მთვარის კალენდარი: 31 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

31 ივლისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ენერგიული დღეა, მაგრამ საჭიროა ყურადღება ნებისმიერი საქმის შესრულებისას. ამ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე. არაა სასურველი გადაღლა.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

აქტიურდება სიყვარულის, თანაგრძნობის გულმოწყალების გრძნობა. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. საშიშია იმ მხრივ, რომ ძალიან მატულობს სიბრალულის გრძნობა.

რეკომენდებულია საქმეების დაგეგმვა და შესრულება, მტკიცედ მოქმედება საქმეებში, მცირე თანხებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ჩანაფიქრის ასრულება, კონტრაქტების დადება, დაწყებულის დასრულება.

არარეკომენდებულია ყურადღების მხოლოდ მატერიალურ ფასეულებებზე გამახვილება.

კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის არაერთმნიშვნელოვანი დღეა. თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს, მაშინ შეგიძლიათ სალონს ეწვიოთ. ასევე მაინცდამაინც არასასურველია თმის შეღებვა, რადგან, დიდი ალბათობით, ფერი მალე გახუნდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბაღში, მაგრამ სჯობს, უარი თქვათ გასხვლაზე, ნიადაგის გაფხვიერებაზე. შეიძლება იმ ხილისა, ბოსტნეულის დარგვა–დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდება, ხეების, რომლებიც სწრაფად უნდა გაიზარდოს, მავნებლებთან ბრძოლა.

ყველა ახალი ამბავი
0