7 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneზღვის სანაპირო
ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 7 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

7 აგვისტოს დაბადებულები

7 აგვისტოს ორბუნებოვანი ადამიანები იბადებიან. მათი ქმედებები ლოგიკურად და გონივრულად ყოველთვის როდი აიხსნება. არიან რა ბუნებით ეგოისტი, შეიძლება უჩვეულოდ გულუხვი იყვნენ. უხეში და ჯიუტები ხანდახან ისე იქცევიან, რომ უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. კეთილდღეობას რომ მიაღწიონ, საკუთარ თავში ნეგატიურ თვისებებსა და მიწიერ გრძნობებს უნდა გაუმკლავდნენ.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

სწრაფვას საიდუმლოებებისა და იდუმალისადმი ამ დღეს დაბადებულები საოცარ მოვლენებამდე მიჰყავს. ისინი არაპროგნოზირებადი არიან. ხანდახან ყოველდღიური ცხოვრებისადმი გულგრილი და ცივი დამოკიდებულება აქვთ და იტაცებთ მისტიკური მოვლენები, ჯაშუშური რომანები, თავსატეხები. მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, გაიგონ რაიმე სიახლე და ამის თაობაზე ახლობლებსა და მეგობრებს უამბონ. ეს ადამიანები შეიძლება დეტექტივებს შევადაროთ, რომლებიც მორიგი დანაშაულის გახსნისთვის თავს იმტვრევენ და პასუხის პოვნას ყველანაირად ცდილობენ.

გარშემომყოფები 7 აგვისტოს დაბადებულების საქციელზე არაერთგვაროვნად რეაგირებენ. ზოგისთვის ისინი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, რომელთაც უნდა ერიდო. ზოგჯერ მათი ქმედებები კარგი ზრახვებიდან მომდინარეობს, თუმცა, შედეგების წინასწარ დაპროექტება მათ არ შეუძლიათ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

7 აგვისტოს დაბადებულებს ყოველთვის არ შესწევთ ღრმა ანალიზის უნარი, ხანდახან არასწორი დასკვნები გამოაქვთ. ბევრი მათგანი ოცნებობს გულის გადაშლაზე, საკუთარი ცხოვრების ინტიმური დეტალების, სანუკვარი მოვლენების გამჟღავნებაზე; თუმცა, მათი შიში ბევრად ძლიერია და ეს მათ დუმილს აიძულებს. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი შეიძლება ვერ მიხვდნენ, რა იმალება სინამდვილეში მათ გულში. შესაძლოა, 7 აგვისტოს დაბადებულები შესანიშნავი მსახიობები არიან, რომლებიც ბრწყინვალედ ასრულებენ სხვადასხვა როლს.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

ამ დღეს დაბადებულებს, არიან რა კარგი მშობლები, მეუღლეები, მეგობრები, შეიძლება ჰქონდეთ სხვებისგან დამალული ცხოვრება. ასეთი ორბუნებოვნება და გაორება ამ ადამიანებისთვის ბუნებრივია, წონასწორობის შენარჩუნებას ისინი წლების განმავლობაში ახერხებენ. ისინი გატაცებული არიან მეცნიერებით, აქვთ იუმორის გრძნობა.

ამ ადამიანებს უდიდესი სურვილი აქვთ, რომ გარშემომყოფებს მოეწონოს ისინი, ეს კი ხშირად ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას იწვევს და შედეგად - სირთულეებს ყველაზე მარტივი საკითხების გადაწყვეტისას.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

ყველაზე დაუცველი 7 აგვისტოს დაბადებულებისთვის ფსიქიკური მდგომარეობაა. მათთვის რეკომენდებულია სპეციალური თერაპია, რომელიც მათ ემოციურ მდგომარეობას სწორ, რაციონალურ კალაპოტში მიმართავს. ფსიქიკური მდგომარეობა პირდაპირ განსაზღვრავს მათ ფიზიკურ ჯანმრთელობას. წაადგებათ დაბალანსებული კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვები.

რჩევა:

კვლევისა და შეცნობისკენ მიდრეკილება მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენეთ. მდიდარი ფანტაზიის გამოყენება უფრო ფართო რამეებისთვის შეიძლება, ვიდრე პირადი კმაყოფილებაა. გახადეთ თქვენს კრედოდ პატიოსნება, ყურადღებიანი იყავით ახლობლების მიმართ და არ უღალატოთ საკუთარ თავს.

ყველა ახალი ამბავი
0