პლანეტების უნიკალური აღლუმი - ზოდიაქოს ნიშნები, ოთხი ფავორიტი და რჩევები

© Pixabay / Valera268268პლანეტების აღლუმი
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის 4 ივლისს საკმაოდ იშვიათი და უნიკალური კოსმოსური მოვლენა გველოდება - პლანეტების დიდი აღლუმი. მზის სისტემის ცხრავე პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ამ ტიპის აღლუმი ბოლოს 1982 წელს მოხდა, ხოლო შემდეგი 2161 და 2492 წლებშია მოსალოდნელი.

აღლუმის ასტროლოგიური აზრი ძალზე მნიშვნელოვანია. უძველესი დროიდან მოყოლებული დაკვირვებების შედეგად დასტურდება, რომ ასეთ პერიოდებში შესაძლებელია ბუნებრივი კატასტროფები, ამინდის ცვლილებები, ასევე, პრობლემები ადამიანებს შორის ურთიერთობებში.

პლანეტების აღლუმი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტრონომიასა და ასტროლოგიაში. ასტრონომიულად ეს ნიშნავს პლანეტების ერთ რიგში გამწკრივებას, ანუ, ციური სხეულები – რამდენიმე ან ყველა – მზიდან ერთმანეთთან შედარებით სიახლოვეში, ერთ მხარესა და ერთ მწკრივში დაეწყობიან. პლანეტების რაოდენობიდან გამომდინარე, არის მცირე და დიდი აღლუმები. 4 ივლისს დიდი აღლუმი გველოდება.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

2020 წლის 4 ივლისს საკმაოდ იშვიათი და უნიკალური კოსმოსური მოვლენა მოხდება - პლანეტების დიდი აღლუმი. ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემის ცხრავე პლანეტა - მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუს „ლილიპუტი" პლუტონი ერთ მწკრივში - მზიდან ერთ მხარეს, ერთ ხაზში აღმოჩნდებიან.

ამ ტიპის აღლუმი ბოლოს 1982 წელს მოხდა, ხოლო შემდეგი 2161 და 2492 წლებშია მოსალოდნელი.

ასტროლოგების აზრით ამ მოვლენას მძლავრი გავლენა ექნება დედამიწაზე და ადამიანებზე. თითოეულ პლანეტას თავისი გარკვეული ენერგეტიკა აქვს. როდესაც პლანეტები მზის გარშემო სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებული, მათი ენერგიები ერთმანეთთან საკმაოდ სუსტად ზემოქმედებენ, მაგრამ როდესაც ერთ მხარეს ჩამწკრივდებიან, მათი ენერგიები ერთმანეთს ეჯახება და შეიძლება დისონანსში შევიდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამჯერად ერთ ხაზზე არა სამი ან ოთხი, არამედ ყველა პლანეტა ჩამწკრივდება.

მოვლენის ზეგავლენა ყველაზე საგრძნობი 4-5 ივლისს იქნება, მაგრამ სუსტი ენერგეტიკული „გამოძახილი" მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ექნება.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ასტროლოგების ზოგადი რჩევები ამ მოვლენის ნეგატიური გავლენისგან თავდასაცავად

პლანეტების აღლუმის პერიოდში მოსალოდნელია განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა. მხიარულება უცბად შეიძლება შეიცვალოს სევდით, აღფრთოვანება - აპათიით. ამის გამო არ ინერვიულოთ, მოიმარაგეთ საყვარელი ნუგბარი, საინტერესო წიგნები, გაამზადეთ აბაზანა საყვარელი სურნელით... ეცადეთ, დაისვენოთ.

მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილები, არტერიული მაღალი ან დაბალი წნევა, თავბრუსხვევა. აქედან გამომდინარე, მოიმარაგეთ შესაბამისი სამკურნალო პრეპარატები, მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობას.

ასეთ პერიოდებში მწვავდება ადამიანების პირადი თვისებები. სწორედ ამ დღეებში შეიძლება იმის გაგება, თუ ვინ რას წარმოადგენს. ეს კიდევ ყველაფერი არაა - ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ პლანეტების აღლუმი ამ პერიოდში დაბადებულ ბავშვებზეც მოქმედებს - ივლისში დაბადებულებს თავიანთი ნიშნის მკაფიო თვისებები ექნებათ.

ამ დღეებში გამძაფრდება ემოციები და გრძნობები. საუბარია როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ემოციებზე. ასტროლოგების რჩევაა, არ გამოვამჟღავნოთ აგრესია, წყენა, არ ჩავებათ კონფლიქტებში, თავი ხელში ავიყვანოთ და ვიყოთ მომთმენი გარშემომყოფების მიმართ. დროთა განმავლობაში პლანეტების გავლენა შესუსტდება და ემოციურობაც ნორმას დაუბრუნდება, ხოლო ჩხუბი და კონფლიქტი და მათი შედეგები, სამწუხაროდ, დიდხანს გაგყვებათ.

Планета Меркурий - Sputnik საქართველო
მერკური უკუსვლას იწყებს: რა გავლენას მოახდენს რეტროგრადული პლანეტა და როგორ ვიმოქმედოთ

არის კარგი სიახლეც: პლანეტების შერეულმა ენერგეტიკამ კრეატიული იდეებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი.

კარიერისა და ბიზნესის სფეროში ყველაფერი თანაბარი, მდორე დინებით წავა. ძლიერი ცვლილებები, მკვეთრი აღმასვლები და ვარდნები ამ დღეებში მოსალოდნელი არ არის. და მაინც, ფინანსებთან დაკავშირებით ასტროლოგები გირჩევენ, არ ჩაებათ სარისკო საქმეებში და არ დადოთ მსხვილი გარიგებები. თუ ფინანსური ოპერაციები არ გაშინებთ, უმცირესი დეტალების მიმართაც კი დიდი ყურადღება გამოიჩინეთ.

პლანეტების აღლუმი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს ოთხი ნიშნისთვის პლანეტების აღლუმი გარდამტეხი მომენტი იქნება - მათ ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი დრო დადგება.

  • ფავორიტი ნიშნებია ვერძი, ტყუპი, სასწორი და თევზები.

ვერძი

ვერძისთვის 4 ივლისს იღბლიანობის პერიოდი დაიწყება. ესაა უნიკალური მომენტი, როდესაც სამყარო თქვენ წინაშე შესაძლებლობების კარს გახსნის და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წინსვლის საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი თანამდებობა, დაიწყოთ საკუთარი საქმე, შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. გაითვალისწინეთ - ეს დღე შესაძლებლობებს გახსნის და დანარჩენი თქვენს მიზანსწრაფულობაზე, სიჯიუტესა და სიმტკიცეზეა დამოკიდებული.

მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
სიყვარული, ფული, შრომა: ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის პოზიტიური ივლისი - თვის პროგნოზი

ტყუპი

არ ინაღვლოთ, თუ ზაფხულის პირველი თვე თქვენთვის დაძაბული იყო, უიღბლობის დრო 4 ივლისს დასრულდება და კეთილდღეობის პერიოდი დაიწყება. შეგიძლიათ, შესაძლებლობებისა და შანსების იმედი გქონდეთ, მაგრამ, იღბლიანობას „გააქტიურება" სჭირდება. ამისთვის კი საჭიროა, რომ აღლუმის დღეს განმარტოვდეთ, ყურადღება გადაიტანოთ იმ იდეების რეალიზაციაზე, რომლებიც დილიდან გაჩნდება. მარტოობა აუცილებელია, რადგან ადამიანები ყურადღებას გაგაფანტინებენ და ჩხუბზე პროვოცირებას მოაწყობენ.

სასწორი

იღბალი გეწვევათ 4 ივლისს - ჩაიძირებით სამყაროს სიყვარულის „მორევში". პირველ რიგში, დაიბრუნებთ შინაგან წონასწორობას. როგორც წესი, გიჭირთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებისა და არჩევნის გაკეთება. ახლა უფრო ყურადღებიანი და გონებამოკრებილი გახდებით, რაც შეცდომების რისკს გამორიცხავს. გელოდებათ საბედისწერო შეხვედრა შესანიშნავ ადამიანთან - ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი პარტნიორული, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყისი თქვენ ცხოვრებაში.

ვენერამ უკუსვლა შეწყვიტა - ზოდიაქოს ხუთი იღბლიანი ნიშანი და რჩევები დანარჩენ ნიშნებს>>

თევზები

პლანეტების აღლუმი ბედნიერებას მოგიტანთ თევზებსაც. ამ დღეს თქვენი იღბლიანობა გაიზრდება და ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ამისთვის, რომ იტყვიან, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ, უბრალოდ, თქვენი სურვილი უნდა გათქვათ და შემდეგ ბედის საჩუქრები მიიღოთ - თქვენი მხრიდან არანაირი ძალისხმევა არ იქნება საჭირო. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ბედს მადლობა უთხრათ, რადგან პლანეტების აღლუმი მოგიტანთ სიმდიდრეს, დაგიბრუნებთ თავდაჯერებულობას და დაგეხმარებათ ურთიერთობების მოგვარებაში ახლობელ ადამიანებთან.

პლანეტების აღლუმის ზემოქმედება დანარჩენ ნიშნებზე

  • კურო: უნდა მოერიდოთ ალიაქოთსა და აჩქარებას. შესაძლოა, კარგად აეწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობები
  • კირჩხიბი: ეს დღე თქვენგან მკაცრ დისციპლინას, სიზუსტესა და ყურადღებას მოითხოვს. თავი შეიკავეთ ახალი შეთანხმებების დადებისგან.
  • ლომი: ეცადეთ, მოქმედებები წინასწარ განსაზღვროთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანებზე. ახლობლების მიმართ ყურადღება გამოამჟღავნეთ.
  • ქალწული: შესაძლოა, მიიღოთ წინადადება, რომელიც თქვენს ნიჭს გამოავლენს. საქმეს გაუმკლავდებით, თუნდაც თავიდან ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.
  • მორიელი: სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელია. ეცადეთ, ეს პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
  • მშვილდოსანი: ნუ ეცდებით, ურთიერთობები გამოარკვიოთ გარშემომყოფებთან და რამე დაამტკიცოთ. კარგი შედეგების მისაღწევად იმოქმედეთ დამოუკიდებლად - ეს მღელვარებისა და იმედგაცრუებისგან გიხსნით.
  • თხის რქა: საქმისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება თუ სრულ წარმატებას არა, ღირსეულ შედეგს მაინც მოგიტანთ. ეცადეთ, ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
  • მერწყული: დადებითი შედეგების მისაღწევად მეტი აქტიურობა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტოქეებთან შეთანხმებას მიაღწიოთ.
ყველა ახალი ამბავი
0