მთვარის კალენდარი: 16 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

16 ივლისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

პასიური დღეა. მოუსმინეთ შინაგან ხმას, არ იჩქაროთ.

დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია, მოსალოდნელია სიზარმაცის მოძალება, მეორე ნახევარი კი პირიქით – ბევრი საკითხის გადაჭრის საშუალებას იძლევა.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში მარტო საქმიანობა, დღის მეორე ნახევარში ფულის საკითხებში ინტუიციაზე მინდობა, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების წარმოება, განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგების მიმართ.

არარეკომენდებულია რთული მოლაპარაკებების გამართვა, აქტიურობა, კონტრაქტებსა და შეთანხმებებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ხელმძღვანელობისთვის რამის თხოვნა.

მგზავრობისთვის ხელსაყრელი დღეა, ოღონდ აჩქარება არ ივარგებს.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დღე, რომელიც არავის არაფერს ავალდებულებს.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა თმის შეღებვისთვის, მაგრამ შეჭრისთვის – ნაკლებად, რადგან თმა, შესაძლოა, დაუმორჩილებელი გახდეს. შეგიძლიათ გაიკეთოთ ჰაეროვანი, „ფუმფულა“ ვარცხნილობა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

  • მებაღეობა: ტყუპი არანაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, განსაკუთრებით „ულვაშიანი“ მცენარეებისა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა, შეწამვლა, სასუქის მიცემა, თუ მცენარე ცუდად იზრდება.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არასასურველია ბალახეული მცენარეების დარგვა–გადარგვა.

ყველა ახალი ამბავი
0