22 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Arijitrexმთების პეიზაჟი
მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 22 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–22 ივლისი

12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72. 

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.

22 ივლისს დაბადებულები

22 ივლისს დაბადებულებს თავდაჯერებულობა აკლიათ, აქვთ დაბალი თვითშეფასება, ახასიათებთ მერყეობა გადაწყვეტილებების მიღებისას. იმისთვის, რომ მშვიდი ცხოვრება ჰქონდეთ, მეტად მტკიცე და თავდაჯერებული უნდა გახდნენ; უნდა იმუშაონ ნებისყოფაზე. ისინი ხშირად არიან გატაცებული ოკულტური მეცნიერებებით, მისტიციზმით, თავი შეიძლება გამოავლინონ, როგორც მკურნალებმა; ხანდახან აქვთ ექსტრასენსორული უნარები, მაგრამ ამისთვის ენერგეტიკის გამტკიცება სჭირდებათ.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

22 ივლისს დაბადებულებს უჭირთ კარიერაში წონასწორობის შენარჩუნება, ამიტომ ხშირად წარმატებებსა და სიმშვიდეს მარცხი და წარუმატებლობა ცვლის. შესაძლოა, გარკვეული პერიოდი საზოგადოებისგან გარიყული იყვნენ, ერთ დღესაც კი მისგან მადლობა და აღიარება მიიღონ. ჩვეულებრივ, დამსახურებებისთვის აღიარება სიკვდილის შემდეგ აქვთ. ასეთი აღმაფრენები და ვარდნები ეხება არა მარტო მათ კარიერულ, არამედ პირად ცხოვრებასაც: ოჯახური ცხოვრება სავსეა სირთულეებით, ქორწინებებითა და განქორწინებებით, სასიყვარულო რომანებით; მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ დღეს დაბადებულებს წინსვლისა და მწვერვალების დაპყრობის დიდი სურვილი აქვთ.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

დიდების ზენიტში მყოფ ძალზე ძლიერ პიროვნებებსაც კი შეიძლება მარცხი ეწვიოთ, რისი მიზეზიც ისაა, რომ ეს ადამიანები ვერ ამჩნევენ თავიანთ ნაკლს, ამიტომ არაფრის შეცვლა არ სურთ არც ცხოვრებაში და არც ხასიათში. ამას გარდა, ამ დღეს დაბადებულებს ძალიან უჭირთ ემოციებთან გამკლავება – ხანდახან ამისთვის არ ჰყოფნით ნებისყოფა, სირთულეების გადალახვის სურვილი და მაშინ ყველაფერს მომავლისთვის გადადებენ ხოლმე; ხანდახან კი ძალზე მტკიცენი არიან თავიანთ მოსაზრებებში. გარშემომყოფებს ყოველივე ამის გამო ასეთ გაუწონასწორებელ ადამიანებთან ყოფნა უჭირთ.

22 ივლისს დაბადებულები ერთდროულად არიან ჯიუტი, უხეში, რეალობის გრძნობას მოკლებული, მაგრამ, ამავე დროს, ნებისყოფიანი, თამამი და მტკიცე, უდრეკი. მათ უნდა ისწავლონ არა მხოლოდ საკუთარი ნაკლოვანებებისა და შეცდომების დანახვა, არამედ აქედან გაკვეთილის გამოტანაც და წინსვლის გაგრძელება მხოლოდ ამის შემდეგ. თუ ამას არ გააკეთებენ, შესაძლოა ტრაგიკული ფიგურა გახდნენ – ამის ყველანაირი შანსი აქვთ. და თუ ამ ყოველივეს გაითვალისწინებენ, წარმატებების მიღწევა და შემდეგ შენარჩუნება მათთვის ბევრად იოლი გახდება. ნაკლოვანებების გარდა, ამ დღეს დაბადებულებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავინთი ძლიერი მხარეებიც, რათა ობიექტურად გათვალონ თავიანთი წარმატების შანსები.

ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული

ჯანმრთელობა

დასვენებისა და საკუთარი თავის შესწავლის გარეშე 22 ივლისს დაბადებულები ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებით რისკავენ. ფიზიკურ პრობლემებამდე მათი მიყვანა ზედმეტად დინამიკურ საქმიანობას შეუძლია ამას კი, თავის მხრივ, სტრესამდე. ამიტომ მათ უნდა ისწავლონ საქმიანობისა და დასვენების სწორად განაწილება. მათი სუსტი ორგანოებია კუჭი, წელი, გული. უნდა დაიცვან დაბალანსებული დიეტა. მათთვის რეკომენდებულია ფიზიკური სავარჯიშოები და სრულფასოვანი დასვენება.

რჩევა:

თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ორგანიზება, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ცხოვრებაში სტაბილურობის მიღწევას. ყოველთვის უნდა იპოვოთ დრო განმუხტვისთვის, მოდუნებისა და დასვენებისთვის. ნუ იქნებით სამუშაოთი შეპყრობილი, უბრალოდ, ის გულმოდგინედ შეასრულეთ.

ყველა ახალი ამბავი
0