5 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Sylaboროკის კონცხი
როკის კონცხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 5 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

5 ივლისს დაბადებულები

5 ივლისს დაბადებულებს საინტერესო ცხოვრება აქვთ. მათ ახასიათებთ ისეთი თვისებები, როგორიცაა მოთმინება, შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა. არიან ნიჭიერი ადამიანები. ბედი მათ მრავალ სირთულეს უმზადებს, მაგრამ თუ მათ ღირსეულად გადალახვას შეძლებენ, ბედნიერებას მიაღწევენ. ამ ადამიანების წინაშე ვერანაირი უბედურება და სიბოროტე ვერ ძლებს. უმეტესად, 30 წლის შემდეგ აღწევენ წარმატებებს.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ამ დღეს დაბადებულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში არაორდინარულობა და ენერგიულობა სდევთ თან. გამორჩეულნი ბავშვობიდანვე იქნებიან. აინტერესებთ ამოუცნობი მოვლენები ბუნებაში, არაორდინარული ადამიანები, უყვართ სიცოცხლე, მისგან ყოველივე საუკეთესოს აღება. მათი მხიარული ხასიათითა სიცოცხლის მოყვარეობით გარშემომყოფებში პოპულარობით სარგებლობენ, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ადამიანების გამხიარულება. პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს სცემენ პატივს. თუ მათ ცხოვრებაში თავგადასავალი არ გამოჩნდა, თვითონ ეძებენ მას.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

აქვთ დარწმუნების უნარი - ნებისმიერი შეიძლება დაარწმუნონ, რომ თეთრი - ეს სინამდვილეში შავია, მაგრამ ამის ბოროტად გამოყენება არ ღირს. მათ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მათ დედამიწაზე დაბრუნებასა და მათი ენერგიის საჭირო კალაპოტში მიმართვას შეძლებს. მათთვის ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკი. სწორედ ამ პერიოდში უყალიბდებათ მათ წარმოდგენა სიკეთეზე და ბოროტებაზე, მახინჯზე და ლამაზზე. ეს მათ მომავალ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

სამუშაოზე 5 ივლისს დაბადებულები არაფორმალური ლიდერები არიან. მათი დიდი ენერგია ბევრ რამეს ჰყოფნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ გატაცებებსა და მიზნებს ოჯახმა მხარი დაუჭიროს, მონაწილეობა მიიღოს ამაში, სხვაგვარად, შესაძლოა, კონფლიქტი გარდაუვალი იყოს. მათი უსასრულო, ამოუწურავი ენერგიით გაოცებული არიან მეგობრები და კოლეგები, ასწრებენ ყველაფერს - სამსახურშიცა და ოჯახშიც, მოლხენასაცა და მეგობრების გამხიარულებასაც. მთავარია, რომ მათი ენერგია ფუჭად არ დაიხარჯოს.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

5 ივლისს დაბადებულები ჭამაში ისეთივე არაორდინარული არიან, როგორც ცხოვრებაში. შეუძლიათ შეჭამონ ის, რისი დანახვაც კი არ შეუძლია ზოგს. უყვართ ასეთივე ექსპერიმენტული საკვების მომზადება. რადგანაც ძალიან აქტიური არიან, სპორტისთვის დრო აღარ რჩებათ. სპორტის საყვარელი სახეობებია გუნდური შეჯიბრებები.

რჩევა:

მნიშვნელოვანი საქმეებით როცა ხართ დაკავებული, შესაძლოა, ვერ შენიშნოთ მზარდი ყოფითი პრობლემები, რომლებიც ასევე მოითხოვს გადაწყვეტას. გაუზიარეთ თქვენი ფიქრები და მოსაზრებები ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. პრობლემებზე ფიქრი, წარუმატებლობების გადატანა მარტო ძნელია. თუ რაიმე გთრგუნავთ, თქვით ამის შესახებ, თუნდაც, იყვირეთ, გამოხატეთ ემოციები.

ყველა ახალი ამბავი
0