10 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Sylaboროკის კონცხი
როკის კონცხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 10 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

10 ივლისს დაბადებულები

10 ივლისს დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი ნიჭით, გამბედაობით, შრომისმოყვარეობითა და დამოუკიდებელი ხასიათით. არიან ძალზე აქტიურნი, საქმიანი, თამამი; თუმცა, ხშირად დაუდევრად რისკავენ. უნდა იყვნენ მეტად ფრთხილი და ყურადღებიანი, რადგან დიდია სხვადასხვა ტრავმის მიღების საშიშროება. ამ დღეს დაბადებულებს შორის ხშირად გვხვდებიან ნიჭიერი მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

10 ივლისს დაბადებულებს ხშირად, მთელი ცხოვრების განმავლობაში, საკუთარი წარმატებებისა და გამარჯვებების მიმართ პასიური და გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, გარშემომყოფების მიმართ უდიდეს სიკეთეს იჩენენ. ამ უჩვეულო ადამიანებს ერთდროულად შეუძლიათ, გამარჯვებისკენაც ისწრაფვოდნენ და მოულოდნელად უკანაც დაიხიონ, როდესაც გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. ხასიათის ეს თვისება გარშემომყოფებში დიდ გაურკვევლობას იწვევს. ამ ადამიანებს განსაკუთრებით თვალის მეხსიერებასთან დაკავშირებული ნიჭი აქვთ. ისინი „ისრუტავენ“ მოვლენებს, ატარებენ მას საკუთარ მსოფლაღქმაში და ენთუზიაზმით იყენებენ საკუთარ ნამუშევრებში.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ზედმეტი მგრძნობიარობისა და ემოციურობის გამო, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ უცხოებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროსა და სულის გახსნა. გარეგნულად უინიციატივონი, მკვეთრად იცვლებიან, როდესაც დგება მათი კარიერული ზრდის ან დასახული გეგმების მიღწევის საკითხი: ხდებიან ზეაქტიურნი და მიზანსწრაფულნი. ეს ადამიანები აკვირდებიან გარემო სამყაროს, ადგენენ ფასეულობათა საკუთარ სისტემას, რომელიც განსაზღვრავს მათ ცხოვრებისეულ კრიტერიუმებს. ხანდახან რადიკალური შეხედულებები, მკაფიო პოზიცია და საკუთარი პოლიტიკური რწმენა აქვთ. რადგან ორატორული ნიჭი, ჩვეულებრივ, არა აქვთ, ადამიანების დარწმუნებას თავიანთ შეხედულებებში არც ცდილობენ. უმეტესად, ისინი წყნარი და ჩაფიქრებული ადამიანები არიან, რომელთაც ურჩევნიან, უფრო მოისმინონ და დააკვირდნენ და თუ მოქმედებაა საჭირო, ნელა და გააზრებულად იმოქმედონ.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

10 ივლისს დაბადებულთა უმრავლესობას არ უყვარს ცვლილებები, უფრო კონსერვატიული არიან. ცხოვრობენ მოკრძალებულად, აღზრდა უფლებას არ აძლევს, რომ იტრაბახონ, ზედმეტად თავისუფლად მოიქცნენ. იმპულსური ძალიან იშვიათად არიან - უფრო ახალგაზრდობაში. სხვების პრობლემებს ძალზე ემოციურად განიცდიან და ხშირად საკუთარ კეთილდღეობას სხვათა გეგმებს სწირავენ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა
10 ივლისს დაბადებულები საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ პასიური არიან, არ აქცევენ ყურადღებას დაავადებას, რაც ხშირად ქრონიკულ ფორმებს იღებს. მათთვის რეკომენდებული მსუბუქი ფიზიკური სავარჯიშოები, ფეხით სიარული, ცურვა. მართებთ რაციონის გამრავალფეროვნება ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით.

რჩევა:
გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, გათავისუფლდით კონსერვატიზმისგან. ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებაში ხელს სიმორცხვე, მერყეობა და თავდაუჯერებლობა გიშლით. იყავით მეტად აქტიური და ნუ შეუშინდებით შეცდომების დაშვებას.

ყველა ახალი ამბავი
0