9 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 9 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

© Sputnik / Maria Tsimintiaკირჩხიბი
9 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კირჩხიბი

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

9 ივლისს დაბადებულები

9 ივლისს დაბადებულებს განგება საშუალებას აძლევს, თვითონ შექმნან საკუთარი პირადი ცხოვრება და ცხოვრებისეული გზა თავად აირჩიონ. თუ პიროვნების დინამიკური განვითარების გზას აირჩევენ, წარმატებული ადამიანები იქნებიან, რომელთაც მუდამ გაუღიმებთ ბედი, მაგრამ თუ რეგრესის გზით წავლენ, საცოდავი ცხოვრება ელოდებათ წინ.

9 ივლისს დაბადებულებში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც მდიდარი წარმოსახვა აქვთ, რაც მათ გრანდიოზული და არასტანდარტული გეგმების დაწყობასა და შემდეგ განხორციელებაში ეხმარება. ბევრი მათგანი ცდილობს ჩაწვდეს ცხოვრების აზრს, საკუთარ დანიშნულებას. კარგად უწყიან, რომ წარმატების გარანტი მხოლოდ გამოცდილება და მაღალი ოსტატობაა. დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ყველანაირ ინფორმაციას სრულებით იდუმალისა და ნაკლებად შესწავლილის შესახებ. ზოგიერთი მათგანი თავად მონაწილეობს უშუალოდ ბუნების საიდუმლოებების შემსწავლელ სხვადასხვა ექსპედიციაში.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

არიან გულწრფელი, კეთილშობილური მიზნებისკენ მიმავალი ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ დღეს დაბადებული ქალები არაჩვეულებრივი დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, რომელთაც კარგად შეუძლიათ წაუძღვნენ როგორც ოჯახის, ისე ბიზნესის საქმეებს და ოჯახი მატერიალურად უზრუნველყონ. ეს ადამიანები ხშირად აწყდებიან წარუმატებლობებს, გარშემომყოფების მხრიდან წყენას, რამაც შეიძლება მათი თავის თავში ჩაკეტვა და განმარტოების სურვილი გამოიწვიოს. თუმცა, ამ დღეს დაბადებული ძლიერი პიროვნებები ლახავენ ყველანაირ იმედგაცრუებას და მუშაობენ საკუთარ თავზე, იმაღლებენ თვითშეფასებას.

იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

სირთულეები ამ ადამიანებს მტკიცესა და ქედუხრელს ხდის, როდესაც მიზნისკენ მიიწევენ. მათ დიდი სურვილი აქვთ, საზოგადოებასთან განიხილონ ყოველივე ნანახი, აღწერონ ის. ამ დღეს დაბადებულები ხშირად ტიპურ და შეუმჩნეველ ადამიანებად გვეჩვენებიან, მაგრამ თუ მათ კარგად დავაკვირდებით, მათში უამრავ საინტერესო მახასიათებელს აღმოვაჩენთ - არიან მგრძნობიარე, გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც მეგობარს არასდროს მიატოვებენ გასაჭირში, არ უღალატებენ, თუნდაც ყველამ გარშემო ზურგი აქციოს.

თავისუფლება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას

ჯანმრთელობა

9 ივლისს დაბადებულებს შეიძლება ხანდახან ჰქონდეთ ანემიისგან გამოწვეული დარღვევები, ძალების დაქვეითება, დეპრესიული მდგომარეობა. მაგრამ ეს, უმეტესად, სუსტ ნატურებს ეხება, ხოლო ძლიერებს ამგვარი "ჩავარდნები" არ ემუქრება. ხანდახან ეს ადამიანები საკუთარ თავზე ატარებენ ექსპერიმენტებს - მოსინჯავენ ხოლმე სხვადასხვა დიეტას, სამედიცინო პრეპარატებს და სხვა, გატაცებული არიან მოდური სიახლეებით, რომლებიც მათ სხეულისა და ჯანმრთელობის სრულყოფას ჰპირდება. ამან კი, შესაძლოა, უკუეფექტი გამოიწვიოს.

რჩევა:

იყავით ძლიერი და ნუ შეგაშინებთ წარუმატებლობა. დაისახეთ მიზანი და მიაღწიეთ მას. საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ. პირველივე საქმეს ნუ ჩაეჭიდებით - კარგად გააანალიზეთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით ისეთი იდეის განხორციელებას, რომელიც რეალურია.

ყველა ახალი ამბავი
0