13 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY-SA 4.0 / Levan Gokadze / Tbilisi Seaთბილისის ზღვა
თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 13 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

13 აგვისტოს დაბადებულები

13 აგვისტოს მგრძნობიარე და მგზნებარე ადამიანები იბადებიან. მათი ცხოვრება წინააღმდეგობებით არის აღსავსე. შეიძლება მოიქცნენ უცნაურად და გაუგებრად. ხშირად ახასიათებთ უტაქტო საქციელი, რაც პრობლემებს უქმნის. არიან ძალზე აქტიური ადამიანები როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან, თუ თავიანთ სხვადასხვა ნიჭსა და უნარს სიკეთისკენ მიმართავენ.

არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული>>

13 აგვისტოს დაბადებულები ცხოვრებაზე ორიგინალური შეხედულებებით გამოირჩევიან. როდესაც რაიმეს ისახავენ მიზნად, მის მისაღწევად მთების გადაბრუნება შეუძლიათ. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ უამრავი სირთულის გამო დარდობენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა იყვნენ დეპრესიაში და თავს ცხოვრებისგან „გალახულად“ გრძნობდნენ, მაინც ინარჩუნებენ მხიარულებას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. 

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

ერთი შეხედვით ძალზე მეგობრულები ადამიანებს მხოლოდ შერჩევით ენდობიან. ურჩევნიათ, თავისნაირ განსხვავებულ ადამიანებთან ჰქონდეთ ურთიერთობები, რადგან არაფრით გამორჩეულ ადამიანებთან იწყენენ. ამ დღეს დაბადებულები ვერ იტანენ ჩაგვრასა და პიროვნების თავისუფლების შელახვას და მთელი ცხოვრება ამის წინააღმდეგ იბრძვიან.

13 აგვისტოს დაბადებულებს აქვთ ლიდერის შესამჩნევი თვისებები, მათთვის აუცილებელია თავიანთი ავტორიტარული ტენდენციების კონტროლი. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუძლიათ უდიდესი მოთმინებით აღიჭურვონ და ზუსტი დარტყმის განსახორციელებლად შესაფერისი მომენტი შეარჩიონ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ის, რასაც დიდი და თავდაუზოგავი შრომის ფასად აღწევენ, არ აღმოჩნდება ხოლმე ისეთი ფასეული, როგორიც ეგონათ. ზოგიერთი ამ დღეს დაბადებულთაგან, ვინც აცნობიერებს, რომ განსხვავებულია, ძლევს საზოგადოების მხრიდან აღიარების მოთხოვნილებას და თავის საკუთარ გზას იკაფავს, რომელიც გარშემომყოფებისთვის უცნაური და გაუგებარია.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს

ჯანმრთელობა

13 აგვისტოს დაბადებულებს, როგორც წესი, თავიანთი წარმოდგენა აქვთ, რა მოუტანს მათ სიკეთეს და რა ავნებთ. ძირითადად, იცავენ ძილის რეჟიმს, რადგან ძილში ცხოვრებას მათთვის, ქვეცნობიერ დონეზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როდესაც სერიოზულ დაავადებებზეა საუბარი, ისინი ამას ადვილად უმკლავდებიან.

რჩევა:

ეცადეთ, მაქსიმუმი მიიღოთ იმისგან, რაც გაქვთ და ნუ მისცემთ დაბრკოლებებს თქვენზე გამარჯვების საშუალება. უნდა გააკონტროლოთ თქვენი მრისხანება და ტირანიისკენ მიდრეკილება. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით მეტად მიმნდობი და გულღია.

ყველა ახალი ამბავი
0