მთვარის კალენდარი: 13 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / მთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 ივლისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ეს სიბრძნისა და ცოდნის დღეა, ხელსაყრელია სწავლისთვის, ინფორმაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოსთვის, მოგზაურობისთვის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

კარგი დღეა სულიერი და შემოქმედებით განახლებისთვის. წარმატებული იქნება განსაკუთრებით ლიტერატორების, პოეტებისა და მეცნიერებისთვის.

Планета Меркурий - Sputnik საქართველო
მერკურიმ რეტროსვლა შეწყვიტა: ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც ფინანსებში გაუმართლებს

რეკომენდებულია: ცოდნის დონის ამაღლება, მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ურთიერთობები და მოლაპარაკებები, მარტივი საკითხების გადაწყვეტა, სპოსნორის როლის შესრულება.

არარეკომენდებულია ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ბევრი მუშაობა, სიზარმაცე.

მთვარე ვერძში ამაღლებს ინტერესს საწინააღმდეგო სქესისადმი. მამაკაცები ისე, როგორც არასდროს, მზად არიან თავიანთი სიმამაცის დასამტკიცებლად, ხოლო ქალები ნამდვილი „ამორძალები“ ხდებიან. კარგი დღეა სიყვარულის აღიარებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის ნიშნის დროს სჯობს, თავი შეიკავოთ თმის შეჭრისგან. ამ დღეს კი თმის შეღებვა შეიძლება. განსაკუთრებით წაადგება თმას თავის მასაჟი – ის განაპირობებს სისხლის ნაკადის მოძრაობას თმის ძირებში, რაც, თავისთავად, უზრუნველყოფს ზრდას.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

სახის ნიღბების სახით გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

მებაღეობა: არახელსაყრელი დღეა. რეკომენდებული არ არის დარგვა, დათესვა, გასხვლა, გადარგვა. მოსავალი კარგი არ იქნება და ბევრ პრობლემას მოგიტანთ. არ შეიძლება იმ მცენარეების დარგვა და დათესცა, რომლებიც დიდი ხნით შენახვისთვისა და თესლის აღებისთვისაა განკუთვნილი. ასევე არ შეიძლება ამონაყრის გამოცალკევება, გადარგვა და პიკირება.

ყველა ახალი ამბავი
0