მთვარის კალენდარი: 9 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / kasabubuსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

9 ივლისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

თვითანალიზის დღეა. საჭიროა, რომ საკუთარ თავს გარედან შეხედოთ. უარი უნდა თქვათ ილუზიებზე, მოიკრიბოთ ძალები და არ დაემორჩილოთ სხვის ნებას, ხოლო ურთიერთობებში ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნოთ.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ამ დღეს თევზების გავლენით გაზრდილია ადამიანის ინტუიცია. ადამიანში იღვიძებს რომანტიკული გრძნობები, ხდება მეოცნებე, გულუხვი. შესანიშნავი დროა საკუთარ აზრებთან განმარტოებისთვის. სასურველია ბოლო თვეში მომხდარის გაანალიზება.

არაა სასურველი საკუთარ თავზე ლიდერობის პასუხისმგებლობის აღება, პრობლემებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა - ეცადეთ, მაშინვე აღკვეთოთ ის.

კარგი დღეა ფულთან, ქონებასთან, ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმეებისთვის.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: თევზების გავლენა ძირითადად თავის კანზე გამოიხატება, ამიტომ თუ არის შესაძლებელი, რომ არ შეიჭრათ ან არ დაიბანოთ თმა, კარგი იქნება.

ასევე უარყოფითად იმოქმედებს თმაზე ქიმიური ზემოქმედება - დახვევა ან შეღებვა. შესაძლებელია თმის ბოლოების გაყოფა, დაზიანება.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

კარგი იქნება, თუ სალონს გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის ეწვევით.

  • მებაღეობა: საკმაოდ პასიური დღეა. აქტიურობა ბაღში შეიძლება, მაგრამ არასასურველია. მთვარის ამ დღეს მცენარეების ქვედა ნაწილის აქტიური კვება მიმდინარეობს, იწყება ფესვების ზრდა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არარეკომენდებულია დათესვა და დამუშავება. მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0