12 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 12 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

12 აგვისტოს დაბადებულები

12 აგვისტოს არაორდინალური, ნიჭიერი ადამიანები იბადებიან. მათი ნიჭი ვლინდება მუსიკაში, თეატრში, მწერლობაში, გამომგონებლობაში. აქვთ შესანიშნავი ინტუიცია, ვითარების გაანალიზების უბადლო უნარი. ფინანსური მხარე ხან მაღლა მიიწევს, ხან კი ეცემა. ოჯახური ცხოვრება, ჩვეულებრივ, ნორმალურად მიედინება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

12 აგვისტოს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველი თაობების გამოცდილებას, საიდანაც კარგი გაკვეთილის მიღება შეიძლება, ამიტომ ისინი ტრადიციების ერთგული არიან. ისინი მიზნად ისახავენ, შეინარჩუნონ მიღებული ცოდნა და ტექნიკა, ბრწყინვალედ დაეუფლონ თავიანთ საქმეს; მიიღონ ახალ-ახალი ცნობები და ამით მუდამ განაახლონ ინფორმაცია.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

12 აგვისტოს დაბადებულთა ცხოვრების სტილსა და საქციელს სხვადასხვა ეპოქაში საერთო ნიშნების ძებნა განსაზღვრავს. მათთვის ძალა მხოლოდ იმ ხელისუფლებას აქვს, რომელიც მარადიულ წესებსა დროის მიღმა არსებულ კანონებს ეყრდნობა. ამასთან ერთად, ამ დღეს დაბადებულები ტრადიციებს ბრმად არ მიჰყვებიან. ოჯახში და განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ხშირად ავტორიტარული არიან.

განათლებული პიროვნებები ამ ტრადიციებს დამატებებით ავსებენ, სრულყოფენ მათ, რათა წინსვლის საშუალება ჰქონდეთ და თანამედროვეობის ადეკვატური იყვნენ. ისინი ტრადიციებს აღიქვამენ, როგორც მათში არსებულ ობიექტურ რეალობას. თავიანთი კულტურული ფესვების, ისტორიის, ოჯახის ისტორიის ცოდნის საჭიროება სწორი და თავისუფალი არჩევნის გაკეთებისთვის სჭირდებათ, მნიშვნელოვანის შენარჩუნებისა და არასაჭიროს მოშორებისთვის. ამ დღეს დაბადებულთა ცხოვრება ხშირად სავსეა თავბრუდამხვევი თავგადასავლებით. ასევე ხშირად ჰყავთ მოშურნეები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

12 აგვისტოს დაბადებულებისთვის საუკეთესო წამალია მხიარულება და გემრიელი დიეტა. უნდა უფრთხილდნენ სტრესულ ვითარებებს. მათთვის რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვები, რათა თავიანთი ენერგია სწორ კალაპოტში მიმართონ.

რჩევა:

ისწავლეთ სხვა ადამიანების გაგება. ჩამოდით კვარცხლბეკიდან, სადაც თვითონ აიყვანეთ თქვენი თავი. ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, როგორც სხვები. მოდუნდით, იმხიარულეთ, იცინეთ - ეს თქვენს ცხოვრებაში დადებით იმპულსებს მოიტანს.

ყველა ახალი ამბავი
0