2 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 2 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ივლისი – 2 აგვისტო

23 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას შრომის, პასუხისმგებლობისა და თვითშეკონტროლის პლანეტა – სატურნი მართავს, რომელსაც სახელი ღმერთი–ტიტანის საპატივცემულოდ ეწოდა. სატურნი თავის „აღსაზრდელებს“ ნამდვილი მასწავლებელივით ექცევა და მათგან მოთმინებას, შრომისმყოვარეობას მოითხოვს.

მნიშვნელოვანი წლებია: 19, 39, 57, 76.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ასკილი.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტითა და სიმტკიცით, უდრეკობით, არიან ამბიციური, ეგოისტური და ანგარიშიანი. ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული. თავიანთი სიძლიერის წყალობით ცხოვრებისეულ გამოცდების გატანა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სამყაროს თავიანთი მხრებით ზიდავენო. ანალიზისა და რაციონალური თვითშეფასების უნარი მათში სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ფასეულობების დაცვის გრძობებს ანვითარებს.

იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

2 აგვისტოს დაბადებულები

2 აგვისტოს იმპულსური და ტემპერამენტიანი ადამიანები იბადებიან. მათში ემოციები ხშირად ჭარბობს გონებას. ხშირად ერთვებიან ჩხუბსა და კონფლიქტებში, არიან ძალზე მგრძნობიარენი, ადვილად სწყინთ. ამასთან არიან ძალზე პრაქტიკული ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, ხშირად წვრილმანდებიან, რაც უამრავ პრობლემას უქმნის. ხანდახან წამიერი წარმატების ძებნაში უფრო დიდსა და ბევრს კარგავენ, რადგან თვალთახედვიდან ეპარებათ ნამდვილად მნიშვნელოვანი და ფასეული. ამ დღეს დაბადებულები არიან მოუთმენელი, რაც ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანაში უშლით ხელს.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

მიუხედავად მუდმივად ცვალებადი ემოციური მდგომარეობისა და განწყობის ხშირი ცვლისა, ეს ადამიანები გამოირჩევიან მტკიცე ჯანმრთელობით. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინონ, ესაა ისწავლონ მოდუნება და წვრილმანებზე ნაკლები ყურადღების მიქცევა.

ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი თავის რეალიზება ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ. რასაც ხელს მოკიდებენ, ამ საქმეს თავიანთ კოლორიტს აძლევენ. ხშირად მათ შეშლილებად მიიჩნევენ, რადგან ხანდახან რაიმე ხილული მიზეზის გარეშე შეუძლიათ მიატოვონ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამსახური. სინამდვილეში კი, ხელახლა შეუძლიათ ტრიუმფად აქციონ ის, რაზეც მათი ძალისხმევა იყო მიმართული, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი არსი არ დაკარგონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2 აგვისტოს დაბადებულები ბუნებით მეომრები არიან, შეუძლიათ დაუპირისპირდნენ უმრავლესობის მოსაზრებას და საკუთარი აზრები დაიცვან. ხანდახან, როდესაც მიზნისკენ მიდიან, შეუძლიათ, გზაზე ყველაფერი წალეკონ. მათი შეჩერება წარმოუდგენელია. მათთვის დიდი ცდუნებაა ფული და ძალაუფლება. თუმცა, ფულიცა და ძალაუფლებაც მათთვის უფრო საშუალებაა, ვიდრე მიზანი.

ამ ადამიანებმა ზუსტად იციან თავიანთი შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების ზღვარი. ცდილობენ, პრობლემები თავად, დახმარების გარეშე გადაწყვიტონ. ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ განვითარებასა და წარმატებებს როგორც მატერიალურ, ისე სულიერ სფეროში. ისინი თავიანთ ემოციებს ცეცხლოვანი შემართებით გადმოსცემენ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

2 აგვისტოს დაბადებულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სისხლის მიმოქცევასა და გულის მუშაობას, შეძლებისდაგვარად მოერიდონ დაძაბულობასა და გადაღლას. მათთვის რეკომენდებულია დიეტა და ფიზიკური ვარჯიშები, რაც მათ ჯანმრთელობას განამტკიცებს.

რჩევა:

ზემგრძნობიარობა თქვენი განცდებისა და დანაღვლიანების მიზეზი არ უნდა იყოს. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ სხვა ადამიანების გრძნობების შესახებ. ასევე ეცადეთ, მიიღოთ დახმარება ახლობლებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0