4 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 4 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

4 ივლისს დაბადებულები

4 ივლისს ყველაზე არაორდინარული და ბედნიერი ადამიანები ევლინებიან ქვეყანას. ისინი დამოუკიდებლები არიან, გარკვეული დოზით – მგრძნობიარენი. ხშირად ამ დღეს დაბადებულებს აუხსნელი ექსტრასენსორული უნარები აქვთ, ხან კი – ნათელმხილველობის. თავიანთი არაორდინარულობის წყალობით ისინი ადვილად აღწევენ პოპულარობასა და მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას; შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად აქვთ ფინანსური და სასიყვარულო საქმეები. საქმიანობის მხრივ მათი სფეროებია მასწავლებლობა და მეცნიერება.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

4 ივლისს დაბადებულები შესანიშნავად გრძნობენ თავს ჯგუფის თანასწორუფლებიანი წევრის რანგში, რა სახისაც არ უნდა იყოს ეს ჯგუფი – იქნება ეს ოჯახი, პოლიტიკური თუ რელიგიური ორგანიზაცია, სამუშაო კოლექტივი. საოცარი დამოკიდებულება აქვთ ტრადიციებისა და ოჯახური ფესვების მიმართ. ყოველთვის ისწრაფვიან იდეალური შედეგის მიღწევისკენ, საზოგადოებრივი საქმის კეთებისკენ. არ უყვართ მარტო მუშაობა. საზოგადოებრივ აღიარებას, როგორც წესი, 40 წლის შემდეგ აღწევენ, როდესაც იწყებენ ბრძოლას ლიდერობისთვის იმ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენენ.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ამ დღეს დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოვალეობას, ოჯახსა და სამშობლოსთვის მსახურებას. მათთვის პატრიოტიზმი სამშობლოს მხოლოდ ბრმა სიყვარული არ არის; მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი ქვეყნისთვის რაიმე ღირებული გააკეთონ. პოლიტიკისგან შორს ეს ადამიანები თითქმის არასდროს არიან. ისინი კარგად ერკვევიან ადამიანებში, გრძნობენ მათ განწყობებს. გარშემომყოფების გაჭირვების დროს განზე არასდროს გადგებიან.

4 ივლისს დაბადებულების არაორდინარულობა გარშემომყოფებისთვის ყოველთვის გასაგები არ არის. მათი ჭეშმარიტი ნატურის გაგება მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ. ბევრი მათგანი ძალზე უბრალო და გასაგები პიროვნებაა. ისინი ხშირად თრგუნავენ ემოციურ გამოვლინებებს; თუმცა, უფრო თავიანთი ეგოიზმის, ამპარტავნებისა და მოუთოკავი მრისხანების დათრგუნვა მართებთ.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

4 ივლისს დაბადებულები უნდა მოერიდონ ქანცგამწყვეტ შრომას არარეალურ მასშტაბურ პროექტებზე. ხშირად, საზოგადოებრივი საქმეებით იმდენად არიან გატაცებული, რომ ავიწყდებათ საკუთარი საქმეები. ეს მათი ჯანმრთელობისთვის შეიძლება ძალზე საშიში აღმოჩნდეს. მათ უნდა დაიცვან სწორი კვების რეჟიმი, გაამდიდრონ ყოველდღიური რაციონი ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით. არ უნდა დაივიწყო რეგულარული ფიზიკური დატვირთვაც – მათ სპორტის გუნდური სახეობები წაადგებათ.

რჩევა:

მოერიდეთ შოვინიზმს თქვენი სოციალური ჯგუფის სოციალური სტატუსის მიმართ. იყავით ობიექტური და თვითკრიტიკული ამ არცთუ იოლ საკითხში. ერიდეთ ცრუ სოლიდარობას. მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ საკუთარი განუმეორებელი ინდივიდუალობა.

ყველა ახალი ამბავი
0