მთვარის კალენდარი: 21 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 21 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

ძალზე ენერგიული დღეა. მოქმედების დროა.

ამ დღეს იღვიძებს საქმიანი და ინტელექტუალური აქტივობა; ადამიანები ხდებიან უფრო პრაქტიკული, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, რაციონალური, ფრთხილი.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

საუკეთესო დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც დიდ გულისყურსა და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს.

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია სიმტკიცის გამომჟღავნება, აქტიურობა, რადგან ფული მასთან მიდის, ვინც მას „დაიპყრობს“ და მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე არ ოცნებობს, შეიძლება რისკზე წასვლა.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

არარეკომენდებულია მსხვილი ფინანსური საკითხების გადაჭრა, რადგან მოსალოდნელია დანაკარგები.

მოგზაურობისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.

ყველა ახალი ამბავი
0