისთანავე, სწრაფად იღებენ. ეს ადამიანები ხშირად მაქსიმალურად ცდილობენ, ზღვარი გაავლონ თავიანთ ბობოქარ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, რომელიც საკმაოდ წარმატებული აქვთ. პერიოდულად, წყვეტენ საკუთარი თავის კონტროლს და ემოციებს თავისუფლებას აძლევენ, ეს კი მათ პრობლემებს უქმნის. ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი, ერთგული მეგობრები და საიმედო პარტნიორი. მათზე შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე სოციალური ადამიანები არ არიან, ამიტომ, თუ შესაძლებლობა არა აქვთ, ღიად გამოთქვან თავიანთი გრძნობები ძვირფასი ადამიანების მიმართ, იტანჯებიან.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

29 აგვისტოს დაბადებულები ადვილად იპყრობენ პოტენციური შეყვარებულების ყურადღებას, მაგრამ ახალ ადამიანს მძიმედ ეგუებიან და თავს თავისუფლად და მშვიდად იშვიათად გრძნობენ. პირველი ნაბიჯის გადადგმას ერთეულები თუ ახერხებენ. ეს არის კიდეც კონფლიქტის წყარო – ამ დღეს დაბადებულები ძალიან ხშირად აწყდებიან პრობლემას აქტიური პირადი ცხოვრების აუცილებლობასა და მეორე მხრივ, სამუშაოს შორის. თუ თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნეს, შეიძლება თავიანთ თავში ჩაიკეტონ. ამ დროს მათი ყურადღების მიქცევა რაიმეს მიმართ თითქმის შეუძლებელია. სინამდვილეში, დგება დღე, როცა ამ დღეს დაბადებული, ცოლი იქნება, ქმარი თუ ბავშვი, თავს მარტო გრძნობს.

მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება>>

სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენებით გამოწვეულ დაძაბულობას 29 აგვისტოს დაბადებულები მძიმედ იტანენ. ზოგიერთი, შესაძლოა, ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს მიეძალოს, როგორც პრობლემებისგან გადარჩენის საშუალებას. ზოგი უჩვეულოდ იქცევა და უკავშირდება საეჭვო ადამიანებს, რომლებშიც მხარდაჭერასა და ნუგეშს ეძებენ რთულ მომენტებში. კერძო თუ საზოგადოებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ზოგი „მესამე გზას“ პოულობს – სრული აპათია გარშემომყოფებისა და ცხოვრების მიმართ; ეს, თავის მხრივ, ამ პიროვნებების დეგრადაციას იწვევს. მათ უნდა ისწავლონ, გაუმკლავდნენ თავიანთი წინააღმდეგობრივ ნატურას და ბუნებით ბოძებული უნარები ოსტატურად გამოიყენონ. ამ შემთხვევაში, იღბალი და წარმატება ამ დღეს დაბადებულებს არასდროს მიატოვებს.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

29 აგვისტოს დაბადებულთაგან ბევრს სუსტი ნერვული სისტემა აქვს, რაც მათ რთული სიტუაციებიდან სხვადასხვა მავნე ჩვევით გამოსვლისკენ უბიძგებს, ალკოჰოლი იქნება ეს თუ ნარკოტიკები. თუ ამ დღეს დაბადებულები ეცდებიან, რომ თავიანთი ინტელექტი გამოიყენონ, კეთილდღეობა ელოდებათ. მათ რეალობა ნაკლებად მტკივნეულად უნდა აღიქვან. სტაბილურობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება სწორი, გემრიელი და მრავალფეროვანი კვება.

რჩევა:

პროფესიის არჩევისას უარი არ თქვთ ისეთ სპეციალობაზე, რომელიც წყალთან არის დაკავშირებული. გიყვარდეთ საკუთარი თავი და ყური უგდეთ შინაგან ხმას. ეცადეთ, დინებას მიჰყვეთ, ნუ დაუყენებთ თავს მაღალ მოთხოვნებს. ისწავლეთ პირადი ცხოვრებიდან საზოგადოებრივზე ადვილად გადართვა. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან.

ყველა ახალი ამბავი
0