მთვარის კალენდარი: 30 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

30 ივნისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

დადგა ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების დრო. გაუმჯობესებულია აზროვნება, გაზრდილია პრობლემის არსში ჩაწვდომის უნარი, ასევე მომატებულია თვითკრიტიკულობა. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, განვასხვავოთ ნამდვილად მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი საქმისგან.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

შეიძლება თამამად შევეჭიდოთ ახალ წამოწყებებს, შევადგინოთ ბიზნეს-გეგმები, საკუთარ თავზე ავიღოთ ვალდებულებები.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელი თმისთვის საკმაოდ არასტაბილური ნიშანია. შეჭრა მოუხდება სუსტ და თხელ თმას. თმის შეჭრას დღეს გავლენის მოხდენა შეუძლია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე როგორც უკეთესობის, ისე უარესობის კუთხით.

თმის შეღებვა არასასურველია, თუ მკვეთრად განსხვავებულ ფერში აპირებთ შეღებვას, სხვა შემთხვევებში - შეიძლება. არასასურველია თმის ქიმიური დახვევა.

მებაღეობა: მორიელი საკმაოდ ნაყოფიერი ნიშანია. ამ ნიშნით დარგული თუ დათესილი მცენარე მალე ამოდის, ავითარებს მყარ ღეროსა და მძლავრ ფესვთა სისტემას.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

კარგი დღეა სასუქის მიცემისთვის, გასხვლისთვის, დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავებისთვის, ხეების დამყნობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0