მთვარის კალენდარი: 20 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / fillნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

20 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

კარგი დრო ახალი საქმეების დასაწყებად. იღვიძებს საქმიანი და ინტელექტუალური აქტივობა; ადამიანები ხდებიან უფრო პრაქტიკული, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, რაციონალური, ფრთხილი.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
ახალმთვარეობა 19 აგვისტოს – განსაკუთრებული მოვლენა: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

საუკეთესო დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც დიდ სიზუსტესა და გულისყურს, დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს.

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია ნებისმიერი საქმის დაწყება, მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდში, ბიზნეს–საქმიანობა, სპონსორების ძებნა საკუთარი პროექტებისთვის, ახალი ცოდნის შეძენა, სწავლა.

მოგზაურობის დაწყებისა და შორ გზაზე მგზავრობისგან დღეს თავი შეიკავეთ.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თმის შეჭრა, შეღებვა: თუ გინდათ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს და ფორმა შეინარჩუნოს, სალონს სწორედ ამ დღეს უნდა ეწვიოთ. კარგი დღეა თმის შეღებვისთვისაც.

არარეკომენდებულია სახიდან თმის მოცილება და გაწმენდა. კარგი დღეა სახის ნიღბისა და მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ხეებისა და მუჩქების, ასევე ოთახის მცენარეების დარგვა–გადარგვისთვის, მიწის დამუშავების, გაფხვიერებისთვის, სასუქის შეტანისთვის და სხვ. არასასურველი დღეა მოსავლის დიდი ხნით დაბინავებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0