8 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / kolibri5ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 8 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

8 ივლისს დაბადებულები

8 ივლისს დაბადებულები უხვი ტალანტით, შემოქმედებითი შესაძლებლობებითა და არტისტიზმით დაჯილდოებული ადამიანები არიან. კარგად აქვთ განვითარებული ლიდერის თვისებები. უყვართ მოგზაურობა და ზოგადად, მოძრაობა. ამ დღეს დაბადებულები შეიძლება გამოვიდნენ კარგი მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები, გამომგონებლები. რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერში დიდებულ სპეციალისტებად ყალიბდებიან. უფრო მეტად იმ სფეროებში აღწევენ წარმატებებს, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობებს მოითხოვს. ხშირად გატაცებული არიან მაგიითა და ოკულტიზმით. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახური კერა, ჰარმონია ურთიერთობებში და ტრადიციები.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

8 ივლისს დაბადებულები ბუნებით პრაგმატიკოსები არიან. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია სასარგებლო შედეგის მიღება, ვიდრე თეორიული აქსიომები. აქვთ რაციონალური ხასიათი, ძლიერი ნებისყოფა, კატეგორიულობა შეფასებებში. ამ დღეს დაბადებულებს ბედი კარგი მატერიალური მდგომარეობისა და ძალაუფლების მიღწევის შანსებს აძლევს. როდესაც ცხოვრებაში ძლიერ პოზიციებს იკავებენ, ეს ხშირად მათი მორალური პრინციპებისა და იდეალების გაქრობას იწვევს. იშვიათად აინტერესებთ ფილოსოფია და რელიგია. არიან ძალზე შრომისმოყვარენი.

ისინი გატაცებული არიან თავიანთი საქმითა და მდგომარეობის გაუმჯობესებით. აქედან გამომდინარე, ხშირად დრო აღარ რჩებათ ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის წარდგენა, როგორც შეუცვლელების. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის შემდეგ კარგი სახელი დატოვონ, სწორად გადაანაწილონ მემკვიდრეობა, ამიტომ ამ მოვლენისთვის სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ემზადებიან. მართლაც, მათი იმქვეყნად წასვლის შემდეგ ახლობლები დიდხანს განიცდიან ამ დანაკარგს. არასდროს ტოვებენ ვალებს - ყველაფერი წინასწარ აქვთ განსაზღვრული.

როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში>>

სამსახურში ხშირად აჩვენებენ თავიანთ უპირატესობას, სიმძლავრესა და გავლენის უნარს, რასაც სხვების დათრგუნვა მოსდევს. ისინი უნდა მოერიდონ გარშემომყოფებთან უგულობის, მტრული დამოკიდებულების გამოჩენას.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

8 ივლისს დაბადებულები კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, მაგრამ მათთვის აუცილებელია მსუბუქი ვარჯიშები, რადგან, როგორც წესი, ნაკლებად მოძრაობენ. ეს დაეხმარებათ არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, არამედ ასევე ნერვული სისტემის დამშვიდებაში, აგრესიისა და დაღლილობის მოხსნაში. ასევე წაადგება ზომიერი, დაბალანსებული კვება.

რჩევა:

იყავით მეტად კომუნიკაბელური. ნუ იქნებით ამპარტავანი. მიეცით ემოციებს სპორტულ შეჯიბრებებში გამოვლენის საშუალება. მეტად ენდეთ ადამიანებს. ნუ უკუაგდებთ შემოთავაზებულ დახმარებას. გახსოვდეთ, რომ საკუთარი სისუსტის ან შეცდომის აღიარება დიდი ვაჟკაცობაა.

ყველა ახალი ამბავი
0