მთვარის კალენდარი: 8 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

8 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

შეხვედრებისა და ურთიერთობებისგან მიღებული სიხარულის, მხიარულების დღეა. არ ღირს ამ დღის მარტოობაში გატარება. არის შანსი, რომ მონათესავე სულს, ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ, წარმოადგინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისას.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ამ დღეს პროცესები ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაში მტკიცე და გაწონასწორებულია. მერწყული გააძლიერებს მგრძნობელობას, ცოტა ნერვოზულობას, თავისუფლებისკენ სწრაფვას. მერწყულის დღეებში ადამიანისთვის სრულად რეალიზების შესაძლებლობები ჩნდება, შეიძლება ნებისმიერი საინტერესო საქმის კეთება. არ არის გამორიცხული განწყობის ხშირი ცვლა.

არასასურველი დღეა ფინანსური აქტიურობისთვის.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: მერწყულის გავლენა თმაზე შეუმჩნეველია. კარგი დღეა ექსპერიმენტებისა და ექსტრავაგანტულად შეჭრისა და ასეთივე ვარცხნილობისთვის.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

ასევე წარმატებული იქნება ექსპერიმენტები ტონირებასთან და შეღებვასთან დაკავშირებით - შეგიძლიათ სცადოთ თქვენთვის უჩვეულო ფერი.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

  • მებაღეობა: არარეკომენდებულია დათესვა და დამუშავება. მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.
ყველა ახალი ამბავი
0